Sunday, June 14, 2015

იუტლანდის ბრძოლა (ნაწილი მეოთხე)


 ჯელიკომ ვერ გამოიცნო. სამხრეთისაკენ წასვლის მის მიერ გაცემული ბრძანებიდან 10 წუთში შეერმა თავისი ხომალდები სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შეაბრუნა და 16-კვანძიანი სიჩქარით დაიძრა ჰორნს-რიფისაკენ. ფლოტების ასეთი მიმართულებებით მძრაობისას მათი კურსები სადღაც უეჭველად გადაიკვეთებოდა, მაგრამ შეერს ეს არ აშინებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღამის ბრძოლა კვლავ ინგლისელთა შეცდომით დაიწყო: თავი ბიტის ფლაგ-ადიუტანტმა რალფ სეიმურმა გამოიჩინა, რომლისგანაც ბრიტანელებმა ამ ბრძოლაში მხოლოდ ზარალი ნახეს. როგორც კი ჩამობნელდა, სეიმურმა უკან მომავალ ხომალდზე პროჟექტორით გაგზავნა შეკითხვა: ”გთხოთ,შეგვატყობინოთ ჩვენი პაროლი და პასუხი. ჩვენ ისინი დაგვეკარგა (!!! - ავტ.)”. ბრძოლის შემდგომი კომენტირებისას, როდესაც ჯელიკოს მეკავშირის ოინები შეატყობინეს, ეს საქციელი სარდალმა წმინდა წყლის იდიოტობად მონათლა. სეიმურს მოთხოვნილი უკიდურესად საიდუმლო ინფორმაცია ასევე პროჟექტორით შეატყობინეს, მათგან ორ მილში მყოფმა გერმანულმა სადაზვერვო ხომალდებმა კი ეს სიგნალი დაინახეს, წაიკითხეს და დაიმახსოვრეს. ახლია ყველა გერმანულ ხომალდს შეეძლი, ცეცხლი გაეხსნა ნებისმიერისათვის, ვინც კი საკუთარ თავს ამგვარად წარმოადგენდა, ანდა თავად გაეცა პასუხი შესაბამის შეკითხვაზე და ამ გზით სრულიად დაუბრკოლებლად გაევლო ინგლისელთა მწყობრში. გერმანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ ვერაგობაზე ისინი არ წასულან.


სეიმური, რასაკვირველია, სრულებით არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრიტანეთის საადმირლომაც გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეეტანა ფლოტის მოქმედების დარღვევაში. ტრაგიკომედია გრძელდებოდა. დილით მიღებული ცნობა, რომ შეერი იადეს შესართავში იმყოფებოდა, არ დადასტურდა და ჯელიკოს უკვე ეჭვი შეეპარა დაზვერვის მონაცემების სისწორეში. საღამოსათვის კი ეჭვები უკვე უნდობლობაში გადაიზარდა: ოპერატიული განყოფილებიდან შეერის ადგილსამყოფელის კოორდინატები მოვიდა, მაგრამ გერმანელები იქ, ფაქტიურად, არც იყვნენ და ეს მშვენივრად იცოდა ჯელიკომ. აღნიშნული ინფორმაცია მეორმოცე ოთახიდან მოდიოდა: აქ მოახერხეს შეერის რადიოგადაცემების დაპელენგება, მაგრამ იმდროინდელი რადიოლოკატორები დიდი სიზუსტით და საიმედოობით არ გამოირჩეოდა. ამ დროს კი შეერის რადიოგადაცემებს მეორმოცე ოთახის სპეციალისტები წინანდებურად დაუბრკოლებლად იჭერდნენ, შიფრავდნენ და ოპერატიულ განყოფილებას აწვდიდნენ. დაახლოებით 22 საათისათვის ჯელიკომ ოპერატიული განყოფილებიდან რადიოდაჭერის მონაცემები მიიღო: შეერი თავის ფლოტს სალაშქრო წყობით უბრძანებდა სვლას ჰორნს-რიფისაკენ. მაგრამ მთავარსარდალს საადმირლოსი უკვე აღარ სჯეროდა: გრანდ ფლიტს სამხრეთისაკენ აღებული კურსი არ შეუცვლია.


გავიდა ორი საათი. მეორმოცეში შეერის კიდევ ექვსი რადიოგრამა გაშიფრეს, რომელთაგან ორი უკიდურესად მნიშვნელოვანი აღმონდა. ერთ მათგანში ჰიჰზეეფლოტეს სარდალი გერმანიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ცეპელინების ერთ-ერთ ბაზას უბრძანებდა: ”ადრე დილით უზრუნველყავით ჰორნს-რიფის რაიონის დაზვერვა”. მეორე კი საესკადრო ნაღმოსნების ფლოტილიების მეთაურთათვის იყო განკუთვნილი: ”2:00-სათვის მთელი ძალებით მოიყარეთ თავი ჰორნს-რიფის რეიდზე”. დასკვნა თავისთავად იყო ცხადი და თვით ჯელიკოც კი, მიუხედაცად საადმირლოდან მომავალი სადაზვერვო ინფორმაციისადმი მთელი მისი უნდობლობისა, უეჭველად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა და კურსს შეიცვლიდა, თუკი...


თუკი ეს ცნობები საერთოდ მიაღწევდა ფლოტამდე. მეორმოცე ოთახიდან სადაზვერვო ინფორმაცია ინსტრუქციის თანახმად მივიდა შტაბის უფროსის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ განყოფილებაში, რომლის უფროსიც ამ დროისათვის უკვე დასაძინებლად იყო წასული და თავის ნაცვლად საადმირლოს პირველი ლორდის სამხედრო-საზღვაო საქმეების მდივანი, კეპტენ ა.ფ. ევერეტი დატოვა. ამ ოფიცერმა ოპერატიული განყოფილების მუშაობის სპეციფიკა არ იცოდა და, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არც ჭკუით ბრწყინავდა. რადიოდაჭერის ტექსტებში მან ვერაფერი საყურადღებო ვერ აღმოაჩინა და ისინი სადღაც შორს შეჩურთა. ეს ცნობები სრულიად შემთხვევით იპოვეს და ისიც მაშინ, როდესაც იუტლანდის ზალპები დიდი ხნის გადაქუხებული იყო და ისინი აღარაფერ ღირებულს აღარ წარმოადგენდა. საადმირლოში თავი მოიკატუნეს, რომ არც არავითარი რადიოდაჭერა არ ყოფილა და წარმოუდგენელი დოყლაპიობის დამშვებმა ბოთემ სიტყვიერი საყვედურიც კი არ მიიღო.


დაახლოებით 22 საათისათვის ჯელიკოს არიერგარდში მყოფი დაცვის საესკადრო ნაღმოსნები ჰოჰზეეფლოტეს ხომალდებმა შეამჩნიეს და ცივი ღამის სიბნელეში ფიცხელმა შეტაკებამ იფეთქა: იუტლანდის ბრძოლა მესამე ფაზაში შევიდა. მოწინააღმდეგე ხომალდები ერთმანეთს პირდაპირი გასროლის მანძილზე დაუახლოვდნენ. ფლოტების მართვა არ არსებობდა, ხომალდების მეთაურები საკუთარი რისკით მოქმედებდნენ, შეტაკებები სამ-ოთხ წუთზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა. ეს ახლაა, რომ ისტორიკოსებს მოვლენათა ცოტად თუ ბევრად ცხადი სურათის წარმოჩენა შეუძლიათ და ისიც - უამრავი მოგონების, მოხსენების, ცნობისა და სხვა დოკუმენტების გროვების დახარისხებისა და გაანალიზების შემდეგ. იმ მომენტში კი ბრძოლის უშუალო მონაწილეებს მომხდარი ერთ დიდ და უწესრიგო ქაოსად ეჩვენებოდათ. ”იოტისოდენა წარმოდგენაც კი არ გვქონდა, სად იმყოფებოდა მოწინააღმდეგე. - წერდა ერთ-ერთი ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნის მეთაური, - ხოლო ჩვენი ხომალდების ადგილსამყოფელი მხოლოდ მიახლოებით ვიცოდით”.


ურთიერთსროლა მაშინ დაიწყო, როდესაც ბრიტანული ”კასტორი” სიბნელეში ორ ხომალდს წააწყდა, რომლებმაც ვინაობის შეკითხვისთანავე სამეფო ფლოტის პირობითი სიგნალით უპასუხეს. ”კასტორი” მათ 2000 იარდამდე მიუახლოვდა და გერმანელებმა - ესენი დღის ბრძოლაში საკმაოდ დაზიანებული მსუბუქი კრეისერები ”ფრანკფურტი” და ”პილაუ” იყვნენ - მაშინვე პროჟექტორები ჩართეს და ცეცხლი გახსნეს. ”კასტორმა” უმძიმესი დაზიანებები მიიღო, ეკიპაჟის მრავალი წევრი დაკარგა და ჩაძირვას სასწაულით გადაურჩა, თუმცა საპასუხო სროლა მოასწრო. შემდეგ კი ზღვაზე ისევ დუმილმა დაისადგურა.


მაგრამ შესვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. 22:30-ზე ბრიტანული კრეისერები ”საუთჰემპტონი” და ”დუბლინი” (HMS Dublin) სიბნელეში გერმანელებს შეეჩეხნენ. ”საუთჰემპტონის” ოფიცერი იხსენებს: ”მესიგნალემ და შტურმანმა ერთდროულად მოგვახსენეს ჩურჩულით: ”ტრავერზზე ხუთი ხომალდია!”. ჩვენ პაროლი ვკითხეთ. გერმანელებმა ცხვირის სასიგნალო სინათლეები ჩართეს. წუთის შემდეგ ”დუბლინიდან” გასროლამ იქუხა. დისტანცია 800 იარდს არ აღემატებოდა. დავინახე, როგორ გახვრიტა ჭურვმა გერმანელის ბორტი წყალგამყოფ ხაზსქვმოთ. აფეთქებამ წამით გაანათა ხომალდის შიგთავსი და ამბურძგლა. აქ ჩვენც და გერმანელებმაც პროჟექტორები ჩავრთეთ. კაშკაშა სინათლემ თვალი მოგვჭრა, მაგრამ მაინც მოვასწარი ერთრიგად დაწყობილი ხუთი ღია ფერის ხომალდის შეთვალიერება. ”ცეცხლი!” - ვბრძანე და მაშინვე იქუხა ქვემეხმაც. ბრძოლა სამნახევარ წუთს გაგრძელდა”. ამ სამნახევარი წუთის განმავლობაში ”საუთჰემპტონმა” ტორპედის სროლაც მოასწრო, რომელიც გერმანულ კრეისერ ”ფრაუენლობს” (SMS Frauenlob) მოხვდა და შუაზე გადალეწა. მაგრამ ბრიტანულმა კრეისერმაც დიდი დანაკარგები განიცადა: დაიღუპა და დაიჭრა 89 ადამიანი - ზედა გემბანის რაზმის სამი მეოთხედი მწყობრიდან გამოვიდა.


23:30-ზე, აღწერილი მოვლენებიდან დაახლოებით 1 საათში, ჰორნს-რიფის სამხრეთისაკენ ოდნავ აღმოსავლეთიდან მომავალმა გერმანულმა დრედნოუტებმა ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნების 4-ე ფლოტილიის კურსი გადაკვეთეს, რომლებიც თავისი სახაზო ფლტის კივლვატერში, 5 მილით უკან მოძრაობდნენ. ნაღმოსნების მწყობრი მყისვე დაირღვა. ფლოტილიის ლიდერმა ”ტიპერარიმ” (HMS Tipperary) პირდაპირ კურსზე, სიბნელიდან ამოტივტივებულ ხომალდთა სილუეტებს პაროლი ჰკითხა, მაგრამ გერმანელებმა დაუყოვნებლივ ჩართეს პროჟექტორები და ცეცხლი გახსნეს.


”ტიპერარის” მაშინვე ცეცხლი მოედო და ჩაიძირა. კანონადა დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა, თანაც მისი ტემპი განუწყვეტლივ იზრდებოდა: ბრძოლის ადგილს სულ უფრო მეტი გერმანული ხომალდი უახლოვდებოდა, რომლებიც ბრიტანელებს დაუყოვნებლივ უხსნიდნენ ცეცხლს მსხვილკალიბრიანი ქვემეხებიდან. მოწინააღმდეგეთა რიგებში არევ-დარევამ იფეთქა: ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი ”ფორჩუნი” (HMS Fortune) მძიმე ჭურვებმა ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯა. ელვისებურ შეტაკებაში გერმანულმა მსუბუქმა კრეისერმა ”როსტოკმა” (SMS Rostock) ბორტში ტორპედო მიიღო, დრედნოუტმა ”პოზენმა” (SMS Posen) თავისივე მსუბუქი კრეისერი ”ელბინგი” გატარნა: კრეისერის ეკიპაჟმა, კორპუსში დიდი რაოდენობით შესულ წყალთან ხანგრძლივი, მაგრამ უშედეგო ბრძოლის შემდეგ, თავს უშველა, ხომალდი კი 1 ივნისს, გამთენიისას ჩაიძირა. ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი ”სპიტფაირი” (HMS Spitfire) პირისპირ შეეჯახა გერმანულ დრედნოუტ ”ნასაუს” (SMS Nassau): ნაღმოსანზე თითქმის მთელი ბორტი ჩამოიგლიჯა, სახაზო ხომალდის უზარმაზარი ქვემეხები კი პირდაპირ ინგლისელთა თავზე ღმუოდნენ. ”სპიტფაირის” ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იხსენებს: ”ჩვენთვის მოხვედრება მათ არ შეეძლოთ - მკვდარ ზონაში ვიყავით, მაგრამ ქვემეხების გრიალიც კი საკმარისი აღმოჩნდა: ზალპით წარმოქმნილმა ჰაერის დარტყმის ტალღამ ჩვენი ნაღმოსნიდან ერთბაშად გადახვეტა ანძა, მილი და ხიდური. ”სპიტფაირი” იწვოდა. ბორტში 60 ფუტი სიგრძის ნახვრეტს დაეღო ხახა. სანაცვლოდ ”ნასაუმ” თავისი ზედა გემბანის 20 ფუტი დაგვიტოვა, რომელიც ჩვენს საცხოვრებელ გემბანში გაიჭედა”.


უკვე შუაღამე იდგა. გერმანულ სათაო დრედნოუტებს გრანდ ფლიტის კურსის გადასაკვეთად ცოტაღა რჩებოდათ. ბრიტანლეთა კიდევ ერთი საესკადრო ნაღმოსანი - ”არდენტი” (HMS Ardent) მოხვდა მტრის ცეცხლქვეშ და ჩაიძირა. დანგრეული ”სპიტფაირის” ეკიპაჟი უკვე სასიკვდილოდ ემზადებოდა და სიკვდილიც მოვიდა. საესკადრო ნაღმოსნის მეთაური, ლეიტენანტ-კომანდერი კლარენს ტრელონი იხსენებს: ”დავინახე პირდაპირ ჩვენს კიჩოზე მომავალი ალმოდებული სახაზო კრეისერი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს გატარნვას აპირებდა. კრეისერმა ჩვენგან სულ რამდენიმე ფუტში ჩაიარა; მარჯვენა ბორტის კიჩოზე დამიზნებულმა მისმა ქვემეხებმა პირდაპირ თავზე გადაგვიარა. გვესმოდა, როგორ ტკაცუნებდა და გუგუნებდა ცეცხლი და მისი სიმხურვალე სახეზეც კი ვიგრძენით. კრეისერი ერთ მთლიან ცეცხლოვან მასას წარმოადგენდა”.


გერმანელებმაც დაინახეს ეს საშინელი მოჩვენება და ხელმძღვანელობასაც მოახსენეს ამის შესახებ. მასზე ფონ ჰაზეც წერს: ”ხომალდი სიწითლემდე გახურდა. მის ბორტზე სულიერიც არ ჭაჭანებდა”. არც გერმანელებმა და არც ინგლისელებმა არ იცოდნენ, რა ხომალდი იყო ეს. ბევრი ვარაუდისა და ანალიზის შემდეგ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ, როგორც ჩანს, ეს ინგლისური ჯავშნოსანი კრეისერი ”ბლექ პრინსი” იქნებოდა: დღის ბრძოლაში კრეისერმა მძიმე დაზიანებები მიიღო და მისმა მეთაურმა, კეპტენ ტომას ბონემმა ბაზაში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სიბნელეში მარტოდმარტო მიმავალი კრეისერი ჰოჰზეეფლოტეს მთავარ ძალებს გადააწყდა და დრედნოუტმა ”ტიურინგენმა” (SMS Thüringen) ის, უბრალოდ, დაცხრილა. ეკიპაჟი დაიღუპა, მაგრამ მანქანა მუშაობას განაგრძობდა. მკვდარმა ხომალდმა მოწინააღმდეგეთა საბრძოლო რიგები გაიარა და სიბნელეში მიიმალა: მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.


მას შემდეგ, რაც ”ტიპერარი” ჩაიძირა, 4-ე ფლოტილიას სათავეში საესკადრო ნაღმოსანი ”ბროუკი” (HMS Broke) ჩაუდგა. მალე ის გერმანული მწყობრის სათაო დრედნოუტმა ”ვესტფალენმა” (SMS Westfalen) დაიჭირა პროჟექტორში. მამაცმა ”ბროუკმა” მაშინვე გაისროლა 102 მმ-იანი ქვემეხების ზალპი და ტორპედო მოწინააღმდეგისაგან და იქიდანაც მყისვე მიიღო მსხვილკალიბრიანი ქვემეხების საპასუხო ზალპი. რასაკვირველია, დრედნოუტის ცეცხლი უფრო შედეგიანი აღმოჩნდა: მტრის ჭურვებმა ”ბროუკიდან” ერთბაშად გადახვეტა ხიდური, შტურვალი და სამანქანო ტელეგრაფი. საესკადრო ნაღმოსანმა მართვა დაკარგა და კილვატერში მიმავალ ”სპეროუჰოკს” (HMS Sparrowhawk, ”სპიტფაირის” სისტერშიპი) შეეჯახა.


”სპეროუჰოკის” ხიდურზე მდგარმა სუბ-ლეიტენანტმა უეცრად დაინახა, როგორ მოდიოდა პირდაპირ მასზე ”ბროუკის” ცხვირი. გაისმა საშინელი გრიალი და ახალგაზრდა ოფიცერი ხიდურიდან გადმოვარდა. გონს ის ნახევარბაკზე მოეგო, მაგრამ ეს ”სპეროუჰოკის” კი არა, ”ბროუკის” ნახევარბაკი იყო. მაშინვე გაიგონა კოლეგის - ასეთივე ახალგაზრდა ოფიცრის ხმა: ”ეშმაკმა წაგიღოთ, ვინ ხართ?!” - საესკადრო ნაღმოსნები ერთმანეთს ფორშტევნებით გადაებნენ.


 ”სპეროუჰოკის” მეთაურმა ლეიტენანტ-კომანდერმა სიდნი ჰოპკინსმა იფიქრა, რომ ხომალდი იძირებოდა და ეკიპაჟს ”ბროუკზე” გადასვლა უბრძანა. თავის მხრივ ”ბროუკის” მეთაურმა კომანდერმა უოლტერ ალენმაც ჩათვალა. რომ მისი ხომალდის დაღუპვას აღარაფერი უკლდა და ეკიპაჟს ”სპეროუჰოკზე” დაუყოვნებელი გადასვლის მითითება მისცა. ნაღმოსნების ეკიპაჟები კარგა დიდხანს იცვლიდნენ ადგილებს, ბოლოს კი მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გამოსავალი არ იყო: ეკიპაჟებმა თავთავისი ადგილები დაიკავეს, გაისმა ორი ერთნაირი ბრძანება - ”სრული სვლით უკან!” და ხომალდები ერთმანეთს დაშორდნენ. საბედნიეროდ, ორივე ხომალდი წყლის ზედაპირზე დარჩა და ”ბროუკი” უკუსვლით შეერია სიბნელეს, ”სპეროუჰოკს” კი ნაკლებად გაუღიმა ბედმა” მას ახლა კიჩოში შეეჯახა კიდევ ერთი ბრიტანული ნაღმოსანი - ”კონტესტი” (HMS Contest, მისივე სისტერშიპი). ამჯერად ”სპეროუჰოკი” უკვე განწირული იყო: მას აღარც უკანა სვლა ჰქოდა და აღარც - წინა.


 2:00-ზე - უკვე 1 ივნისს - როგორც კი სულ ოდნავ ინათა, გერმანელები ბრიტანული ნაღმოსნების მორიგ, 12-ე ფლოტილიას წააწყდნენ. ამჯერად ინგლისურ საესკადრო ნაღმოსან ”ონსლოდან” (HMS Onslaught, M-კლასის კიდევ ერთი ხომალდი) ნასროლმა ტორპედომ მიზანს მიაღწია: საესკადრო ჯავშნოსან ”პომერნს” (SMS Pommern) ცეცხლი მოედო. ტრაგედიას საკუთარი თვალით ხედავდა ალმოდებული ხომალდის კილვატერში მიმავალი ”დერფლინგერის” ბორტზე მყოფი ფონ ჰაზე: ”ხომალდი რაღაც გიგანტური ფეიერვერკის ცეცხლოვან ბურთს წააგავდა. ის პირდაპირ ატომებად დაიშალა. რამდენიმე წუთში უზარმაზარი ხომალდისაგან კვალიც არ დარჩენილა”. ჯავშნოსანს წყალქვეშ მთელი მისი ეკიპაჟი - 800-ზე მეტი მეზღვაური და ოფიცერი გაჰყვა.


წყალში უმწეოდ მოტივტივე ”სპეროუჰოკიდან” მათკენ სრული სვლით მომავალი სახაზო კრეისერი დაინახეს. ”ყველა მიხვდა, რომ აღსასრული მოვიდა, მაგრამ ხმამაღლა ამაზე არავინ ლაპარაკობდა” - იხსენებდა ერთ-ერთი ოფიცერი. არტილერისტებმა ჭურვების მთელი დარჩენილი მარაგი ართადერთ გადარჩენილ ქვემეხთან მიზიდეს და საბრძოლველად მოემზადნენ. მტრის კრეისერი სულ უფრო ახლოვდებოდა, მაგრამ, რატომღაც, ცეცხლს არ ხსნიდა. საესკადრო ნაღმოსნიდან ერთ საოცრებას მიაქციეს ყურადღება: კრეისერი ჩვეულებრივზე გაცილებით ღრმად იჯდა წყალში. ის სულ უფრო ახლოვდებოდა, უეცრად კი პირდაპირ ცხვირით ჩაეფლო წყალში და ”სპეროუჰოკის” მთელი ეკიპაჟის თვალწინ ჩაიძირა. რა ხომალდი იყო ეს, ვერ გაიგეს ვერც ნაღმოსნის მეზღვაურებმა, ვერც სხვა ინგლისურმა და გერმანულმა ეკიპაჟებმა. იდუმალი კრეისერის ვინობა დღემდე დაუდგენელია.


ამასობაში შეერმა ინგლისელთა არიერგარდის მწყობრი მთლიანად გაარღვია და მშობლიური ნაპირებისაკენ გაიჭრა. ჯელიკოს კი კურსი კვლავ სამხრეთისაკენ ეჭირა, სადაც არავინ იყო და არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მაგრამ აი საოცრება: გრანდ ფლიტის არიერგარდში მიმავალი და გერმანულ ფლოტთან ღამის ბრძოლაში ჩაბმული საესკადრო ნაღმოსნების მეთაურთაგან მხოლოდ ერთმა ჩათვალა თავი ვალდებულად, რომ სარდლისათვის მტრის დრედნოუტებთან ბრძოლაში ჩაბმის შესახებ შეეტყობინებინა. ამ ოფიცერმა საფლაგმანო ხომალდზე რადიოგრამის გაგზავნა ბრძანა, მაგრამ ”აირონ დიუკთან” დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამის ახსნა, უბრალოდ, შეუძლებელია და გონების მასობრივ დაბნელებას უფრო წააგავს. მაგრამ არც ჯელიკო აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე: კიჩოს მხრიდან მომავალი კანონადის გრიალი და აფეთქებების გაელვება მან საესკადრო ნაღმოსანთა შეტაკებებად ჩათვალა და არც კი ინება, რომ ან შეკითხვა გაეგზავნა, ანდა - ხომალდი, ამბის გასაგებად. მოგვიანებით ერთმა ბრიტანელმა ოფიცერმა სარკასტულად აღნიშნა: ”გასროლების გაელვებები, პროჟექტორთა სხივები, აფეთქებათა ალი და ჩირაღდნებივით მოგიზგიზე, დაზიანებული საესკადრო ნაღმოსნები გერმანელთა უკანდახევის მიმართულებას ”ფრიდრიხ დერ გროსეს” ხიდურის კომპასზე უარესად არ აჩვენებდნენ”.


აქ შეუძლებელია ყველა იმ ეპიზოდის აღწერა, რომელსაც 1916 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს ჰქონდა ადგილი იუტლანდის ბრძოლაში. მთავარი ფაქტი იმაში მდგომარეობდა, რომ გერმანულმა ფლოტმა ჰორნს რიფს მიაღწია: მართალია დაქანცულმა, მორალურად და ფიზიკურად გატეხილმა, ბრძოლის გაგრძელების უუნარომ, მაგრამ - გადარჩენილმა. ”ლუტცოვიც” მოვიდა: 24 ნახვრეტით, სრულიად უმოქმედო ქვემეხებით, ჯართის გროვად ქცეული დანაშენებით და 8000 ტონა წყლით კორპუსში. ჰიპერს ფლაგმანზე სურდა დაბრუნება, მაგრამ მისი შტაბის უფროსმა ერიჰ რედერმა ეს განზრახვა გადააფიქრებინა: ადმირალი და სახაზო კრეისერის ეკიპაჟის გადარჩენილი ნაწილი საესკადრო ნაღმოსანზე გადავიდა, გმირი ”ლუტცოვი” კი ნელა ჩაიძირა ჩრდილოეთის ზღვის ტალღებში.


დანგრეულ-დალეწილი ”მოლტკე” და ”ზაიდლიცი”, რომლებიც ახლა უზარმაზარ წყალქვეშა ნავებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე განვითარებულდანაშენებიან სახაზო კრეისერებს, მთავარ ძალებს ჩამორჩნენ და ნელა მიღოღავდნენ სამხრეთისაკენ. მათ ორჯერ შეხვდნენ ბრიტანული დრედნოუტები; 22:30-ზე ”ტემერერი” (HMS Temeraire), 23:45-ზე კი - ”ეიჯინკორტი”: ამ უკანასკნელს თოთხმეტი 305 მმ-იანი ქვემეხი ჰქონდა ”მოლტკესა” და ”ზაიდლიცის” ერთად აღებული სულ სამი გადარჩენილი 280 მმ-იანი ქვემეხის წინააღმდეგ, მაგრამ, გაუგებარი მიზეზების გამო, ბრიტანულმა დრედნოუტებმა ასეთი იოლი ლუკმა ხელიდან გაუშვეს და დასახიჩრებული სახაზო კრეისერები შემდგომი თავგადასვლების გარეშე დაბრუნდნენ საკუთარ ბაზაში.


დაახლოებით დილის 5 საათისათვის ბიტი მიხვდა, რომ მოხდა ყველზე უარესი: ინგლისელებს გერმანული ფლოტი ხელიდან გაუსხლტათ. ლეიტენანტი ჩალმერსი ”ლაიონის” ხიდურზე იმყოფებოდა, როდესაც იქ ადმირალი შევიდა. წელში მოხრილი და უძილობისაგან თვალებჩაწითლებული სარდალი ზურგით მიეყრდნო ხიდურის კედელს და ნელა ჩაცურდა მუხლებზე. თვალდახუჭულმა ბიტიმ დაღლილი ხმით წაილაპარაკა: ”რაღაც სჭირთ ჩვენს ხომალდებს...” და, მცირეოდენი დუმულის შემდეგ, დაამატა: ”... და ჩვენს სისტემასაც რაღაც სჭირს”.
 იუტლანდის ბრძოლა დასრულდა. სამუდამოდ დატოვეს მწყობრი გერმანულმა საესკადრო ჯავშნოსანმა ”პომერნმა” და სახაზო კრეისერმა ”ლუტცოვმა”, მსუბუქმა კრეისერებმა ”ფრაუენლობმა”, ”ვისბადენმა”, ”ელბინგმა” და ”როსტოკმა”, საესკადრო ნაღმოსნებმა S-35-მა, V-4-მა, V-27-მა, V-29-მ და V-48-მ. ინგლისელთა სამგლოვიარო სია გაცილებით გრძელი აღმოჩნდა: სახაზო კრეისერები ”ინვინსიბლი”, ”ინდეფატიგებლი” და ”ქუინ მერი”, ჯავშნოსანი კრეისერები ”დიფენსი”, ”უორიორი” და ”ბლექ პრინსი”, საესკადრო ნაღმოსნები ”ნესტორი”, ”ნომადი”, ”ტიპერერი”, ”არდენტი”, ”ფორჩუნი”, ”შარკი”, ”ტურბულენტი” და ”სპეროუჰოკი” - ეს უკანასკნელი თავის უიღბლო თანამოძმეებს 1 ივნისს, დილით შეუერთდა: მისი დაზიანებების მასშტაბები უზარმაზარი გახლდათ და ხომალდის ბაზამდე მისვლის შანსები ნულის ტოლფასი იყო. ინგლისელებმა განწირული საესკადრო ნაღმოსნიდან ეკიპაჟი მოხსნეს და ხომალდი საარტილერიო ცეცხლით ჩაძირეს. ბრიტანელთა ამ 14 ხომალდის საერთო წყალწყვა 111 ათას ტონას შეადგენდა გერმანელთა 11 დაღუპული ხომალდის 62 ათასი ტონის წინააღმდეგ. ინგლისელებს ადამიანთა მსხვერპლიც ორჯერ მეტი ჰქონდათ: მათ მოკლულთა სახით 6784 მეზღვაური და ოფიცერი დაკარგეს, გერმანელებმა კი - 3058.


 ბაზაში დაბრუნებისთანავე შეერმა საფლაგმანო ხომალდის ხიდურზე ყველა ოფიცრისათვის შამპანურის მოტანა ბრძანა: ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ფლოტმა საუკეთესო კუთხით გამოიჩინა თავი, როდესაც მოწინააღმდეგისაგან მოსალოდნელი მარცხი თავიდან აიცილა და მას უფრო მძიმე დანაკარგებიც მიაყენა. შეერის პირველი მოხსენება ბრიტანელთა ზარალს კიდევ უფრო ზრდიდა: სარდლის ანგარიშით ინგლისელებმა 1 დრედნოუტი (”ინვინსიბლის” აფეთქება გერმანელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, ზედრედნოუტ ”უორსპაიტის” კატასტროფად ჩათვალეს), 3 სახაზო კრეისერი, 2 ჯავშნოსანი კრეისერი, 3 მსუბუქი კრეისერი და 13 საესკადრო ნაღმოსანი დაკარგეს. ოფიციალური გერმანული პროპაგანდა ტევტონური იარაღის გამარჯვების გაბუქებაში წუთსაც არ კარგავდა. 2 ივნისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ კომუნიკეში მხოლოდ ორი ხომალდის - საესკადრო ჯავშნოსან ”პომერნის” და მსუბუქ კრეისერ ”ვისბადენის” დაღუპვაზე იყო საუბარი. აქვე მოქნილი ფრაზებით იყო ნათქვამი, რომ მსუბუქი კრეისერი ”ფრაუენლობი” და რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი ”არ დაბრუნებულა”. რაც შეეხება ”ლუტცოვს”, ”ელბინგსა” და ”როსტოკს”, მათზე სიტყვაც არ იყო ნათქვამი.


იუტლანდის ბრძოლა ”სკაგერაკთან გამარჯვებად” მოინათლა, შეერი კი - ”სკაგერაკთან გამარჯვებულად”. ბერლინი დროშებით მოირთო, სკოლებში დასვენება გამოცხადდა. თეატრალური ჟესტებისა და ემოციების გამოხატვის მოყვარული კაიზერი ვილჰელმ II ამჯერად ლამის ისტერიკის პირას იმყოფებოდა: ის 5 ივნისს ჩავიდა ვილჰელმსჰაფენში, პირადად ავიდა ”ფრიდრიხ დერ გროსეს” ბორტზე და შეერი სახალხოდ გადაკოცნა. შემდეგ კი მგრძნობიარე სიტყვით მიმართა ეკიპაჟის მეზღვაურებსა და ოფიცრებს და განაცხადა, რომ ”ჩვენს თავზე ჩამოწოლილი ტრაფალგარის ავტორიტეტი ამჯერად მთლიანად დაიმსხვრა”. შემდეგ იმპერატორმა ერთიმეორის მიყოლებით მოინახულა დანარჩენი ხომალდები, რომლებზეც მეთაურებს კოცნიდა და ყველას რკინის ჯვრებსა და მედლებს ურიგებდა. შეერმა და ჰიპერმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს და წოდებებიც მოემატათ: ფლოტის სარდალმა სრული ადმირლის წოდება მიიღო, კრეისერთა ესკადრის სარდალმა კი - ვიცე-ადმირლისა. ჰიპერს იმპერატორმა აზნაურის ტიტულიც უბოძა და ის ამიერიდან ფონ ჰიპერი გახდა. შეერი უფრო თავმდაბალი აღმოჩნდა და შეუძლებლად ჩათვალა ტიტულის მიღება: ის შეერად დარჩა და ზოგიერთი გერმანელი მკვლევარის მიერ მისი ფონ შეერად მოხსენიება სიმართლეს არ შეესაბამება.


გერმანელ მეზღვაურთა გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია: მათ შესანიშნავი საბრძოლო გაწაფულობა გამოავლინეს და მამაცურად იბრძოდნენ რიცხობრივად ჭარბი მტრის წინააღმდეგ, ხომალდებმა კი დიდებული კონსტრუქციული თვისებები წარმოაჩინეს. მიუნჰენის სახელგანთქმულ სამხედრო მუზეუმში 20-იან წლებში უზარმაზარი პანორამა დაამზადეს: ინგლისური და გერმანული ხომალდების ოსტატურად, მანძილების და მასშტაბების სრული დაცვით დამზადებული ზუსტი მოდელები იუტლანდის ბრძოლას განასახიერებდნენ. ექსპოზიციის თავზე მასიური წარწერა იწონებდა თავს - ”გამარჯვება სკაგერაკთან”. პანორამასთან გამუდმებით ურიცხვი მნახველი იყრიდა თავს და ამაყად უზიარებდა ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.


მაგრამ ნუ ავურევთ ერთმანეთში ჩრდილოეთის ზღვაში გამართული იუტლანდის გრანდიოზული ბრძოლის შედეგების შესახებ გერმანიაში ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ აზრს რეგიონში არსებულ სტრატეგიულ სიტუაციასა და ფაქტების რეალურ მდგომარეობასთან. ოფიციალურ გერმანულ პროპაგანდას შეეძლო, რამდენიც უნდოდა, იმდენი ეჟონგლიორა მხარეთა დანაკარგების ციფრებით, მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობდა, რომ იუტლანდის ბრძოლას ჩრდილოეთის ზღვაში ძალთა ბალანსის რადიკალური ცვლა არ გამოუწვევია. ჯელიკოს რაც არ უნდა ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაეშვა, ბრძოლის ველი მაინც მას დარჩა; შეერის ფლოტის ხომალდების თითქმის ნახევარს სასწრაფო რემონტი ესაჭიროებოდა, გრანდ ფლიტის 28-დან 24-მა დრედნოუტმა კი მხოლოდ საწვავისა და საბრძოლო მასალების მარაგი შეივსო და ბრძოლის მეორე დღესვე კვლავ მზად იყო ზღვაში გასასვლელად.


გერმანიისაგან განსხვავებით იუტლანდის ბრძოლამ ინგლისში აბსოლუტურად საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. როგორც კი გრანდ ფლიტის ხომალდებმა აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროზე განლაგებულ ბაზებში იწყეს შესვლა, მთელს ქვეყანაში გავარდა ხმა, რომ ზღვაზე გრანდიოზული ბრძოლა გაიმართა. რაკი ფლოტში ათეულათასობით მეზღვაური და ოფიცერი მსახურობდა, მათ დაუყოვნებლივ დაგზავნეს წერილები სახლებში, სადაც ახლობლებს ატყობინებდნენ, რომ ცოცხლები იყვნენ: სამხედრო ცენზურამ ვერ გაბედა ამ წერილების შეჩერება. ამგვარად, 2 ივნისის საღამოსათვის მთელმა ინგლისმა იცოდა, რომ გრანდ ფლიტმა ჰოჰზეეფლოტესთან გადამწყვეტი ბრძოლა გამართა. საადმირლოს ზუსტი ცნობები არ გააჩნდა, მაგრამ დუმილის შენარჩუნებაც აღარ შეეძლო: უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ჯელიკოს ოფიციალური შეკითხვა გაუგზავნა, მისგან მოკლე პასუხი მიიღო და ამ შეტყობინების საფუძველზე ოფიციალური კომუნიკე შეადგინა, რომელიც ბრიტანულ პრესაში 2 ივნისს, 19:00-სათვის დაიბეჭდა. ის ლაკონური იყო და შეიცავდა სრულ სიმართლეს, რაც კი იმ მომენტისათვის იყო ცნობილი. საადმირლო პატიოსნად იტყობინებოდა, რომ ფლოტმა დაკარგა 10 ხომალდი და, შეიძლება, 16-ც, მათ შორის - 3 სახაზო კრეისერი. გერმანელებმა დაკარგეს 1 სახაზო კრეისერი და, შეიძლება, 1 სახაზო ხომალდი, აგრეთვე - მსუბუქი კრეისერებისა და საესკადრო ნაღმოსნების გარკვეული რაოდენობა. საერთოდ ოფიციალური კომუნიკე როგორღაც მშრალად და უემოციოდ გამოიყურებოდა, რაიმე დასკვნები და კომენტარები მასში არ იყო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფლოტმა სრული განადგურება თუ არა, მძიმე მარცხი მაინც ნამდვილად იწვნია.


 საადმირლოს გამოსროლილი ”ბომბი” მეორე დღეს გასკდა. შაბათს, 3 ივნისს, დილის გაზეთების წაკითხვის შემდეგ მთელი ინგლისი მგლოვიარე სახეებით დადიოდა. ბრძოლა ”გერმანიის გარკვეული სტრატეგიული წარმატებით აღინიშნა” (”მანჩესტერ გარდიანი”), ”ჩვენ იუტლანდის ბრძოლაში დამარცხება უნდა ვაღიაროთ” (”დეილი ნიუსი”) და ა.შ. მხოლოდ ”დეილი მეილმა” და ”დეილი ტელეგრაფმა” განაცხადეს, რომ ბრძოლის შედეგები ”საჭიროა განვიხილოთ, როგორც დამაკმაყოფილებელი”.
მეზღვაურები უკმაყოფილონი იყვნენ იუტლანდის ბრძოლის შედეგებით, მაგრამ არცერთი მათგანი არ აცხადებდა, რომ ინგლისმა ბრძოლა წააგო. ფლოტის მთელი პირადი შემადგენლობა აღშფოთებული იყო პრესის გამოხტომებით. ბიტის ფლაგ-ოფიცერი რალფ სეიმური 4 ივნისს ოჯახს წერილში სწერდა: ”ეს, ალბათ, ისტორიაში ყველაზე გააფთრებული და სისხლისმღვრელი საზღვაო ბრძოლა იყო, როდესაც მსოფლიოს სიმძლავრით მეორე ფლოტი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ და ძლივს გადაურჩა განადგურებას. ჩვენ ვიმარჯვეთ და ახლა გვეუბნებიან, რომ ეს მარცხი იყო! ჩვენი დანაკარგები სულ ტყუილი ყოფილა, ჩვენი ადმირლები კი - სულელები!”. ბიტიმ და ჯელიკომ ჯეკსონს აღშფოთებული წერილები გაუგზავნეს, რომლებშიც თავდაპირველი შეფასების გადახედვას მოითხოვდნენ.


კვირა საღამოს საადმირლომ მორიგი კომუნიკე გამოაქვეყნა, რომელიც ორშაბათის დილის გაზეთებში მოხვდა. მასში ნათქვამი იყო, რომ მოწინააღმდეგემ გაცილებით მეტი ზარალი ნახა, ვიდრე ეს თავიდან შეიძლება წარმოჩენილიყო. საადმირლოს ახალი ცნობა ამჯერად იტყობინებოდა, რომ მოწინააღმდეგემ დაკარგა 2 სახაზო ხომალდი, 2 სახაზო კრეისერი, 4 მსუბუქი კრეისერი და მინიმუმ 9 საესკადრო ნაღმოსანი. განსაკუთრებით იყო ხაზგასმული, რომ ჯელიკომ, ”მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე პორტებში შერეკა, ბრძოლის ადგილას დაბრუნდა და დაზიანებული ხომალდების ძებნას შეუდგა”. 5 ივნისიდან დაწყებული, ინგლისში ალაპარაკდნენ, რომ ”იუტლანდის ბრძოლა გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს”.


ერთი თვის შემდეგ ”ლონდონ გაზეტმა” გამოაქვეყნა ”ადმირალ ჯელიკოს მოხსენება იუტლანდის ბრძოლის შესახებ”, რომლის შემდეგაც ინგლისელებს ბრძოლის შედეგების შესახებ უკანასკნელი ეჭვებიც გაუქრათ. 7 ივლისს ”ტაიმსმა” გამოაცხადა: ”მოხსენება” ამტკიცებს, რომ ჩვენი გამარჯვება სრული იყო და ერთადერთი მიზეზი, რამაც გერმანული ფლოტის სრულ განადგურებას შეუშალა ხელი, სიბნელე გახდა, რამაც მას გასხლტომის საშუალება მისცა. ბრძოლამ წარმოაჩინა, რომ ”ჩვენი სტრატეგია სწორი და ნამდვილად საზღვაოა”, ”ჩვენი ტაქტიკა, როგორც კონცეპტუალურად, ასვე პრაქტიკაშიც აღტაცების ღირსია”, ”ჩვენი სახელოვანი ტრადიციები ცოცხლობს და იმარჯვებს”.
კიდევ უფრო ადრე ფლოტის ოფიციალურმა ბეჭდვითმა ორგანომ - ”ნეივალ ენდ მილიტარი რეკორდმა” გამოაცხადა, რომ ”დღეს ფლოტის პრესტიჟი ისე მაღლა დგას, როგორც არასდროს უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში”. სამხედრო-საზღვაო ლიგამ იუტლანდის ბრძოლას ”მეორე ტრაფალგარი” უწოდა, ყველა პოლიტიკური მიმართულების გაზეთს ჯელიკო და ბიტი ქებით ცაში აჰყავდა და ორივე მათგანს ნელსონს ადარებდა. რაც შეეხება ”დეილი ექსპრესის” სამხედრო-საზღვაო მიმომხილველს კ.ჰ. ფერაბის, მან საერთოდ დაუსვა წერტილი ყოველნაირ პოლემიკას იუტლანდის ბრძოლის შედეგების შესახებ: ”თუკი ამ ქვეყანაში კიდევ დარჩა ვინმე, ვინც ბრიტანეთის გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებს... ის უსათუოდ ფსიქიატრს უნდა ეჩვენოს”.
თუმცა ბრიტანეთის ოფიციალური პროპაგანდის მიერ გამართული ეიფორიული კამპანია დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. სპეციალისტებს და, უპირველეს ყოვლისა, ბრძოლის უშუალო მონაწილე მეზღვაურებს ეს ნაძალადევი ენთუზიაზმი თავიდანვე ვერ შეიყვანდა შეცდომაში. 4 ივნისს ჯელიკომ საჭიროდ ჩათვალა, მიემართა გრანდ ფლიტის ოფიცრებისა და მეზღვაურებისათვის, რომ ”ამ დროისათვის შექმნილი სიტუაცია უფლებას მაძლევს დავასკვნა, რომ მამაც მეზღვაურთა მრავალი თაობიდან გადმოცემული და ჩვენს მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახელოვანი ტრადიციები ძალზე სერიოზულადაა შელახული”. საზღვაო მინისტრისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში კი ადმირალი წერდა: ”ვფიქრობ, რომ თუკი ჩემი მოქმედებები არასწორად ითვლება, უყოყმანოდ უნდა დანიშნოთ გამოძიება”.


ფლოტის სარდალს განწყობილება საბოლოოდ 5 ივნისს გაუფუჭდა, როდესაც მოვიდა ცნობა, რომ იუტლანდის ბრძოლიდან უვნებლად გამოსული ჯავშნოსანი კრეისერი ”ჰემპშირი” (HMS Hampshire), რომლის ბორტზეც რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მიმავალი ბრიტანეთის სამხედრო მინსტრი ლორდი ჰერბერტ კიტჩენერი (Horatio Herbert Kitchener, 1st Earl Kitchener) იმყოფებოდა, ჩრდილოეთის ზღვაში გერმანული წყალქვეშა ნავიდან (U-75) დაყენებულ ნაღმზე აფეთქდა და ჩაძირა. გადარჩა მხოლოდ 12 კაცი. სახელგანთქმული ფელდმარშალი დაღუპულთა შორის იყო. ”... ეს ნამდვილად საერთო ეროვნული მნიშვნელობის კატასტროფაა და ამან უღრმეს დეპრესიაში ჩამაგდო, რადგან ჩემს ბრალსაც ვგრძნობ: მე ხომ სვლის მარშრუტს ვადგენდი... ვშიშობ, რომ მოცემულ მომენტში ჩემი იღბლიანობა დასრულდა”.


    24 ივნისს ჯელიკო სკაპა-ფლოუდან ლონდონში, საადმირლოში გაემგზავრა პირადი მოხსენებისთვის. გზად ის როზაიტში შეყოვნდა და ”ლაიონის” ბორტზე ესტუმრა ბიტის. კრეისერთა ესკადრის სარდალმა მორალურად და ფიზიკურად სრულიად დათრგუნული ადამიანი იხილა. ჯელიკო ადმირლის კაიუტაში მაგიდასთან იჯდა, ორივე ხელი თავზე შემოედო და დახშული ხმით იმეორებდა: ”მე ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან!”.
    რაც შეეხება ბიტის, არც მას ჰქონდა უკეთესი განწყობილება, მაგრამ, საკუთარი ტემპერამეტიდან გამომდინარე, სხვაგვარად რეაგირებდა. ბრძოლის დასრულებისა და ესკადრის როზაიტში დაბრუნებისთანავე ბიტიმ დაუყოვნებლივ იხმო დანრაიტი. ”ინვინსიბლის” სასწაულებლივად გადარჩენილი უფროსი საარტილერიო ოფიცერი შემდგომში იხსენებდა: ””ლაიონის” ბორტზე, მის კაიუტაში, საათზე მეტი დავყავი; მთელი ამ დროის განმავლობაში ის განუწყვეტლივ სცემდა ბოლთას და შეუჩერებლად ლაპარაკობდა ფლოტის სარდალზე, რომელმაც მას მხარი არ დაუჭირა. მაშინ ახალგაზრდა ლეიტენანტ-კომანდერი ვიყავი, მაგრამ იმ ერთ საათს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეულად ვთვლი”.
    ბიტის არ უყვარდა იუტლანდის ბრძოლის გახსენება და ამ თარიღსაც არასოდეს აღნიშნავდა. მისთვის 31 მაისი სამუდამოდ დარჩა შავ დღედ. როდესაც იუტლანდის ბრძოლის წლისთავი მოახლოვდა და რამდენიმე ოფიცერმა სარდალს ჰკითხა, ხომ არ სურდა, რამენაირად აღენიშნა ეს თარიღი, ბიტიმ უპასუხა: ”ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დღე იყო, როდესაც მრავალი ძველი და საყვარელი მეგობარი დავკარგე, ფლოტმა კი ხელიდან გაუშვა უმაგალითო გამარჯვების მოპოვების უდიდესი შესაძლებლობა, ამიტომაც ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს საზეიმო დღე. ჩემთვის უფრო ახლოსაა პარაკლისის გადახდის თქვენეული იდეა. ეს სწორედ ასე უნდა იყოს და არა სხვაგვარად”.
    1916 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს ბრიტანეთისა და გერმანიის ფლოტებს შორის გამართულმა გენერალურმა ბრძოლამ ინგლისის საზოგადოებრიობას უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. ყველა ელოდა, რომ ომის დაწყებისთანავე გრანდ ფლიტი ჰოჰზეეფლოტეს ტრაფალგარის მსგავს ხოცვა-ჟლეტას მოუწყობდა და მთლიანად გაანადგურებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა. ბოლოს კი, როდესაც საქმე ძალების რეალურ მოსინჯვაზე მიდგა, გერმანულმა ესკადრებმა არათუ მოახერხეს რიცხობრივად ჭარბი მოწინაარმდეგის ხელიდან დასხლტომა, არამედ საგრძნობი ზიანიც მიაყენეს მას. ”ქულებით” გამარჯვება გერმანელებს დარჩათ: მათ ერთნახევარჯერ მეტი ხომალდი ჩაძირეს და ორნახევარჯერ მეტი ადამიანი გაჟლიტეს, ვიდრე თავად დაკარგეს.
    აქ უკვე აღარ ღირს მთელი იმ პერიპეტიების თხრობა, რაც იუტლანდის ბრძოლას მოჰყვა. დროთა განმავლობაში გადაფასდა მრავალი რამ, ხელახლა განიხილეს ყველა ხომალდის თითოეული მანევრი და ყველა ხომალდის მეთაურის ყოველი სიტყვა, დამნაშავეები უდანაშაულოებად გამოცხადდნენ და უდანაშაულოები - დამნაშავეებად. პოლემიკა კიდევ 25 წელიწადს გაგრძელდა და მას საბოლოო წერტილი მეორე მსოფლიო ომმა და მასში გამათულმა ახალმა გრანდიოზულმა საზღვაო ბრძოლებმა დაუსვა. თუმცა თავისი მასშტაბებით უკვე ვერცერთი მათგანი ვეღარ შეედრებოდა ისტორიაში უდიდეს იუტლანდის ბრძოლას.
.................................................................................

იუტლანდის ბრძოლა: ყველა მეთაური, ყველა ხომალდი

გრანდ ფლიტი (The Grand Fleet (GF)): 28 დრედნოუტი, 9 სახაზო კრეისერი, 8 ჯავშნოსანი კრეისერი, 26 მსუბუქი კრეისერი, 79 საესკადრო ნაღმოსანი.
ფლოტის სარდალი (Commander-in-chief of Grand Fleet) - ადმირალი ჯონ ჯელიკო (Sir John (Rushworth) Jellicoe, ალამი - ”აირონ დიუკზე”)
ფლოტის სარდლის შტაბის უფროსი (Chief of the Staff of the Commander-in-chief) - ვიცე-ადმირალი ჩარლზ მადენი (Sir Charles (Edward) Madden)
ფლოტის კაპიტანი (Captain of the Fleet) - 1-ლი კლასის კომოდორი ლაიონელ ჰელსი (Lionel Halsey)
ფლოტის უფროსი (Master of the Fleet) - კეპტენ ოლივერ ლეგეტი (Oliver (Elles) Leggett)
ფლაგ-კომანდერი (Flag Commander to Admiral Commander-in-chief) - კომანდერ მეთიუ ბესტი (the Honourable Matthew (Robert) Best)
ფლაგ-კომანდერი (Flag Commander to Admiral Commander-in-chief) - კომანდერ ჩარლზ ფორბსი (Charles (Morton) Forbes)
ფლაგ-კომანდერი (Flag Commander to Admiral Commander-in-chief) - კომანდერ ალექსანდრ უოდჰემი (Alexander (Raill) Wadham)
ფლაგ-კომანდერი (Flag Commander to Admiral Commander-in-chief) - კომანდერ რიჩარდ ნიკოლსონი (Richard (Lindsay) Nicholson)

სახაზო ხომალდების 2-ე ესკადრა, კრომარტი (Second Battle Squadron (2BS), Cromarty): სარდალი - ვიცე-ადმირალი მარტინ ჯერამი (Martyn Jerram, ალამი “ქინგ ჯორჯ V”-ზე), მოადგილე - რეარ-ადმირალი არტურ ლევესონი (Arthur (Cavenagh) Leveson, ალამი -”ორიონზე”)
პირველი დივიზია (First Division):
დრედნოუტი ”ქინგ ჯორჯ V” (HMS “King George V”), მეთაური - კეპტენ ფრედერიკ ფილდი (Frederick (Laurence) Field)
დრედნოუტი ”აიაქსი” (HMS  “Ajax”), მეთაური - კეპტენ ჯორჯ ბაირდი (George (Henry) Baird)
დრედნოუტი ”ცენტურიონი” (HMS “Centurion”), მეთაური - კეპტენ მაიკლ კალმ-სეიმური (Michael Culme-Seymour)
დრედნოუტი ”ერინი” (HMS “Erin”), მეთაური - კეპტენ ვიქტორ სტენლი (the Honourable Victor (Albert) Stanley)
მეორე დივიზია (Second Division):
დრედნოუტი ”ორიონი” (HMS “Orion”), მეთაური - კეპტენ ოლივერ ბეკჰაუზი (Oliver Backhouse)
დრედნოუტი ”მონარქი” (HMS “Monarch”), მეთაური - კეპტენ ჯორჯ ბორეტი (George (Holmes) Borrett)
დრედნოუტი ”კონკერორი” (HMS “Conqueror”), მეთაური - კეპტენ ჰიუ თოტილი (Hugh (Henry Darby) Tothill)
დრედნოუტი ”ტანდერერი” (HMS “Thunderer”), მეთაური - კეპტენ ჯეიმს ფერგიუსონი (James (Andrew) Fergusson)
ესკადრის თანმხლები (attached 2BS)  მსუბუქი (სკაუტ) კრეისერი ”ბოდიცეა” (HMS “Boadicea”), მეთაური - კეპტენ ლუის ვულკომბი (Louis (Charles Stirling) Woollcombe)

ფლოტის სარდლის რაზმი (სახაზო ხომალდების 2-ე ესკადრასთან ერთად. Flagship (in company with 4BS)):
დრედნოუტი აირონ დიუკი” (HMS “Iron Duke”),  მეთაური - კეპტენ ფრედერიკ დრეიერი (Frederic (Charles) Dryer)
მსუბუქი (სკაუტ) კრეისერი ”აქტივი” (HMS “Active”), მეთაური - კეპტენ პერსი უიტერსი (Percy Withers)
სანაღმო გადამღობი ”ებდიელი” (HMS “Abdiel”), მეთაური - კომანდერ ბერვიკ კერტისი (Berwick Curtis)
საესკადრო ნაღმოსანი ”ოუკი” (HMS “Oak”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ დუგლას ფავილი (Douglas Faviell)

სახაზო ხომალდების 4-ე ესკადრა, სკაპა-ფლოუ (Fourth Battle Squadron (4BS), Scapa Flow): სარდალი - ვიცე-ადმირალი დოვეტონ სტერდი (Sir (Frederick Charles) Doveton Sturdee, 1st Baronet, ალამი “ბენბოუზე”), მოადგილე - რეარ-ადმირალი ალექსანდრ დაფი (Sir Alexander (Ludovic) Duff, 1st Baronet, ალამი -”სუპერბზე”), ფლაგ-კომანდერი (Flag Commander to Vice-Admiral Commanding 4BS) - კომანდერ უილიამ ჯეიმსი (William (Mibourne) James)
მესამე დივიზია (Third Division):
დრედნოუტი ”როიალ ოუკი” (HMS “Royal Oak”), მეთაური - კეპტენ კროუფორდ მაკლაჰლანი (Crawford Maclachlan)
დრედნოუტი ”სუპერბი” (HMS  “Superb”), მეთაური - კეპტენ ედმონდ ჰაიდ პარკერი (Edmond Hyde Parker)
დრედნოუტი ”კანადა” (HMS “Canada”), მეთაური - კეპტენ უილიამ ნიკოლსონი (William (Coldingham Masters) Nicholson)
მეოთხე დივიზია (Fourth Division):
დრედნოუტი ”ბენბოუ” (HMS “Benbow”), მეთაური - კეპტენ ჰენრი უაის პარკერი (Henry Wise Parker)
დრედნოუტი ”ბელეროფონი” (HMS “Bellerophon”), მეთაური - კეპტენ ედუარდ ბრუენი (Edward (Francis) Bruen)
დრედნოუტი ”ტემერერი” (HMS “Temeraire”), მეთაური - კეპტენ ედვინ ანდერჰილი (Edwin (Veale) Underhill)
დრედნოუტი ”ვენგარდი” (HMS “Vanguard”), მეთაური - კეპტენ ჯეიმს დიკი (James (Douglas) Dick)
ესკადრის თანმხლები (attached 4BS) მსუბუქი (სკაუტ) კრეისერი ”ბლანში” (HMS “Blanche”), მეთაური - კეპტენ ჯონ ქეისმენთი (John (Moore) Casement)

სახაზო ხომალდების 1-ლი ესკადრა, სკაპა-ფლოუ (First  Battle Squadron (1BS), Scapa Flow): სარდალი - ვიცე-ადმირალი სესილ ბარნი (Sir Cecil Burney, ალამი “კოლოსუსზე”), ერთდროულად - ფლოტის სარდლის (ჯელიკოს) მოადგილე (Second-in-command GF), მოადგილე - რეარ-ადმირალი ერნესტ გონტი (Ernest (Frederick Augustus) Gaunt, ალამი -”მალბოროზე”), შტაბის უფროსი (Chief of Staff to Vice-Admiral Commanding 1BS) - კეპტენ პერსი გრანტი ((Edmund) Percy (Fenwick George) Grant), ფლაგ-ლეიტენანტ-კომანდერი (Flag Lieutenant-Commander to Vice-Admiral Commanding 1BS) - ლეიტენანტ-კომანდერ ჯეიმს კიტსონი (James (Buller) Kitson)
მეხუთე დივიზია (Fifth Division):
დრედნოუტი ”კოლოსუსი” (HMS “Colossus”), მეთაური - კეპტენ ალფრედ პაუნდი (Alfred (Dudley Pickman Rogers) Pound)
დრედნოუტი ”კოლინგვუდი” (HMS  “Collingwood”), მეთაური - კეპტენ ჯეიმს ლეი (James (Clement) Ley)
დრედნოუტი ”სენტ ვინსენტი” (HMS “St. Vincent”), მეთაური - კეპტენ უილიამ ფიშერი (William (Wordsworth) Fisher)
დრედნოუტი ”ნეპტუნი” (HMS “Neptune”), მეთაური - კეპტენ ვივიან ბერნარდი (Vivian (Henry Gerald) Bernard)
მეექვსე დივიზია (Sixth Division):
დრედნოუტი ”მალბორო” (HMS “Marlborough”), მეთაური - კეპტენ ჯორჯ როსი (George (Parish) Ross)
დრედნოუტი ”რივენჯი” (HMS “Revenge”), მეთაური - კეპტენ ედუარდ კიდლი (Edward (Buxton) Kiddle)
დრედნოუტი ”ჰერკულესი” (HMS “ Hercules”), მეთაური - კეპტენ ლუის კლინტონ-ბეიკერი (Lewis Clinton-Baker)
დრედნოუტი ”ეიჯინკორტი” (HMS “Agincourt”), მეთაური - კეპტენ ჰენრი დოტი (Henry (Montagu) Doughty)
ესკადრის თანმხლები (attached 1BS) მსუბუქი (სკაუტ) კრეისერი ”ბელონა” (HMS “Bellona”), მეთაური - კეპტენ არტურ დატონი (Arthur (Brandreth Scott) Dutton)

ჯავშნოსანი კრეისერების 1-ლი ესკადრა, კრომარტი (First Cruiser Squadron (1CS), Cromarty): სარდალი - რეარ-ადმირალი რობერტ არბეტნოტი (Sir Robert (Keith) Arbuthnot, ალამი ”დიფენსზე”)
ჯავშნოსანი კრეისერი ”დიფენსი” (HMS “Defence”), მეთაური - კეპტენ სტენლი ელისი (Stanley (Venn) Ellis)
ჯავშნოსანი კრეისერი ”უორიორი” (HMS “Warrior”), მეთაური - კეპტენ ვინსენტ ბარკლი მოლტენო (Vincent Barkly Molteno)
ჯავშნოსანი კრეისერი ”დიუკ ოფ ედინბურგი” (HMS “Duke of Edinburgh”), მეთაური - კეპტენ ჰენრი ბლეკეტი (Henry Blackett)
ჯავშნოსანი კრეისერი ”ბლექ პრინსი” (HMS “Black Prince”), მეთაური - კეპტენ ტომას ბონემი (Thomas (Parry) Bonham)

ჯავშნოსანი კრეისერების 2-ე ესკადრა, სკაპა-ფლოუ (Second Cruiser Squadron (2CS), Scapa Flow):  სარდალი - რეარ-ადმირალი ჰერბერტ ჰიტი (Herbert (Leopold) Heath, ალამი ”მინოტავრზე”)
ჯავშნოსანი კრეისერი ”მინოტავრი” (HMS “Minotaur”), მეთაური - კეპტენ არტურ დ’ეტი (Arthur (Cloudesly Shoval Hughes) D'Aeth)
ჯავშნოსანი კრეისერი ”ჰემპშირი” (HMS “Hampshire”), მეთაური - კეპტენ ჰერბერტ სევილი (Herbert (John) Savill)
ჯავშნოსანი კრეისერი ”შენონი” (HMS “Shannon”), მეთაური - კეპტენ ჯონ დუმარი (John (Saumarez) Dumaresq)
ჯავშნოსანი კრეისერი ”კოჰრანი” (HMS “Cochrane”), მეთაური - კეპტენ იუსტას ლა ლიტჰემი (Eustace La (Trobe) Leatham)

მსუბუქი კრეისერების 4-ე ესკადრა, სკაპა-ფლოუ (Fourth Light Cruiser Squadron (4LCS), Scapa Flow): მეთაური - კეპტენ ჩარლზ ლე მესურიე (Charles (Edward) Le Mesurier, ალამი ”კალიოპეზე”)
მსუბუქი კრეისერი ”კალიოპე” (HMS “Calliope”), მეთაური - კეპტენ ჩარლზ ლე მესურიე (Charles (Edward) Le Mesurier)
მსუბუქი კრეისერი ”კონსტანსი” (HMS “Constance”), მეთაური - კეპტენ სირილ თაუნსენდი (Cyril (Samuel) Townsend)
მსუბუქი კრეისერი ”ქომუსი” (HMS “Comus”), მეთაური - კეპტენ ალან ჰოტემი (Alan (Geoffrey) Hotham)
მსუბუქი კრეისერი ”ქეროლაინი” (HMS “Caroline”), მეთაური - კეპტენ რალფ კრუკი ((Henry) Ralph Crooke)
მსუბუქი კრეისერი ”როიალისტი” (HMS “Royalist”), მეთაური - კეპტენ ჰერბერტ მიდ-ფეტერსტონა (the Honourable Herbert Meade-Fetherstonhaugh)

საესკადრო ნაღმოსნების 4-ე ფლოტილია (სახაზო ხომალდების 2-ე ესკადრის ესკორტი), სკაპა-ფლოუ (Fourth Destroyer Flotilla (4DF) (escorted 2BS), Scapa Flow):
ფლოტილიის ლიდერი: საესკადრო ნაღმოსანი ”ტიპერერი” (HMS “Tipperary”), მეთაური - კეპტენ ჩარლზ უინტური (Charles (John) Wintour, ფლოტილიის მეთაური)
პირველი ნახევარფლოტილია (First Half-Flotilla 4DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”სპიტფაირი” (HMS “Spitfire”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ კლარენს ტრელონი (Clarence (Walter Eyre) Trelawney)
საესკადრო ნაღმოსანი ”სპეროუჰოკი” (HMS “Sparrowhawk”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ სიდნი ჰოპკინსი (Sydney Hopkins)
საესკადრო ნაღმოსანი ”გარლანდი” (HMS “Garland”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ რეჯინალდ გოფი (Reginald (Stannus) Goff)
საესკადრო ნაღმოსანი ”კონტესტი” (HMS “Contest”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ერნალდ მასტერი (Ernald (Gilbert Hoskins) Master)
ჯგუფი 8 (სახაზო ხომალდების 2-ე ესკადრის ესკორტში) (Group 8 4DF (detached as escort to 2CS)):
საესკადრო ნაღმოსანი ”მიჯი” (HMS “Midge”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯეიმს კავენდიში (James (Robert Carnegie) Cavendish)
საესკადრო ნაღმოსანი ”მისჩიფი” (HMS “Mischief”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ სირილ უორდი (Honourable Cyril (Augustus) Ward)
საესკადრო ნაღმოსანი ”ჰარდი” (HMS “Hardy”), მეთაური - კომანდერ რიჩარდ პლოუდენი (Richard (Anthony Aston) Plowden)
საესკადრო ნაღმოსანი ”ოული” (HMS “Owl”), მეთაური - კომანდერ რობერტ ჰამონდი (Robert (Gerald) Hamond)
მეორე ნახევარფლოტილია (Second Half-Flotilla 4DF)
მესამე დივიზია (Third Division 4DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”ბროუკი” (HMS “Broke”), მეთაური - კომანდერ უოლტერ ალენი (Walter (Lingen) Allen)
საესკადრო ნაღმოსანი ”ფროფოუზი” (HMS “Porpoise”), მეთაური - კომანდერ ჰიუ კოლვილი (Hugh (Davenport) Colville)
საესკადრო ნაღმოსანი ”იუნიტი” (HMS “Unity”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ არტურ ლეკი (Arthur (Macaulay) Lecky)
მეოთხე დივიზია (Fourth Division 4DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”აქატი” (HMS “Achates”), მეთაური - კომანდერ რეჯინალდ ჰატჩინსონი (Reginald (Becher Caldwell) Hutchinson)
საესკადრო ნაღმოსანი ”ამბუსქეიდი” (HMS “Ambuscade”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ გორდონ ქოულზი (Gordon (Alston) Coles)
საესკადრო ნაღმოსანი ”არდენტი” (HMS “Ardent”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ არტურ მარსდენი (Arthur Marsden)
საესკადრო ნაღმოსანი ”ფორჩუნი” (HMS “Fortune”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ფრენკ ტერი (Frank (Goodrich) Terry)

საესკადრო ნაღმოსნების 11-ე ფლოტილია (სახაზო ხომალდების 4-ე ესკადრის ესკორტი), სკაპა-ფლოუ (Eleventh Destroyer Flotilla (11DF) (escorted 4BS), Scapa Flow):
ფლოტილიის ლიდერი: მსუბუქი კრეისერი ”კასტორი” (HMS “Castor”), მეთაური - კეპტენ ჯეიმს ჰოკსლი (James (Rose Price) Hawksley, ფლოტილიის მეთაური)
პირველი ნახევარფლოტილია (First Half-Flotilla 11DF):
პირველი დივიზია (First Division 11DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”ოსორი” (HMS “Ossory”), მეთაური - კომანდერ ჰაროლდ დენდასი (Harold (Victor) Dundas)
საესკადრო ნაღმოსანი ”მერშელი” (HMS “Martial”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯულიან ჰარისონი (Julian Harrison)
საესკადრო ნაღმოსანი ”მეჯიქი” (HMS “Magic”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯერალდ უინტერი (Gerald (Charles) Wynter)
საესკადრო ნაღმოსანი ”მინიონი” (HMS “Minion”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჰენრი როულინსი (Henry (Clive) Rawlings)
მეორე დივიზია (Second Division 11DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”მისტიკი” (HMS “Mystic”), მეთაური - კომანდერ კლოდ ოლსაპი (Claud (Finlinson) Allsup)
საესკადრო ნაღმოსანი ”მონსი” (HMS “Mons”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ რობერტ მაკინი (Robert Makin)
საესკადრო ნაღმოსანი ”მანდატი” (HMS “Mandate”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ედუარდ ლოური (Edward (McConnell Wyndham) Lawrie)
საესკადრო ნაღმოსანი ”მაიკლი” (HMS “Michael”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ კლოდ ბეტი (Claude (Lindsay) Bate)
მეორე ნახევარფლოტილია (Second Half-Flotilla 11DF)
ნახევარფლოტილიის ლიდერი: საესკადრო ნაღმოსანი ”კემპენფელტი” (HMS “Kempenfelt”), მეთაური - კომანდერ ჰაროლდ სალივანი (Harold (Ernest) Sulivan, ნახევარფლოტილიის მეთაური (Commander 2HF/11DF))
მესამე დივიზია (Third Division 11DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”მარნი” (HMS “Marne”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯორჯ ჰარტფორდი (George (Bibby) Hartford)
საესკადრო ნაღმოსანი ”მილბრუკი” (HMS “Milbrook”), მეთაური - ლეიტენანტი ჩარლზ ნეილორი (Charles (Granville) Naylor)
საესკადრო ნაღმოსანი ”მანერსი” (HMS “Manners”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯერალდ ჰარისონი (Gerald (Cartmell) Harrison)
მეოთხე დივიზია (Fourth Division 11DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”მუნი” (HMS “Moon”), მეთაური - კომანდერ უილიამ ირვაინი (William (Dion) Irvin)
საესკადრო ნაღმოსანი ”მუნსი” (HMS “Mounsey”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ რალფ ირი (Ralph (Vincent) Eyre)
საესკადრო ნაღმოსანი ”მორნინგ სტარი” (HMS “Morning Star”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჰიუ ფლეტჩერი (Hugh (Undecimus) Fletcher)
საესკადრო ნაღმოსანი ”ფორჩუნი” (HMS “Fortune”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ფრენკ ტერი (Frank (Goodrich) Terry)

საესკადრო ნაღმოსნების 12-ე ფლოტილია (სახაზო ხომალდების 1-ლი ესკადრის ესკორტი), სკაპა-ფლოუ (Twelfth Destroyer Flotilla (12DF) (escorted 1st Battle Squadron), Scapa Flow):
ფლოტილიის ლიდერი: საესკადრო ნაღმოსანი ”ფოლკნორი” (HMS “Faulknor”), მეთაური - კეპტენ ანსელან სტირლინგი (Anselan (John Buchanan) Stirling, ფლოტილიის მეთაური)
პირველი ნახევარფლოტილია (First Half-Flotilla 12DF):
პირველი დივიზია (First Division 12DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”ობიდიენტი” (HMS “Obedient”), მეთაური - კომანდერ ჯორჯ კემპბელი (George (William McOran) Campbell)
საესკადრო ნაღმოსანი ”მერიტალი” (HMS “Martial”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯულიან ჰარისონი (Julian Harrison)
საესკადრო ნაღმოსანი ”მინდფული” (HMS “Mindful”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯონ რიდლი (John (Jackson Cuthbert) Ridley)
საესკადრო ნაღმოსანი ”მარველი” (HMS “Marvel”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ რეჯინალდ გრუბი (Reginald (Watkins) Grubb)
მეორე დივიზია (Second Division 12DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”მენადი” (HMS “Maenad”), მეთაური - კომანდერ ჯონ ჩემპიონი (John (Pelham) Champion)
საესკადრო ნაღმოსანი ”ნარვალი” (HMS “Narwhal”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჰენრი ჰადსონი (Henry (Victor) Hudson)
საესკადრო ნაღმოსანი ”ნესუსი” (HMS “Nessus”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ერიკ კარტერი (Eric (Quentin) Carter)
საესკადრო ნაღმოსანი ”ნოუბლი” (HMS “Noble”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჰენრი ბოქსერი (Henry (Percy) Boxer)
მეორე ნახევარფლოტილია (Second Half-Flotilla 12DF)
საესკადრო ნაღმოსანი ”მარკსმანი” (HMS ”Marksman”), მეთაური - კომანდერ ნორტონ სალივანი (Norton (Allen) Sulivan, ნახევარფლოტილიის მეთაური (Commander 2HF/12DF))
საესკადრო ნაღმოსანი ”ოპალი” (HMS “Opal”), მეთაური - კომანდერ ჩარლზ სამერი (Charles (Geoffrey Coleridge) Sumner)
საესკადრო ნაღმოსანი ”ნონსაჩი” (HMS “Nonsuch”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჰერბერტ ლიონი (Herbert (Inglis Nigel) Lyon)
საესკადრო ნაღმოსანი ”მენასი” (HMS “Menace”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჩარლზ პოინანდი (Charles (Astley) Poignand)
საესკადრო ნაღმოსანი ”მანსტერი” (HMS “Munster”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ სპენსერ რასელი (Spencer (Francis) Russell)
საესკადრო ნაღმოსანი ”მერი როუზი” (HMS “Mary Rose”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ედვინ ჰომანი (Edwin (Anderson) Homan)

სახაზო კრეისერების 3-ე ესკადრა (დროებით გადაცემული გრანდ ფლიტისათვის სახაზო ხომალდების 5-ე ესკადრის სანაცვლოდ) (Third Battle Cruiser Squadron (3BCS) (temporarily attached to Grand Fleet in place of 5BS)):  სარდალი - რეარ-ადმირალი ჰორეს ჰუდი (the Honourable Horace (Lambert Alexander) Hood, ალამი ”ინვინსიბლზე”)
სახაზო კრეისერი ”ინვინსიბლი” (HMS “Invincible”), მეთაური - კეპტენ არტურ კეი (Arthur (Lindesay) Cay)
სახაზო კრეისერი ”ინფლექსიბლი” (HMS “Inflexible”), მეთაური - კეპტენ ედუარდ ჰიტონ-ელისი (Edward (Henry Fitzhardinge) Heaton-Ellis)
სახაზო კრეისერი ”ინდომიტეიბლი” (HMS “Indomitable”), მეთაური - კეპტენ ფრენსის კენედი (Francis (William) Kennedy)
მსუბუქი კრეისერი ”კენტერბერი” (HMS “Canterbury”, გადმოცემული 5LCS-დან), მეთაური - კეპტენ პერსი როიდსი (Percy (Molyneux Rawson) Royds)
მსუბუქი კრეისერი ”ჩესტერი” (HMS “Chester”, გადმოცემული 3LCS-დან), მეთაური - კეპტენ რობერტ ლოუსონი (Robert (Neale) Lawson)
საესკადრო ნაღმოსანი ”ოფელია” (HMS “Ophelia”, გადმოცემული 4DF-დან), მეთაური - კომანდერ ლუის ქრები (Lewis (Gonne Eyre) Crabbe)
საესკადრო ნაღმოსანი ”კრისტოფერი” (HMS “Christopher”, გადმოცემული 4DF-დან), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ფეირფაქს კერი (Fairfax (Moresby) Kerr)
საესკადრო ნაღმოსანი ”შარკი” (HMS “Shark”, გადმოცემული 4DF-დან), მეთაური - კომანდერ ლოფტუს ჯონსი (Loftus (William) Jones)
საესკადრო ნაღმოსანი ”აკასტა” (HMS “Acasta”, გადმოცემული 4DF-დან), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯონ ბარენი (John (Ouchterlony) Barren)

სახაზო კრეისერთა ფლოტი (Battle Cruiser Fleet (BCF)): სარდალი (Commanding the Battle Cruiser Fleet) - ვიცე-ადმირალი დევიდ ბიტი (Sir David (Richard) Beatty, ალამი “ლაიონზე”), შტაბის უფროსი (Chief of Staff to Vice-Admiral Commanding BCF) - კეპტენ რუდოლფ ბენტინკი (Rudolf (Walter) Bentinck), ფლაგ-კომანდერი (Flag Commander to Vice-Admiral Commanding BCF) - კომანდერ რეჯინალდ პლანკეტი (the Honourable Reginald (Aylmer Ranfurly) Plunkett), ფლაგ-ლეიტენანტ-კომანდერი (Flag Lieutenant-Commander to Vice-Admiral Commanding BCF) - ლეიტენანტ-კომანდერ რალფ სეიმური (Ralph (Frederick) Seymour)
საფლაგმანო ხომალდი (სახაზო კრეისერთა 1-ლ ესკადრასთან ერთად. Flagship (in company with 1BCS)):
სახაზო კრეისერი ”ლაიონი” (HMS “Lion”), მეთაური - კეპტენ ალფრედ ჩეტფილდი (Alfred (Ernle Montacute) Chatfield)

სახაზო კრეისერთა 1-ლი ესკადრა, როზაიტი (First Battle Cruiser Squadron (1BCS), Rosyth): სარდალი - რეარ-ადმირალი ოსმონდ დე ბროკი (Osmond de (Beauvior) Brock, ალამი - ”პრინსეს როიალზე”)
სახაზო კრეისერი ”პრინსეს როიალი” (HMS “Princess Royal”), მეთაური - კეპტენ უოლტერ კაუნი (Walter (Henry) Cowan)
სახაზო კრეისერი ქუინ მერი” (HMS “Queen Mary”), მეთაური - კეპტენ სესილ პროუზი (Cecil (Irby) Prowse)
სახაზო კრეისერი ”ტაიგერი” (HMS “Tiger”), მეთაური - კეპტენ ჰენრი პელი (Henry (Bertram) Pelly)

სახაზო კრეისერთა 2-ე ესკადრა, როზაიტი (Second  Battle Cruiser Squadron (2BCS), Rosyth): სარდალი - რეარ-ადმირალი უილიამ პეკინჰემი (William (Christoper) Pakenham, ალამი - ”ნიუ ზილენდზე”)
სახაზო კრეისერი ”ნიუ ზილენდი” (HMS “New Zealand”), მეთაური - კეპტენ ჯონ გრინი (John (Frederick Ernest) Green)
სახაზო კრეისერი ”ინდეფატიგებლი” (HMS “Indefatigable”), მეთაური - კეპტენ ჩარლზ სოუერბი (Charles (Fitzgerald) Sowerby)

მსუბუქი კრეისერების 1-ლი ესკადრა, როზაიტი (First Light Cruiser Squadron (1LCS), Rosyth): მეთაური - 1-ლი კლასის კომოდორი ედვინ ალექსანდერ-სინკლერი (Edwyn (Sinclair) Alexander-Sinclair, ალამი ”გალათეაზე”)
მსუბუქი კრეისერი ”გალათეა” (HMS “Galatea”), მეთაური - 1-ლი კლასის კომოდორი ედვინ ალექსანდერ-სინკლერი (Edwyn (Sinclair) Alexander-Sinclair)
მსუბუქი კრეისერი ”ფაეტონი” (HMS “Phaeton”), მეთაური - კეპტენ ჯონ კამერონი (John (Ewen) Cameron)
მსუბუქი კრეისერი ”ინკონსტანტი” (HMS “Inconstant”), მეთაური - კეპტენ ბერტრამ ტრეზიგერი (Bertram (Sackville) Thesiger)
მსუბუქი კრეისერი ”კორდელია” (HMS “Cordelia”), მეთაური - კეპტენ ტაფტონ ბიმიში (Tufton (Percy Hamilton) Beamish)

მსუბუქი კრეისერების 2-ე ესკადრა, როზაიტი (Second Light Cruiser Squadron (2LCS), Rosyth): მეთაური - 1-ლი კლასის კომოდორი უილიამ გუდინაფი (William (Edmund) Goodenough, ალამი ”საუთჰემპტონზე”)
მსუბუქი კრეისერი ”საუთჰემპტონი” (HMS “Southampton”), მეთაური - 1-ლი კლასის კომოდორი უილიამ გუდინაფი (William (Edmund) Goodenough)
მსუბუქი კრეისერი ”ბირმინგემი” (HMS “Birmingham”), მეთაური - კეპტენ არტურ დაფი (Arthur (Allan Morison) Duff)
მსუბუქი კრეისერი ”ნოტინგემი” (HMS “Nottingham”), მეთაური - კეპტენ ჩარლზ მილერი (Charles (Blois) Miller)
მსუბუქი კრეისერი ”დუბლინი” (HMS “Dublin”), მეთაური - კეპტენ ალბერტ სკოტი (Albert (Charles) Scott)

მსუბუქი კრეისერების 3-ე ესკადრა, როზაიტი (Third Light Cruiser Squadron (3LCS), Rosyth): მეთაური - რეარ-ადმირალი ტრევილიან ნეპირი (Trevylyan (Dacres Willes) Naper, ალამი ”ფალმუტზე”)
მსუბუქი კრეისერი ”ფალმუტი” (HMS “Falmouth”), მეთაური - კეპტენ ჯონ ედუარდსი (John (Douglas) Edwards)
მსუბუქი კრეისერი ”იარმუტი” (HMS “Yarmouth”), მეთაური - კეპტენ ტომას პრატი (Thomas (Drummond) Pratt)
მსუბუქი კრეისერი ”ბირკენჰედი” (HMS “Birkenhead”), მეთაური - კეპტენ ედუარდ რივზი (Edward Reeves)
მსუბუქი კრეისერი ”გლოჩესტერი” (HMS “Gloucester”), მეთაური - კეპტენ უილიამ ბლანტი (William (Frederick) Blunt)

ავიატრანსპორტი ”ენგადაინი” (HMS “Engadine”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერი ჩარლზ რობინსონი (Charles (Gwillim) Robinson)
საესკადრო ნაღმოსნების 13-ე ფლოტილია (სახაზო კრეისერთა 1-ლი ესკადრის ესკორტი), როზაიტი (Thirteenth Destroyer Flotilla (13 DF) (escorted 1BCS), Rosyth):
ფლოტილიის ლიდერი: მსუბუქი კრეისერი ”ჩემპიონი” (HMS “Champion”), მეთაური - კეპტენ ჯეიმს ფერი (James (Uchtred) Farie, ფლოტილიის მეთაური)
პირველი დივიზია (First Division 13DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”ობდურანტი” (HMS “Obdurate”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ სესილ სამსი (Cecil (Henry Hulton) Sams)
საესკადრო ნაღმოსანი ”ნერისა” (HMS “Nerissa”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ მონტეგიუ ლეგი (Montague (George Bentinck) Legge)
საესკადრო ნაღმოსანი ”ტერმეგანტი” (HMS “Termagant”, გადმოცემული ჰარვიჩის ძალების 10DF-დან), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ქათბერტ ბლეიკი (Cuthbert (Patrick) Blake)
საესკადრო ნაღმოსანი ”მორსბი” (HMS “Moresby”, ”ენგადაინის” ესკორტში), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ როჯერ ელისონი (Roger (Vincent) Alison)
მეორე დივიზია (Second Division 13DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”ნესტორი” (HMS “Nestor”), მეთაური - კომანდერ ედუარდ ბინგჰემი (the Honourable Edward (Barry Stewart) Bingham)
საესკადრო ნაღმოსანი ”ნომადი” (HMS “Nomad”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ პოლ უიტფელდი (Paul Whitfield)
საესკადრო ნაღმოსანი ”მანდატი” (HMS “Nicator”), მეთაური - ლეიტენანტი ჯეკ მოკატა (Jack (Ernest Albert) Mocatta)
საესკადრო ნაღმოსანი ”ონსლოუ” (HMS “Onslow”, ”ენგადაინის” ესკორტში), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯონ ტოვი (John (Cronyn) Tovey)
მესამე დივიზია (Third Division 13DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”ნარბორო” (HMS “Narborough”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჯეფრი კორლეტი (Geoffrey Corlett)
საესკადრო ნაღმოსანი ”პელიკანი” (HMS “Pelican”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ კენეტ ბიტი (Kenneth (Adair) Beattie)
საესკადრო ნაღმოსანი ”პეტარდი” (HMS “Petard”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ივლინ ტომსონი (Evelyn (Claude Ogilvie) Thomson)
საესკადრო ნაღმოსანი ”ტურბულენტი” (HMS “Turbulent”, გადმოცემული ჰარვიჩის ძალების 10DF-დან), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ დადლი სტიუარტი (Dudley Stuart)

თანმხლები საესკადრო ნაღმოსნები ჰარვიჩიდან (სახაზო კრეისერების 2-ე ესკადრის ესკორტი). Attached Harwich Destroyers (escorted 2BCS))
პირველი დივიზია (First Division):
საესკადრო ნაღმოსანი ”ლიდიარდი” (HMS “Lydiard”, 9DF-დან), მეთაური - კომანდერ მალკოლმ გოლდსმიტი (Malcolm (Lennon) Goldsmith)
საესკადრო ნაღმოსანი ”ლიბერტი” (HMS “Liberty”, 9DF-დან), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ფილიპ კინგი (Philip (Wilfred Sidney) King)
საესკადრო ნაღმოსანი ”ლონდრეილი” (HMS “Landrail”, 9DF-დან), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ედუარდ ჰობარტი (Francis (Edward Henry Graham) Hobart)
მეორე დივიზია (Second Division):
საესკადრო ნაღმოსანი ”მურსომი” (HMS “Moorsom”, 10DF-დან), მეთაური - კომანდერ ჯონ ჰოჯსონი (John (Coombe) Hodgson)
საესკადრო ნაღმოსანი ”ლორელი” (HMS “Laurel”, 9DF-დან), მეთაური - ლეიტენანტი ჰენრი სტეინსტრიტი (Henry (Dawson Crawford) Stanistreet)
საესკადრო ნაღმოსანი ”მორისი” (HMS “Morris”, 10DF-დან), მეთაური - ლეიტენანტი ედუარდ გრეჰემი (Edward (Sidney) Graham)

სახაზო ხომალდების 5-ე ესკადრა (დროებით გადაცემული სახაზო კრეისერების ფლოტისათვის), როზაიტი, სკაპა-ფლოუდან (Fifth Battle Squadron (5BS) (temporarily attached BCF), Rosyth, from Scapa Flow): სარდალი - რეარ-ადმირალი ჰიუ ევან-ტომასი (Hugh Evan-Thomas, ალამი “ბარჰემზე”),
დრედნოუტი ”ბარჰემი” (HMS “Barham”), მეთაური - კეპტენ არტურ კრეიგი (Arthur (William) Craig)
დრედნოუტი ”ველიანტი” (HMS “Valiant”), მეთაური - კეპტენ მორის ვულკომბი (Maurice Woollcombe)
დრედნოუტი ”უორსპაიტი” (HMS “Warspite”), მეთაური - კეპტენ ედუარდ ფილპოტსი (Edward (Montgomery) Phillpotts)
დრედნოუტი ”მალაია” (HMS “Malaya”), მეთაური - კეპტენ ალჯერნონ ბოილი (the Honourable Algernon (Douglas Edward Harry) Boyle)

საესკადრო ნაღმოსნების 1-ლი ფლოტილია (ნაწილი, გადაცემული გრანდ ფლიტიდან,სახაზო ხომალდების 5-ე ესკადრის ესკორტი), როზაიტი, სკაპა-ფლოუდან (First Destroyer Flotilla (1DF) (part, attached from GF, in company with 5BS), Rosyth, from Scapa Flow):
მსუბუქი (სკაუტ) კრეისერი ”ფირლესი” (HMS “Fearless”), მეთაური - კეპტენ ჩარლზ როპერი (Charles (Donnison) Roper, ფლოტილიის მეთაური)
საესკადრო ნაღმოსანი ”დიფენდერი” (HMS “Defender”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ლოურენს პალმერი (Laurence (Reynolds) Palmer)
პირველი დივიზია (First Division 1DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”აქერონი” (HMS “Acheron”), მეთაური - კომანდერ ჩარლზ რემზი (Charles (Gordon) Ramsey)
საესკადრო ნაღმოსანი ”არიელი” (HMS “Ariel”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ არტურ ტიპეტი (Arthur (Grendon) Tippet)
საესკადრო ნაღმოსანი ”ატაკი” (HMS “Attack”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ჩარლზ ჯეიმსი (Charles (Herbert Neill) James)
საესკადრო ნაღმოსანი ”ჰიდრა” (HMS “Hydra”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ფრენსის გლოსოპი (Francis (George) Glossop)
მეორე დივიზია (Second Division 1DF):
საესკადრო ნაღმოსანი ”ბეჯერი” (HMS “Badger”), მეთაური - კომანდერ ჩარლზ ფრიმანტლი (Charles Albert Fremantle)
საესკადრო ნაღმოსანი ”ლიზარდი” (HMS “Lizard”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ედუარდ ბრუკი (Edward Brooke)
საესკადრო ნაღმოსანი ”გოსჰოკი” (HMS “Goshawk”), მეთაური - კომანდერ დეშვუდ მოირი (Dashwood (Fowler) Moir)
საესკადრო ნაღმოსანი ”ლეპუინგი” (HMS “Lapwing”), მეთაური - ლეიტენანტ-კომანდერ ალექსანდრ გი (Alexander (Hugh) Gye)

---------------

ჰოჰზეეფლოტე (Hochseeflotte): 16 დრედნოუტი, 6 საესკადრო ჯავშნოსანი, 5 სახაზო კრეისერი, 11 მსუბუქი კრეისერი, 61 საესკადრო ნაღმოსანი.
ღია ზღვის საბრძოლო ძალები (Hochseestreitkräfte):
ფლოტის სარდალი (Chef der Hochseeflotte und Hochseestreitkräfte) - ვიცე-ადმირალი რაინჰარდ შეერი (Reinhard Scheer, ალამი ”ფრიდრიხ დერ გროსეზე”)
შტაბის უფროსი (Chef der Stabes) - კაპიტან-ცურ-ზეე ადოლფ ფონ ტროტა (Adolf von Trotha)
საოპერაციო ნაწილის უფროსი (Chef der Operationsabteilung) - კაპიტან-ცურ-ზეე მაგნუს ფონ ლევეცოვი (Magnus von Levezow)

მესამე ესკადრა (III. Geschwader):
სარდალი (Geschwaderchef) - კონტრ-ადმირალი პაულ ბენკე (Paul Behncke, ალამი ”კიონიგზე”)
2-ე ადმირალი - კონტრ-ადმირალი ჰერმან ნორდმანი (Hermann Nordmann, ალამი ”კაიზერზე”)
ადმირლის შტაბის 1 ოფიცერი (1. Admiralstabsoffizier) - კორვეტენკაპიტანი ერნსტ ფონ გაგერნი (Freiherr Ernst von Gagern)
5-ე დივიზია (5. Division)
დრედნოუტი ”კიონიგი” (SMS “König”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ფრიდრიხ ბრიუნინგჰაუსი (Friedrich Brüninghaus)
დრედნოუტი ”გროსერ კურფიურსტი” (SMS “Großer Kurfürst”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ერნსტ გოეტე (Ernst Goette)
დრედნოუტი ”კრონპრინცი” (SMS “Kronprinz”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე კონსტანც ფელდტი (Constanz Feldt)
დრედნოუტი ”მარკგრაფი” (SMS “Markgraf”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე კარლ ზაიფერლინგი (Karl Seiferling)
6-ე დივიზია (6. Division)
დრედნოუტი ”კაიზერი” (SMS “Kaiser”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ვალტერ ფონ კაიზერლინგკი (Freiherr Walter von Keyserlingk)
დრედნოუტი ”პრინცრეგენტ ლუიტპოლდი” (SMS “Prinzregent Luitpold”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე კარლ ჰოიზერი (Karl Heuser)
დრედნოუტი ”კაიზერინი” (SMS “Kaiserin”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე კარლ ზივერსი (Karl Sievers)

საფლაგმანო ხომალდი:
დრედნოუტი ”ფრიდრიხ დერ გროსე” (SMS “Friedrich der Große”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე თეოდორ ფუხსი (Theodor Fuchs)

პირველი ესკადრა (I. Geschwader):
სარდალი (Geschwaderchef) - ვიცე-ადმირალი ებერჰარდტ შმიდტი (Eberhardt Schmidt, ალამი ”ოსტფრისლანდზე”)
2-ე ადმირალი - კონტრ-ადმირალი ვალტერ ენგელჰარდტი (Walter Engelhart, ალამი ”პოზენზე”)
ადმირლის შტაბის 1 ოფიცერი (1. Admiralstabsoffizier) - კორვეტენკაპიტანი ვოლფგანგ ვეგენერი (Wolfgang Wegener)
1-ლი დივიზია (1. Division)
დრედნოუტი ”ოსტფრისლანდი” (SMS “Ostfriesland”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ერნსტ-ოლდვიგ ფონ ნატცმენი (Ernst-Oldwig von Natzmer)
დრედნოუტი ”ტიურინგენი” (SMS “Thüringen”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ჰანს კიუზელი (Hans Küsel)
დრედნოუტი ”ჰელგოლანდი” (SMS “Helgoland”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ფრიდრიხ ფონ კამეკე (Friedrich von Kameke)
დრედნოუტი ”ოლდენბურგი” (SMS “Oldenburg”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ვილჰელმ ჰიოპფნერი (Wilhelm Höpfner)
2-ე დივიზია (2. Division)
დრედნოუტი ”პოზენი” (SMS “Posen”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე რიჰარდ ლანგე (Richard Lange)
დრედნოუტი ”რაინლანდი” (SMS “Rheinland”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე კარლ ჰოიზერი (Karl Heuser)
დრედნოუტი ”ნასაუ” (SMS “Nassau”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე რობერტ კიუნე (Robert Kühne)
დრედნოუტი ”ვესტფალენი” (SMS “Westfalen”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე იოჰანეს რედლიჰი (Johannes Redlich)

მეორე ესკადრა (II. Geschwader):
სარდალი (Geschwaderchef) - კონტრ-ადმირალი ფრანც მაუვე (Franz Mauve, ალამი ”დიოჩლანდზე”)
2-ე ადმირალი - კონტრ-ადმირალი გოტფრიდ ფონ დალგვიკი (Freiherr Gottfried von Dalwigk zu Lichtenfels, ალამი ”ჰანოვერზე”)
ადმირლის შტაბის 1 ოფიცერი (1. Admiralstabsoffizier) - კორვეტენკაპიტანი ვილი კალერტი (Willy Kahlert)
3-ე დივიზია (3. Division)
საესკადრო ჯავშნოსანი ”დოიჩლანდი” (SMS “Deutschland”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ჰუგო მეურერი (Hugo Meurer)
საესკადრო ჯავშნოსანი ”ჰესენი” (SMS “Hessen”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე რუდოლფ ბარტელსი (Rudolf Bartels)
საესკადრო ჯავშნოსანი ”პომერნი” (SMS “Pommern”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ზიგფრიდ ბიოლკენი (Siegfried Bölken)
4-ე დივიზია (4. Division)
საესკადრო ჯავშნოსანი ”ჰანოვერი” (SMS “Hannover”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ვილჰელმ ჰაინე (Wilhlem Heine)
საესკადრო ჯავშნოსანი ”შლეზიენი” (SMS “Schlesien”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ფრიდრიხ ბენკე (Friedrich Behncke)
საესკადრო ჯავშნოსანი ”დოიჩლანდი” (SMS “Schleswig-Holstein”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ედუარდ ვარენტრაპი (Eduard Varrentrapp)

4-ე სადაზვერვო ჯგუფი (IV. Aufklärungsgruppe):
მეთაური (Gruppenchef) - კაპიტან-ცურ-ზეე და კომოდორი (Kapitän zur See und Kommodore) ლუდვიგ ფონ რეიტერი (Ludwig von Reuter, ალამი ”შტეტინზე”)
ადმირლის შტაბის ოფიცერი (Admiralstabsoffizier) - კორვეტენკაპიტანი ჰაინრიხ ვებერი (Heinrich Weber)
მსუბუქი კრეისერი ”შტეტინი” (SMS “Stettin”), მეთაური - ფრეგატენკაპიტანი ფრიდრიხ რებენსბურგი (Friedrich Rebensburg)
მსუბუქი კრეისერი ”მიუნხენი” (SMS “München”), მეთაური - კორვეტენკაპიტანი ოსკარ ბიოკერი (Oscar Böcker)
მსუბუქი კრეისერი ”ფრაუენლობი” (SMS “Frauenlob”), მეთაური - ფრეგატენკაპიტანი გეორგ ჰოფმანი (Georg Hoffman)
მსუბუქი კრეისერი ”შტუტგარტი” (SMS “Stuttgart”), მეთაური - ფრეგატენკაპიტანი მაქს ჰეგედორნი (Max Hagedorn)

წყალქვეშა ნავების ფლოტილია (Unterseeboots-Flottillen)
მეთაური (Führer der Unterseeboote) - კაპიტან-ცურ-ზეე ჰერმან ბაუერი (Hermann Bauer, ალამი ”ჰამბურგზე”)
მსუბუქი კრეისერი ”ჰამბურგი” (SMS “Hamburg”) , მეთაური - კორვეტენკაპიტანი გერჰარდ ფონ გოდეკერი (Gerhard von Gaudecker)

საესკადრო ნაღმოსნების ფლოტილიები (Torpedoboots-Flottillen)
მეთაური (I. Führer der Torpedoboote) - კაპიტან-ცურ-ზეე და კომოდორი ანდრეას მიხელსენი (Andreas Michelsen, ალამი ”როსტოკზე”)
მსუბუქი კრეისერი ”როსტოკი” (SMS “Rostock”) , მეთაური - ფრეგატენკაპიტანი ოტო ფელდმანი (Otto Feldmann)
1-ლი ნახევარფლოტილია (1. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი კონრად ალბრეხტი (Conrad Albrecht, ალამი ”G39”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G39”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ფრანც-ფერდინანდ ფონ ლოფენი (Franz-Ferdinand von Loefen)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G40”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი რიჰარდ ბაიტცენი (Richard Beitzen)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G38”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰერმან მეტგერი (Hermann Metger)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G32”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰერმან ფროლიხი (Hermann Froelich)

3-ე ფლოტილია (III. Flottille)
მეთაური (Flottillenchef) - კორვეტენკაპიტანი ვილჰელმ ჰოლმანი (Wilhelm Hollmann, ალამი ”S53”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S53”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ფრიდრიხ გიოტინგი (Friedrich Götting)
5-ე ნახევარფლოტილია (5. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი თეოფილ გოტიე (Theophil Gautier, ალამი ”V71”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V71”, მეთაური - ობერლეიტენენტ-ცურ-ზეე ფრიდრიხ ულრიხი (Friedrich Ulrich)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V73”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი მარტინ დელბრიუკი (Martin Delbrück)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G 88”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰანს შაბელი (Hans Scabell)
4-ე ნახევარფლოტილია (4. Halbflottille)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S54”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ოტო კარლოვა (Otto Karlowa, ნახევარფლოტილიის მეთაური)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V48”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ფრიდრიხ ეკოლდტი (Friedrich Eckoldt)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G42”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ბერნდ ფონ არნიმი (Bernd von Arnim)

5-ე ფლოტილია (V. Flottille)
მეთაური (Flottillenchef) - კორვეტენკაპიტანი ოსკარ ჰეინეკე (Oskar Heinekke, ალამი ”G11”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G11”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ადოლფ მიულერი (Adolf Müller)
9-ე ნახევარფლოტილია (9. Halbflottille)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V2”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი გერჰარდ ჰოფერი (Gerhard Hoefer, ნახევარფლოტილიის მეთაური)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V4”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი არმინ ბაროპი (Armin Barop)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V6”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ჰანს ბერენდტი (Hans Behrendt)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V1”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ჰანს რიოტიგი (Hans Röthig)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V3”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი მანფრედ ფონ კილინგერი (Manfred von Killinger)
10-ე ნახევარფლოტილია (10. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი ფრიდრიხ კლაინი (Friedrich Klein, ალამი ”G8”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G8”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ერნსტ როდენბერგი (Ernst Rodenberg)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V5”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე პაულ ტილსი (Paul Tils)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G7”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი იოჰანეს ვაინეკე (Johannes Weinecke)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G9”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰანს ანშუტცი (Hans Anschütz)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G10”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ვალდემარ ჰაუმანი (Waldemar Haumann)

7-ე ფლოტილია (VII. Flottille)
მეთაური (Flottillenchef) - კორვეტენკაპიტანი გოტლიბ ფონ კოხი (Gottlieb von Koch, ალამი ”S24”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S24”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი მაქს ფინკი (Max Fink)
13-ე ნახევარფლოტილია (13. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი გეორგ ფონ ციტცევიტცი (Georg von Zitzewitz, ალამი ”S15”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S15”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე კრისტიან შმიდტი (Christian Schmidt)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S17”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰანს-იოაჰიმ ფონ პუტკამერი (Hans-Joachim von Puttkammer)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S20”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ალბერტ ბენეკე (Albert Benecke)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S16”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ვალტერ ლოფლერი (Walter Loeffler)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S18”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ბრუნო ჰაუსჰალტერი (Bruno Haushalter)
14-ე ნახევარფლოტილია (14. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი ჰერმან კორდესი (Hermann Cordes, ალამი ”S19”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S19”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე გეორგ რაიმერი (Georg Reimer)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S23”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი არტურ ფონ კილინგერი (Arthur von Killinger)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V189”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ვილჰელმ კაილი (Wilhelm Keil)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V186”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ვედინგ ფონ კაიზერლინგკი (Freiherr Wedig von Keyserlingk)
სადაზვერვო ძალები:
1-ლი სადაზვერვო ჯგუფი (I. Aufklärungsgruppe):
სარდალი (Befehlshaber der Aufklärungsstreitkräfte) - ვიცე-ადმირალი ფრანც ჰიპერი (Franz Hipper, ალამი ”ლუტცოვზე”)
ადმირლის შტაბის 1-ლი ოფიცერი (1. Admiralstabsoffizier) - კორვეტენკაპიტანი ერიჰ რედერი (Erich Raeder)
სახაზო კრეისერი ”ლუტცოვი” (SMS “Lützow”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ვიქტორ ჰარდერი (Victor Harder)
სახაზო კრეისერი ”დერფლინგრი” (SMS “Derfflinger”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე იოჰანეს ჰარტოგი (Johannes Hartog)
სახაზო კრეისერი ”ზაიდლიცი” (SMS “Seydlitz”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე მორიც ფონ ეგიდი (Moritz von Egidy)
სახაზო კრეისერი ”მოლტკე” (SMS “Moltke”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე იოჰანეს ფონ კარპფი (Johannes von Karpf)
სახაზო კრეისერი ”ფონ დერ ტანი” (SMS “Von der Tann”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ჰანს ცენკერი (Hans Zenker)

2-ე სადაზვერვო ჯგუფი (II. Aufklärungsgruppe):
მეთაური (Gruppenchef) - კონტრ-ადმირალი ფრიდრიხ ბოდიკერი (Friedrich Boedicker, ალამი ”ფრანკფურტზე”)
მსუბუქი კრეისერი ”ფრანკფურტი” (SMS “Frankfurt”), მეთაური - კაპიტან-ცურ-ზეე ტილო ფონ ტროტა (Thilo von Trotha)
მსუბუქი კრეისერი ”ელბინგი” (SMS “Elbing”) , მეთაური - ფრეგატენკაპიტანი რუდოლფ მადლუნგი (Rudolf Madlung)
მსუბუქი კრეისერი ”პილაუ” (SMS “Pillau”), მეთაური - ფრეგატენკაპიტანი კონრად მომზენი (Konrad Mommsen)
მსუბუქი კრეისერი ”ვისბადენი” (SMS “ Wiesbaden”), მეთაური - ფრეგატენკაპიტანი ფრიც რაისი (Fritz Reiß)

საესკადრო ნაღმოსნების ფლოტილიები (Torpedoboots-Flottillen)
მეთაური (II. Führer der Torpedoboote) - კაპიტან-ცურ-ზეე და კომოდორი პაულ ჰაინრიხი (Paul Heinrich, ალამი ”რეგენსბურგზე”)
მსუბუქი კრეისერი ”რეგენსბურგი” (SMS “Regensburg”) , მეთაური - ფრეგატენკაპიტანი ბრუნო ჰიუბერერი (Bruno Heuberer)
2-ე ფლოტილია (II. Flottille)
მეთაური (Flottillenchef) - ფრეგატენკაპიტანი ჰაინრიხ შური (Heinrich Schuur, ალამი ”B98”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “B98”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი თეოდორ ჰენგსტენბერგი (Theodor Hengstenberg)
3-ე ნახევარფლოტილია (3. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კორვეტენკაპიტანი ჰაინრიხ ბოსტი (Heinrich Boest, ალამი ”G101”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G101”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი რუდოლფ შულტე (Rudolf Schulte)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G102”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰანს ფონ ბარენდორფი (Hans von Barendorff)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “B112”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ავგუსტ კლაუზენი (August Claussen)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “B97”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ლეო რიდელი (Leo Riedel)
4-ე ნახევარფლოტილია (4. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კორვეტენკაპიტანი ადოლფ დიტმარი (Adolf Dithmar, ალამი ”B109”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “B109”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ვიქტორ ჰანდორფი (Victor Hahndorff)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “B110”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ავგუსტ ფოლჰაიმი (August Vollheim)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “B111”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰაინრიხ შიკჰარდტი (Heinrich Schickhardt)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G103”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ფრიც სპისი (Fritz Spiess)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G104”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი გეორგ ფონ ბარტენვერფერი (Georg von Bartenwerffer)

6-ე ფლოტილია (Vl. Flottille)
მეთაური (Flottillenchef) - კორვეტენკაპიტანი მაქს შულცი (Max Schultz, ალამი ”G41”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G41”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰერმან ბემი (Hermann Boehm)
11-ე ნახევარფლოტილია (11. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი ვილჰეკმ რიუმანი (Wilhelm Rüman, ალამი “V44”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V44”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი კარლ ფონ ჰოლუფერი (Karl von Holleuffer)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G87”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ზიგფრიდ კარსტენსი (Siegfried Karstens)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G86”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი კურტ გრიმი (Kurt Grimm)
12-ე ნახევარფლოტილია (12. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი რუდოლფ ლასი (Rudolf Lahs, ალამი ”V69”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V69”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი რობერტ შტეხერი (Robert Stecher)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V45”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი მარტინ ლასმანი (Martin Laßmann)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V46”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ბრუნო კრუმაარი (Bruno Krumhaar)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S50”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ფილიპ რეკე (Philipp Recke)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “G37”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ვოლფ ფონ ტროტა (Wolf von Trotha)

9-ე ფლოტილია (IX. Flottille)
მეთაური (Flottillenchef) - კორვეტენკაპიტანი ჰერბერტ გელე (Herbert Goehle, ალამი ”V28”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V28”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ოტო ლენზენი (Otto Lenssen)
17-ე ნახევარფლოტილია (17. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კაპიტან-ლეიტენანტი ჰერმან ერჰარდტი (Hermann Ehrhardt, ალამი ”V27”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V27”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ჰარტმუტ ბუდეკე (Hartmut Buddecke)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V26”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ჰანს კოლერი (Hans Köhler)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S36”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ფრანც ფიშერი (Franz Fischer)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S51”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ვერნერ დეტე (Werner Dette)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S52”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ვილჰელმ ერენტრაუტი (Wilhelm Ehrentraut)
18-ე ნახევარფლოტილია (18. Halbflottille)
მეთაური (Halbflottillenchef) - კორვეტენკაპიტანი ვერნერ ტილესენი (Werner Tillessen, ალამი ”V30”-ზე)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V30”, მეთაური - ობერლეიტენანტ-ცურ-ზეე ერნსტ ვოლფი (Ernst Wolf)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S34”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ოტო ანდერსენი (Otto Andersen)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S33”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ვალტერ ფონ მიუნხი (Waldemar von Münch)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “V29”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ერიხ შტაინბირკი (Erich Steinbrinck)
საესკადრო ნაღმოსანი SMS “S35”, მეთაური - კაპიტან-ლეიტენანტი ფრიდრიხ ინი (Friedrich Ihn)

.....................................................................................................

განმარტებები

SMS Seiner Majestät Schiff: მისი უდიდებულესობის ხომალდი (გერმანულად)
HMS – His (Her) Majesty's Ship: მისი უდიდებულესობის ხომალდი (ინგლისურად)
საესკადრო ნაღმოსანი, მსუბუქი კრეისერი, სახაზო კრეისერი, სახაზო ხომალდი, ავიატრანსპორტი - სტატიაში გამოყენებულია ქართული ენისა და ისტორიოგრაფიული ლიტერატურისათვის უფრო მისაღები და გავრცელებული ტერმინოლოგია, რომელმაც რუსული ენიდან დაიმკვიდრა ადგილი. ორიგინალური სახელწოდებები ამ ტიპის ხომალდებისათვის შესაბამისად შემდეგნაირია:
ინგლისის ფლოტი: Destroyer (გამანადგურებელი), Light/Scout cruiser (მსუბუქი/მზვერავი კრეისერი), Battle cruiser (საბრძოლო კრეისერი), Battle ship (საბრძოლო ხომალდი), Seaplane tender (საზღვაო თვითმფრინავების ტენდერი)
გერმანიის ფლოტი: Großtorpedoboot/Torpedoboot-Zerstörer (დიდი სატორპედო ნავი/სატორპედო ნავი-გამანადგურებელი), Kleiner Kreuzer (მცირე კრეისერი), Großer Kreuzer (დიდი კრეისერი), Linienschiff (სახაზო ხომალდი).
დრედნოუტი - კრებითი სახელწოდება 1906 წლიდან პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე აგებული ყველა სახაზო ხომალდისათვის, რომელიც მთლიანად მათ ამ ტიპის ფუძემდებლის - ბრიტანული სახაზო ხომალდის ”დრედნოუტის” (HMS Dreadnought) საპატივცემულოდ ეწოდათ. როგორც შეიარაღების რაოდენობითა და, ნაწილობრივ, კალიბრით, ასევე დაცვითა და სისწრაფით დრედნოუტები აღემატებოდნენ მანამდე აგებულ ყველა სახის საბრძოლო ხომალდს და გამოჩენისთანავე იქცნენ ფლოტების მთავარ დამრტყმელ ძალად.
სახაზო კრეისერი - დრედნოუტთა ესკადრისათვის განკუთვნილი კრეისერი, რომელიც ზომებში შეესაბამებოდა ან რამდენადმე აღემატებოდა დრედნოუტს, შეიარაღების კალიბრი იგივე ჰქონდა, რაოდენობა - შედარებით ნაკლები, დაცვა - შედარებით სუსტი და სისწრაფე - საგრძნობლად მეტი. 1907 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე ასეთ კრეისერებს საკმაოდ დიდი ინტენსიურობით აგებდნენ ძირითადი საზღვაო სახელმწიფოები (ინგლისი, გერმანია, იაპონია). სხვა საზღვაო სახელმწიფოებში (აშშ, რუსეთი) მათი აგება დაიწყო, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ დასრულებულა. იუტლანდის ბრძოლის შემდეგ სახაზო კრეისერების რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეირყა, მათი პროექტირება და ახლების მშენებლობა შეწყდა და როგორც ამ ხომალდების, ასევე დრედნოუტების კონსტრუქციის გადახედვის, განვითარებისა და შერწყმის შედეგად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა ახალი კლასი - სწრაფმავალი სახაზო ხომალდები.
საესკადრო ჯავშნოსანი - ამ ტიპის ხომალდებისათვის, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, გამოყენებულია ქართული ენისა და ისტორიოგრაფიული ლიტერატურისათვის უფრო მისაღები და გავრცელებული ტერმინოლოგია, რომელმაც რუსული ენიდან დაიმკვიდრა ადგილი. ამ სახელწოდებით აღინიშნება ყველა ის მთავარი ჯავშნიანი საბრძოლო ხომალდი, რომლებიც სახაზო ხომალდების - დრედნოუტების წინამორბედები იყვნენ. გერმანულ ფლოტში საესკადრო ჯავშნოსნებსა და მათ მომდევნო სახაზო ხომალდებს შორის სახელწოდებებში განსხვავებები არ იყო და ორივე ტიპი მოიხსენიებოდა, როგორც Linienschiff (სახაზო ხომალდი), ინგლისელებიც დიდად არ განასხვავებდნენ სახელწოდებით ამ ორ ტიპს ერთმანეთისაგან, მაგრამ საესკადრო ჯავშნოსნებს, სახაზო ხომალდ-დრედნოუტების გამოჩენის შემდეგ, მოიხსენიებდნენ, როგორც predreadnought battleship (დრედნოუტისწინა საბრძოლო ხომალდი). ასეთი ხომალდები მასიურად იგებოდა მთელს მსოფლიოში დაახლოებით 1890 წლიდან 1905 წლის ჩათვლით და სახაზო ხომალდების გამოჩენამდე წარმოადგენდნენ ძირითად საბრძოლო ერთეულებს. სახაზო ხომალდ-დრედნოუტებს ჩამორჩებოდნენ როგორც შეიარაღებით, ასევე ზომებით, კონსტრუქციით, სისწრაფით და დაცვით. დრედნოუტების კლასის გამოჩენასთან ერთად მათი საბრძოლო ღირებულება მკვეთრად დაეცა და ფლოტის მთავარ დამრტყმელ ძალად აღარსად აღარ განიხილავდნენ.
ჯავშნოსანი კრეისერი - (ინგლისურად - armored cruiser, გერმანულად - Panzerkreuzer) დანიშნულებითა და მოქმედების პრინციპით ისევე შეესაბამებოდა საესკადრო ჯავშნოსანს, როგორც შემდგომში სახაზო კრეისერი - სახაზო ხომალდს: ფუნქციები ორივე ტიპის კრეისერებს მსგავსი ჰქონდათ, შესაბამისი კლასის ძირითად ხომალდებზე მორგებული. თუმცა, სახაზო კრეისერებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მთავარი კალიბრის ქვემეხები იმავე თაობის სახაზო ხომალდების მთავარი კალიბრის ანალოგიური ჰქონდათ, ჯავშნოსანი კრეისერების მთავარი კალიბრი საესკადრო ჯავშნოსნების საშუალო კალიბრს შეესაბამებოდა. ისევე, როგორც საესკადრო ჯავშნოსნების შემთხვევაში, ჯავშნოსანმა კრეისერებმაც დაკარგეს წინანდელი მნიშვნელობა დრედნოუტებისა და სახაზო კრეისერების გამოჩენის შემდეგ.
ბაკი - ხომალდის მთელი წინა ნაწილი, დაწყებული ფოკ-ანძიდან
იუტი - ხომალდის კიჩოს დანაშენი, ან ხომალდის კიჩოს ზედა ნაწილი
კიჩო - ხომალდის კორპუსის უკანა ნაწილი.
კვარტერდეკი -ხომალდის კიჩოზე ზედა გემბანის შემაღლებული ნაწილი
ფოკ-ანძა - ცხვირიდან კიჩოსაკენ პირველი ანძა ხომალდზე.
გროტ-ანძა - ცხვირიდან კიჩოსაკენ მეორე ანძა ხომალდზე.
რუმბი - სრული წრედის 1/32 ნაწილი, აგრეთვე კომპასის ერთი დანაყოფი.
ნორდი - ჩრდილოეთი
ზუიდი - სამხრეთი
ოსტი - აღმოსავლეთი
ვესტი - დასავლეთი
დირიჟაბლი ცეპელინი - ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატები, რომლებსაც, განსხვავებით ჩვეულებრივი დირიჟაბლებისაგან, ისტორიაში პირველად ჰქონდათ არა მარტო ხისტი კარკასი, არამედ ხისტი გარსაცმიც, რომლის წყალობითაც ისინი ამინდის ცვალებადობისა და გარეგანი მექანიკური დაზიანებებისაგან უკეთ იყვნენ დაცულნი.
Бронепалубный крейсер - ინგლისურად protected cruiser (დაცული კრეისერი). 19-ე საუკუნის ბოლო მეოთხედსა და 20-ე საუკუნის ნულოვანი წლების პირველ მეოთხედში მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული კრეისერის ტიპი. უფრო მძლავრი, ვიდრე მსუბუქი/მცირე/მზვერავი კრეისერი და უფრო სუსტი, ვიდრე ჯავშნოსანი კრეისერი. რუსული სახელწოდება ზუსტად აღნიშნავს ამ ტიპის კრეისერების ძირითად დამახასიათებელ ნიშანს: ჯავშნოსანი კრეისერებისაგან განსხვავებით, რომლებიც, კრეისერების კვალობაზე,  საკმაოდ კარგად იყვნენ ბორტისა და მთავარი გემბანის ჯავშნით დაცულნი, ”დაცულ კრეისერებს” მხოლოდ გემბანი ჰქონდათ შეჯავშნული, რომელიც ხომალდის მთავარ მექანიზმებს იფარავდა ზემოდან, ხოლო ბორტები დაუცველი ჰქონდათ. მათი მთავარი დანიშნულება მოწინააღმდეგის საოკეანო კომუნიკაციებზე მოქმედება და მისი საზღვაო ვაჭრობის ბლოკირება იყო. მათ ჰქონდათ ცურვის ყველაზე დიდი სიშორე და ავტონომიურობა, ჯავშნოსან კრეისერზე უფრო მაღალი, მაგრამ მსუბუქ/მცირე/მზვერავ კრეისერზე დაბალი სიჩქარე და პირველებზე სუსტი, მაგრამ მეორეებზე უფრო მძლავრი შეიარაღება. ახალი თაობის სახაზო ხომალდებისა და სახაზო კრეისერების გამოჩენისთანავე მათი საბრძოლო ღირებულება მკვეთრად დაეცა. 1-ლი მსოფლიო ომის ბოლოსათვის გამოჩენილი და შემდეგ ე.წ. ”ვაშინგტონის კრეისერებად” მონათლული მძიმე კრეისერები ”დაცული კრეისერების” იდეოლოგიური შთამომავლები არიან.
პირველი (მეორე) საზღვაო ლორდი - ინგლისურად:  First Sea Lord (დღევანდელი მოხმარება), First Naval Lord (ადრეული მოხმარება). დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის და მთელი სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის პროფესიონალი ხელმძღვანელი. ასევე უჭირავს სამხედრო-საზღვაო შტაბის უფროსის თანამდებობა. ინგლისურად:  Second Sea Lord (დღევანდელი მოხმარება), Second Naval Lord (ადრეული მოხმარება). მეტროპოლიის (საკუთრივ ბრიტანეთის კუნძულების) ფლოტის სარდალი.
მატელოტი - მწყობრში მეზობელი ხომალდი, პირველი ხომალდი წინ მიმავალი მეზობლის შემდეგ.
კილვატერი - წყლის ჭავლი, კვალი, მოძრავი ხომალდის კილის ხაზზე.
კილვატერული მწყობრი - ხომალდების მწყობრი, რომლის დროსაც ყოველი მათგანი წინ მიმავალის კვალდაკვალ, მის კილვატერში, გარკვეული, თანაბარი მანძილის დაშორებით მოძრაობს.
კილი - გრძივი ძელი, რომელიც ხომალდის კორპუსის ქვედა ნაწილის საფუძველს წარმოადგენს
ფორშტევენი - კილის გაგრძელება ხომალდის ცხვირზე, კილის ერთგვარი ვერტიკალური ნაწილი
სკაპა-ფლოუ, კრომარტი, როზაიტი, ფერტ-ოფ-ფორტი, ჰარვიჩი - ბრიტანეთის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზები ბრიტანეთის კუნძულებზე
კორვეტენკაპიტანი, ფრეგატენკაპიტანი, კაპიტან-ცურ-ზეე - (გერმანულად: Korvettenkapitän, Fregattenkapitän, Kapitän zur See) უფროსი ოფიცრების წოდებები გერმანულ ფლოტში. შეესაბამება მესამე, მეორე და პირველი რანგის კაპიტნებს (შესაბამისად).
ლეიტენანტ-კომანდერი, კომანდერი, კეპტენი - (ინგლისურად: Lieutenant-Commander, Commander, Captain) უფროსი ოფიცრების წოდებები ბრიტანულ (და აშშ) ფლოტში. შეესაბამება მესამე, მეორე და პირველი რანგის კაპიტნებს (შესაბამისად).
სუბ-ლეიტენანტი - (ინგლისურად: Sub-Lieutenant) უმცროსი ოფიცრის წოდება ბრიტანულ (და აშშ) არმიასა და ფლოტში. შეესაბამება უმცროს ლეიტენანტს.
რეარ-ადმირალი - (ინგლისურად: Rear-Admiral, ”უკანა ადმირალი”) ყველაზე დაბალი რანგის ადმირლის წოდება ბრიტანულ (და აშშ) ფლოტში. შეესაბამება კონტრ-ადმირლის წოდებას.
კომოდორი - (ინგლისურად: Commodore) კეპტენზე მაღალი და რეარ-ადმირალზე დაბალი წოდება ბრიტანულ (და აშშ) ფლოტში. სახმელეთო ჯარებში შეესაბამება ბრიგადის გენერლის წოდებას.
იადე - მდინარე გერმანიაში (ფედერალური მიწა ზემო საქსონია), რომლის შესართავშიც მდებარეობს ქალაქი და პორტი ვილჰელმსჰაფენი - გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ბაზა 1869 წლიდან.
სავახტო ჟურნალი - ხომალდის ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ხომალდის ზღვაში გასასვლელად დაძვრის მომენტიდან ფიქსირდება აბსოლუტურად ყველა, თვით წვრილმანი მოვლენაც კი როგორც ზღვაზე, ასევე ხომალდზეც.
იარდი - მანძილის საზომი ერთეული ინგლისურენოვან ქვეყნებში. 1 იარდი=0,9144 მ
მილი - მანძილის საზომი ერთ-ერთი ძირითადი ერთეული. მოცემულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საზღვაო მილზე. 1 საზღვაო მილი= 1 853 მ (1970 წლამდე). დღეისათვის 1 საზღვაო მილი= 1 852 მ
კინგსტონი - სპეციალური სარქველი, რომელიც ხომალდის წყალქვეშა ნაწილის შიდა ნაგებობის  - ნაკვეთურის კედელშია ჩამონტაჟებული და საჭიროების შემთხვევაში მისი გახსნით ამ კონკრეტული ნაკვეთურის წყლით გავსებაა შესაძლებელი.
აბორდაჟი - საზღვაო ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი ნიჩბიანი და აფრიანი ფლოტის ეპოქაში: შემტევი ხომალდი მოწინააღმდეგის ხომალდს მჭიდროდ მიადგებოდა ბორტზე ბორტით, სპეციალური მოწყობილობებით - სააბორდაჟე ხიდურებით და გვარლებით დაებმებოდა ზედ, რათა ბრძოლისას ბორტი ბორტს არ დაშორებოდა და შემტევი ხომალდიდან სააბორდაჟე რაზმი სააბორდაჟე ხიდურებითა და გვარლებით გადადიოდა მოწინააღმდეგის ხომალდზე, რათა ხელჩართულ ბრძოლაში მისი ეკიპაჟი დაემარცხებინა და მტრის ხომალდი ხელში ჩაეგდო. ორთქლის ფლოტის გაჩენასა და ქვემეხების კონსტრუქციის სრულყოფასთან ერთად, რასაც ხომალდების სისწრაფის, ბრძოლის დისტანციებისა და სროლის სიზუსტის ზრდა მოჰყვა, სააბორდაჟე ტაქტიკა 19-ე საუკუნის ბოლო მესამედიდან ხმარებიდან გამოვიდა.
კაიუტ-კომპანია - ხომალდის ეკიპაჟის საერთო, როგორც წესი - საკმაოდ მოზრდილი ზომის კაიუტა მათი სადილისა და დასვენებისათვის. დიდ ხომალდებზე შეიძლება რამდენიმე კაიუტ-კომპანია იყოს როგორც რიგითი შემადგენლობის, ასევე - უფროსი და უმცროსი ოფიცრებისათვის. ადმირალი მხოლოდ ოფიცრების კაიუტ-კომპანიით სარგებლობს.
ორდერი - ხომალდთა გარკვეული სახის მწყობრი.
ტრავერზი - ხომალდის რომელიმე ბორტის პერპენდიკულარული მიმართულება.
Honourable, Right Honourable, Baronet, Sir - კეთილშობილი, ღირსკეთიშობილი, ბარონეტი, სერ: თავსართები თავადაზნაურის ტიტულის მქონე პირთა ოფიციალური მოხსენიებისას დიდ ბრიტანეთში. სამხედრო წრეებში მიმართვისას ”სერ”-ს მხოლოდ წოდებით უმცროსები მოიხმარენ, იმის მიუხედავად, მიეკუთვნება თუ არა თავადაზნაურთა წრეს მიმართვის ობიექტი.
სისტერშიპი - (ინგლისურად sistership, სიტყვასიტყვით ”თანამოდე ხომალდი”): ინგლისური ენიდან გავრცელებული უნივერსალური სიტყვა, რომელიც გამოიყენება ერთი ტიპის (ერთი სერიის) ხომალდების აღსანიშნავად. ინგლისურ ენაში ხომალდი/გემი (ship) მდედრობითი სქესისაა და ამიტომ გამოყენება ტერმინი ”და” (sister) და არა ”ძმა” (brother). მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სერიაში ხომალდები ერთმანეთის იდენტურები არასდროს არიან და არსებობს როგორც ტექნოლოგიური, ასევე კონსტრუქციული განსხვავებებიც, მათ მაინც სისტერშიპებად თვლიან, თუნდაც სერიის რომელიმე ან რამდენიმე ხომალდმა კაპიტალური მოდერნიზაცია განიცადოს, რომლის შემდეგაც ისინი უკვე რადიკალურად განსხვავდებიან არამოდერნიზირებულებისაგან: ამ შემთხვევაშიც ისინი სისტერშიპებად რჩებიან ”დაბადების ფაქტის” მიხედვით.
უმცროსი ფლაგმანი, მეორე ადმირალი - ესკადრის ან ფლოტის სარდლის მოადგილე, შემცვლელი  მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. უმცროსი ფლაგმანი ლაშქრობისას არასდროს იმყოფება სარდალთან ეთად ერთ ხომალდზე.
ბარბეტი - (ფრანგული ფრაზიდან en barbette, რაც ქვემეხიდან პარაპეტის, დამცავი კედლის ზემოდან სროლას და არა ამბრაზურიდან სროლას აღნიშნავს) შეჯავშნული ცილინდრი, რომელიც საარტილერიო კოშკის მბრუნავი ნაწილის საყრდენს წარმოადგენს და კოშკის გემბანსქვეშა ნაწილს საარტილერიო ჭურვების მოხვედრისაგან იფარავს.
გარდემარინი - (ფრანგული ფრაზიდან garde-marine, ”საზღვაო დარაჯი”) ოფიცრობის კანდიდატი, საზღვაო სასწავლებელდამთავრებული პრაქტიკანტი საბრძოლო ხომალდზე.
ლავირება - (ჰოლანდიური სიტყვიდან laveeren) ხომალდის მოძრაობა კურსის ხშირი ცვლით
დრეიფი, დრეიფობა - ამ შემთხვევაში: ხომალდის ნელი და განუწყვეტელი გადაადგილება ქარის ან დინების გავლენით

ლეერები - (ჰოლანდიურიდან leier-leiden - წაყვანა) ძლიერად დაჭიმული გვარლი, რომლის ორივე ბოლოც ხომალდის კონსტრუქციებზეა (ანძებზე, დანაშენებზე და ა.შ.) დამაგრებული. მათი დანიშნულებაა მოაჯირით ან ცხაურით დაუცველი ადგილების მოზღუდვა.
..............................................
დასასრული

No comments:

Post a Comment