1938 წლისათვის ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობა 14 მილიონ ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 3,5 მილიონი ეთნიკური გერმანელი იყო და ისინი კომპაქტურად ცხოვრობდნენ სუდეტის ოლქში, სლოვაკიასა და კარპატებისმიღმა უკრაინაში.
ჩეხოსლოვაკია ვერსალის სისტემის თავგამოდებული მხარდამჭერი იყო, რადგან სწორედ ამ სისტემამ უზრუნველყო ჩეხოსლოვაკიის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მისი უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფაც და საგარეო პოლიტიკაში საფრანგეთისა და ე.წ. „მცირე ანტანტის“ (ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, იუგოსლავია) მხარდაჭერას ეყრდნობოდა. 30-იან წლებში ჩეხოსლოვაკია ასევე გახდა ერთა ლიგის მიერ გარანტირებული კოლექტიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მომხრე.
როგორც ცნობილია, სწორედ ვერსალის ზავის პირობები და მისი შედეგები გახდა გერმანიაში ნაციზმის აყვავების მიზეზი: ჰიტლერი გერმანული სუპერსახელმწიფოს იდეით გამოდიოდა, რომელშიც ევროპის ყველა „ჭეშმარიტ გერმანულ მიწას“ უნდა მოეყარა თავი მათზე მცხოვრები მოსახლეობიანად - ამ იდეაში (Ein volk, ein fuhrer, ein reich – ერთი ხალხი, ერთი ფიურერი, ერთი რაიხი) შესანიშნავად ჯდებოდა სუდეტის ოლქი, რომლის მოსახლეობის 90%-ზე მეტი (3,2 მლნ.) ეთნიკური გერმანელი იყო.
1933 წელს, გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ რეალური საფრთხე იგრძნო და საფრანგეთთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ გერმანიასთან მთელი 1 545-კმ-იანი საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ნაგებობები შექმნილიყო. რაკი ჩეხოსლოვაკიასთან ტერიტორიული პრეტენზიები პოლონეთსაც (საზღვრის სიგრძე - 984 კმ) და უნგრეთსაც (საზღვრის სიგრძე - 832 კმ) ჰქონდა, ამ უბნებზეც გადაწყდა თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა. ამასობაში გერმანიამ რეალური ნაბიჯები გადადგა ტერიტორიული კონსოლიდაციისაკენ - 1935 წელს, პლებისციტის შემდეგ, რაიხს საარის ოლქი დაუბრუნდა, ხოლო 1938 წლის გაზაფხულზე ავსტრიის ‘ანშლუსი“ განხორციელდა: ჯერ კიდევ 1938 წლის თებერვალში გამოაცხადა ჰიტლერმა, რომ გერმანია ევროპის ქვეყნების გერმანელი მოსახლეობის უფლებებს დაიცავდა.
ჩეხოსლოვაკიაში პროგერმანულ-პრონაცისტური რამდენიმე პარტია არსებობდა, რომელთაგან გერმანული ნაციონალისტური და გერმანული ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიების მოღვაწეობა ჩეხოსლოვაკიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტომაშ მასარიკმა 1935 წლის აპრილში შეაჩერა, ამ პარტიების მიერ გერმანიის ნაცისტურ ორგანიზაციებთან კონტაქტებისა და ჩეხოსლოვაკიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული ქმედებების გამო.
იმავე წლის ზაფხულში ხსენებული პარტიები, აგრეთვე რამდენიმე სხვა, უფრო წვრილი პროგერმანულ-პრონაცისტური პარტია 1932 წლის 2 ოქტომბრიდან არსებულ სუდეტურ-გერმანულ პატრიოტულ ფრონტთან ერთად, რომელსაც კონრად ჰენლაინი ხელმძღვანელობდა, ერთ პარტიაში - სუდეტების გერმანულ პარტიაში გაერთიანდა. თავიდან ეს პარტია ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოსა და მისი მთავრობის მიმართ შედარებითი ლოიალურობით გამოირჩეოდა, თუმცა ხელისუფლება მასში ნაცისტებმა თანდათანობით იგდეს ხელთ და 1938 წლისათვის ჰენლაინი და მისი პარტია ჩეხოსლოვაკიაში გერმანული ნაციზმის ბურჯად და „მეხუთე კოლონად“ გადაიქცა. გერმანიის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ჩეხოსლოვაკია ულაპარაკოდ იღებდა საკუთარ ტერიტორიაზე ყველა ანტიფაშისტს.
1935 წლის 18 დეკემბერს, პრეზიდენტ მასარიკის გადადგომისთანავე (პრეზიდენტი საკუთარი ნებით გადადგა და ეს თავისი მხცოვანებითა და ავადმყოფობით ახსნა. გარდაიცვალა 1937 წლის 14 სექტემბერს, 87 წლის ასაკში), ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად პარლამენტმა ედვარდ ბენეში აირჩია (წინააღმდეგნი მხოლოდ ჰენლაინის პარტიის წევრები და უკიდურესი მემარჯვენეები იყვნენ), რომელიც იმ დროისათვის მეტად ცნობილი და მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში პატივცემული ფიგურა იყო: ბენეში აქტიურად მონაწილეობდა ერთა ლიგის შექმნასა და მის მუშაობაში, ხელმძღვანელობდა მის შემადგენლობაში მოქმედ სხვადასხვა კომიტეტებსა და კომისიებს, 1935 წელს კი ერთა ლიგის თავმჯდომარე გახდა. სწორედ ჩეხსოლოვაკიის უცვლელი საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ბენეშის მოღვაწეობის ნაყოფი იყო „მცირე ანტანტა“ (1920-1921 წლები), რითაც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ რეგიონში ახალი სახელმწიფოების - ავსტრიისა და უნგრეთის ჰეგემონობის პრეტენზიებს წერტილი დაესვა და შედგა საფრანგეთ-ჩეხოსლოვაკიის სამოკავშირეო ხელშეკრულება (1924 წ.), რომლის ძალითაც საფრანგეთი ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გარანტი გახდა. უკვე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ბენეშმა სსრკ იურიდიულად სცნო და მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა, რითაც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გარანტიების კიდევ უფრო მეტად გაზრდას ცდილობდა (მეორე მსოფლიო ომამდე სსრკ-სა და ჩეხოსლოვაკიას საერთო საზღვარი არ ჰქონდათ).
ბენეშმა „პრეზიდენტ-განმანთავისუფლებელი“ მასარიკის მიერ დანერგილი და პროპაგანდირებული ინგლისურ-ამერიკულ-დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიის ტრადიციები გააგრძელა.
1938 წლის მარტში, ავსტრიის „ანშლუსის“ შემდეგ, კონრად ჰენლაინი ბერლინში ჩავიდა და მოქმედების კონკრეტული გეგმა და ინსტრუქციები მიიღო: მოლაპარაკებების მსვლელობისას გამუდმებით უნდა გაეზარდა მოთხოვნათა მოცულობა და ხასიათი, რათა ჩეხოსლოვაკიის მთავრობასთან საბოლოო შეთანხმება შეუძლებელი გამხდარიყო (ჰიტლერმა ჰენლაინს განუცხადა: „ხვალინდელი დღიდან ჩემი ნაცვალი ხართ!“). 28-29 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ვუდმა (ლორდი ჰალიფაქსი) ერთი მხრივ და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ დალადიემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟორჟ ბონემ მეორე მხრივ ლონდონში გამართეს შეხვედრა. საფრანგეთის მხარე ამაოდ ცდილობდა ინგლისელთა მხრიდან ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნათელი გარანტიების მიღებას, რომელსაც ასევე უჭერდა მხარს სსრკ-ც.
1938 წლის აპრილში სუდეტების გერმანელთა პარტიამ ე.წ. კარლსბადის პროგრამა მიიღო, რომელიც ფაქტიურად უფართოესი ავტონომიის და ქვეყნის საერთო ტერიტორიიდან გასვლის უფლების მოთხოვნილებებს შეიცავდა. მაისში ამ პარტიის აქტივისტებმა პროგერმანული პროპაგანდა უკიდურესად გაააქტიურეს და სუდეტის ოლქის გერმანიასთან მიერთების საკითხის რეფერნდუმზე გატანის მოთხოვნა წამოაყენეს, ადგილობრივი არჩევნების დღსათვის (22 მაისი) კი პუტჩის მომზადება დაიწყეს, რათა ეს არჩევნები პლებისციტად ექციათ. იუტებორგში, ჰიტლერთან თათბირზე მომზადებული გეგმა „გრიუნ“-ის თანახმად, ყოველივე ამის ერთდროულად 19 მაისიდან ჩეხოსლოვაკიის საზღვრებისაკენ ვერმახტის ნაწილების წინწაწევა დაიწყო.
ყოველივე ამან სუდეტის პირველი კრიზისი გამოიწვია. 20 მაისს ჩეხოსლოვაკიაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, არმიის ნაწილები სუდეტის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო სიმაგრეები დაიკავეს, პრაღაში ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი დემონსტრაციები და მიტინგები იმართებოდა. ამავე დროს ჩეხოსლოვაკიის სრული მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს სსრკ-მ და საფრანგეთმა. ყველაფერთან ერთად, 1938 წლის შუახანების ვერმახტი ჯერ კიდევ არ იყო მზად საკმაოდ მძლავრ ჩეხოსლოვაკიურ არმიასთან საბრძოლველად. კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მეთოდებზე პროტესტი ჰიტლერული გერმანიის მოკავშირე იტალიამაც კი გამოაცხადა: გერმანულ სეპარატისტულ მოძრაობაზე დაყრდნობით სუდეტის ოლქის ჩეხოსლოვაკიისგან ჩამოცილების მცდელობა ამჯერად ჰიტლერის მარცხით დამთავრდა და ფიურერი იძულებული გახდა, მოლაპარაკებების გზებით ეცადა მიზნის მიღწევა. ამაში კი მას არა მხოლოდ სეპარატისტი ჰენლაინი, არამედ სრულიად ლეგიტიმური პოლონეთი და დიდი ბრიტანეთიც კი ეხმარებოდნენ: 21 მაისს პარიზში პოლონეთის ელჩმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ პოლონეთი დაუყოვნებლივ გამოუცხადებდა ომს სსრკ-ს, თუკი ეს უკანასკნელი ჩეხოსლოვაკიის დასახმარებლად ჯარებს პოლონეთის ტერიტორიის გავლით გაგზავნიდა. 3 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ლორდ რენსიმენის მისიის მსვლელობისას (რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაგზავნა) კი ამ უკანასკნელმა ჰენლაინს, მის მომხრეებსა და ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ღიად და აშკარად დაუჭირა მხარი სეპარატისტებს და მათი მხრიდან ავტონომიის მოთხოვნა სრულიად კანონიერად და ლეგიტიმურად გამოაცხადა.
7 სექტემბერს რენსიმენმა ძლიერი ზეწოლა მოახდინა პრაღაზე და ჩეხოსლოვაკიის მთავრობა აიძულა, ქვეყნის ტერიტორიაზე გერმანული და უნგრული ავტონომიური რაიონები შეექმნა: ამან ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიული მთლიანობა სერიოზულად დაარღვია. ლონდონში დაბრუნების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ჩემბერლენისადმი წარდგენილ მოხსენებაში კი რენსიმენი აქტიურად უჭერდა მხარს სუდეტის ოლქის ნაცისტური გერმანიისათვის გადაცემის იდეას, იგივეს ურჩევდა დიდი ბრიტანეთის იმპერიის მთავრობასაც და აშკარად და ღიად აკრიტიკებდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისაკენ გადადგმულ ჩეხოსლოვაკიის მთავრობის პრაქტიკულად ყველა ნაბიჯს (მოხსნებიდან ამონარიდი ორიგინალური ტექსტი: Czech officials and Czech police, speaking little or no German, were appointed in large numbers to purely German districts; Czech agricultural colonists were encouraged to settle on land confiscated under the Land Reform in the middle of German populations; for the children of these Czech invaders Czech schools were built on a large scale; there is a very general belief that Czech firms were favoured as against German firms in the allocation of State contracts and that the State provided work and relief for Czechs more readily than for Germans. I believe these complaints to be in the main justified. Even as late as the time of my Mission, I could find no readiness on the part of the Czechoslovak Government to remedy them on anything like an adequate scale
და შემდეგ:
…the feeling among the Sudeten Germans until about three or four years ago was one of hopelessness. But the rise of Nazi Germany gave them new hope. I regard their turning for help towards their kinsmen and their eventual desire to join the Reich as a natural development in the circumstances).
პრეზიდენტი ბენეში ფართო ავტონომიის შესახებ ჰენლაინის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა 7 სექტემბერს ჰენლაინმა ამჯერად უკვე საფრანგეთთან სამოკავშირეო ურთიერთობის სრული გაწყვეტა მოითხოვა, რამაც მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია: ყოველივე ეს სუდეტელი სეპარატისტების და სამთავრობო პოლიციასა და სამხედრო ნაწილებს შორის წვრილ-წვრილი შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ამავე დღეს საფრანგეთმა რეზერვისტთა გაწვევა გამოაცხადა.
11 სექტემბერს ინგლისმა და საფრანგეთმა გამოაცხადეს, რომ ომის შემთხვევაში ისინი ჩეხოსლოვაკიას დაუჭერდნენ მხარს, მაგრამ თუკი გერმანია ომს არ დაუშვებდა, მიიღებდა ყველაფერს, რაც უნდოდა. მეორე დღეს, ნიურნბერგში, პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას, ჰიტლერმა განაცხადა, რომ ინგლისთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან მშვიდობიანი ცხოვრება სურდა, თუმცა იძულებული იქნებოდა, სუდეტელი გერმანელებისთვის მხარი დაეჭირა, თუკი მათი შევიწროვება არ შეწყდებოდა.
13 სექტემბერს ჰენლაინის მომხრეებმა სუდეტის ოლქში შეიარაღებული აჯანყება დაიწყეს, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ ჩაახშო და რეგიონში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰენლაინმა მოთხოვნა წამოაყენა, რომ სუდეტებში სამხედრო მდგომარეობა გაუქმებულიყო, ხოლო წესრიგის დამყარება ადგილობრივ ორგანოებს დავალებოდათ. ლონდონმა ბერლინში ინგლისის ელჩის ტელეგრამა მიიღო, რომელიც ჰენლაინის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ომის დაწყების შესახებ გაფრთხილებას შეიცავდა.
14 სექტემბერს ჩემბერლენმა ჰიტლერს „მშვიდობის გადასარჩენად“ შეხვედრის მზადყოფნის ტელეგრამა გაუგზავნა.
15 სექტემბერს ჩემბერლენი ჰიტლერს შეხვდა ბერხტესგადენში, სადაც ფიურერმა განაცხადა, რომ ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება სუდეტის ოლქის გერმანიისათვის გადაცემა იყო: ჩემბერლენი დაჰპირდა, რომ ამ მოთხოვნას პრეზიდენტ ბენეშს გადასცემდა. ჰიტლერმა ასევე განაცხადა, რომ მშვიდობა სურდა, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის პრობლემის გამო ომისთვისაც იყო მზად, თუმცა ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუკი დიდი ბრიტანეთი სუდეტის ოლქის გერმანიისათვის გადაცემაზე დათანხმდებოდა ერის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე.
18 სექტემბერს სუდეტებში კვლავ იფეთქა შეიარაღებულმა აჯანყებამ, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ კვლავ ჩაახშო. ჰენლაინი გერმანიაში გაიქცა. იმავე დღეს ლონდონში კვლავ შედგა ფრნგულ-ინგლისური კონსულტაციები, რომელზე გადაწყდა, რომ ის ტერიტორიები, რომლებზეც გერმანელი მოსახლეობა 50%-ზე მეტს შეადგენდა, გერმანიისათვის უნდა გადაცემულიყო და რომ ინგლისი და საფრანგეთი ჩეხოსლოვაკიის ახალი საზღვრების გარანტები ხდებოდნენ.
19 სექტემბერს ბენეშმა სსრკ-ს ელჩს მიმართა შეკითხვით სსრკ-ს პოზიციის თაობაზე და მასზე დადებითი პასუხი მიიღო.
20-21 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიაში ინგლისისა და საფრანგეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ თუ ქვეყნის მთავრობა მათი ქვეყნების წინადადებებს არ მიიღებდა, საფრანგეთის ხელისუფლება ჩეხოსლოვაკიასთან დადებულ ხელშეკრულებას არ შეასრულებდა. ამასთან ერთად გააფრთხილეს, რომ თუკი სსრკ-სთან გაერთიანდებოდნენ, ომი ბოლშევიზმის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ხასიათს მიიღებდა და „ინგლისსა და საფრანგეთს ძალზე გაუჭირებოდათ განზე დარჩენა“. ბენეშმა ყოველივე ამის წერილობითი ფორმით მიღება ისურვა. ამავე დღეს სსრკ-მ თავის სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის საზღვრებზე სამხედრო შენაერთები მზადყოფნაში მოიყვანა.
22 სექტემბერს ჩემბერლენი ჰიტლერთან ჩავიდა გოდესბერგში და სუდეტების გადაცემა შესთავაზა. ჰიტლერმა ამ პროცესის განხორციელება 28 სექტემბრამდე მოითხოვა და ასევე აღნიშნა უნგრეთისა და პოლონეთის პრეტენზიების დაკმაყოფილების აუცილებლობაც.
23 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო სსრკ-მ პოლონეთს განუცხადა, რომ ამ უკანასკნელის მხრიდან ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ოკუპაციის ნებისმიერი მცდელობა სსრკ-პოლონეთს შორის 1932 წლის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ანულირებას გამოიწვევდა.
27 სექტემბერს ჰიტლერმა ინგლისისა და საფრანგეთის ელჩებს განუცხადა, რომ ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გერმანიის „აქცია“ მეორე დღეს დაიწყებოდა და წინადადება წამოაყენა, ახალი მოლაპარაკებები დაეწყოთ სუდეტის საკითხზე შეთანხმების დეტალების დასაზუსტებლად.
28 სექტემბერს ჩემბერლენმა ჰიტლერი დაარწმუნა, რომ ის ყველაფერს მიიღებდა „უომრად და დაუყოვნებლივ“.
29 სექტემბრიდან მიუნხენში, ჰიტლერის რეზიდენცია „ფიურერბაუში“ გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა. ჰიტლერის მიერ ჩემბერლენთან მიწერილ წერილში აღებული ვალდებულების მიუხედავად შეთანხმების განხილვის პროცესს ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია არ დაასწრეს, თუმცა მიუნხენში ისინიც იყვნენ ჩასულნი. სსრკ-ს კი შეხვედრაში მონაწილეობაზე საერთოდ უარი უთხრეს. საბოლოო შეთანხმების საფუძველი იტალიის წინადადებები იყო, რომლებიც არაფრით განსხვავდებოდა ჰიტლერის მიერ ჩემბერლენთან შეხვედრისას წამოყენებულთაგან. ჩემბერლენმა და დალადიემ ეს წინადადებები მიიღეს.
30 სექტემბრის ღამის 1 საათზე ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს შეხვედრის დარბაზში. როგორც კი დეკლარაციას გაეცნენ, ამ უკანასკნელებმა პროტესტი გამოხატეს, თუმცა ინგლისისა და საფრანგეთის ხელმძღვანელთა ზეწოლის შემდეგ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დილას პრეზიდენტმა ბენეშმა ეს დოკუმენტი ნაციონალური კრების თანხმობის გარეშე მიიღო შესასრულებლად და 1938 წლის 5 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. 30 ნოემბერს პარლამენტმა „შეკვეცილი“ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად ემილ ჰახა აირჩია.
1938 წლის 3 ოქტომბერს უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა: „ინგლისს შეთავაზეს არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. ინგლისმა სირცხვილი ირჩია და მიიღებს ომს.“ (England has been offered a choice between war and shame. She has chosen shame, and will get war).
სუდეტის ოლქის ჩეხოსლოვაკიისათვის წართმევა ქვეყნის დაშლის მხოლოდ დასაწყისი იყო. სადავო ტერიტორიებზე საკუთარი ჯარები შეიყვანეს და ანექსია გააკეთეს პოლონეთმა და უნგრეთმაც. მაგალითდ, კარვინი ჩეხსლოვაკური მძიმე მრეწველობის ცენტრი, კოქსისა და ქვანახშირის მოპოვების უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო და ამ რაიონის დაკავებით პოლონურმა მრეწველობამ უკვე 1938 წელს მიიღო თუჯის მთელი წარმოების 41%-იანი და ფოლადის მთელი წარმოების 47%-იანი ზრდა.

7 ოქტომბერს გერმანიის ზეწოლით სლოვაკიამ ავტონომია მიიღო, 8 ოქტომბერს - კარპატებსიქითა უკრაინამ.
1939 წლის დასაწყისში პრაღაში გაგზავნილმა რაინჰარდ ჰაიდრიხმა საკუთარი აგენტების მეშვეობით მოსახლეობაში ანტიგერმანული გამოსვლების პროვოცირება დაიწყო. დარჩენილი ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას ამგვარი გამოსვლების საფრთხე კარგად ესმოდა და ქუჩებში ხმამაღლამოლაპარაკეებით აღჭურვილი მანქანები გაუშვა, რომლის დიქტორებიც მოსახლეობას სიმშვიდისა და წესრიგისაკენ მოუწოდებდნენ.
1939 წლის 14 მარტს სლოვაკიის ავტონომიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 15 მარტს კი გერმანიას პროტექტორატის დამყარების თხოვნით მიმართა.
15 მარტს კარპატებსიქითა უკრაინამაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მანაც მიმართა გერმანიას პროტექტორატის დამყარების თხოვნით, თუმცა გერმანიამ ამ თხოვნას ყურადღება არ მიაქცია და კარპატებსიქითა უკრაინა უნგრეთის მიერ იქნა ოკუპირებული და საკუთარ შემადგენლობაში ჩართული.
პრეზიდენტი ჰახა 14-15 მარტის ღამეს გამიძახეს ბერლინში, სადაც მას რიბენტროპის მიერ მომზადებული ხელშეკრულება წარუდგინეს: მასში ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტი ჰახა ჩეხეთის ხალხისა და სახელმწიფოს ბედს ფიურერს აძლევდა ხელში, ხოლო ფიურერი თანახმა იყო, მიეღო ჩეხეთის მოსახლეობა საკუთარი დაცვის ქვეშ და უზრუნველეყო მისი არსებობა ავტონომიის ჩარჩოებში.
ასე იქნა ლიკვიდირებული ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო, ხოლო ჩეხეთი (სუდეტის ოლქის გარეშე, რომელიც რაიხის შემადგენლობაში ცალკე ერთეული იყო) რაიხის შემადგენლობაში შემავალ ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატად გადაიქცა, რომლის პრეზიდენტადაც ისევ ემილ ჰახა დარჩა. ინგლისმა და საფრანგეთმა ყოველივე ეს მომხდარ ფაქტად შეაფასეს, რაკი ომის საფრთხე თავიდან იქნა აცილებული.
15 მარტიდან ვერმახტის ნაწილებმა ახლადშექმნილი პროტექტორატის ოკუპირება დაიწყეს, რომელიც პრაქტიკულად უსისხლოდ მოხდა, თუ არ ჩავთვლით ერთ 40-წუთიან ბრძოლას ჩაიანეკის ყაზარმებისათვის ქალაქ მისტეკში: ჩეხოსლოვაკიის არმიის ნაწილებს (დაახლოებით 300 მებრძოლი, თითქმის ყველა - ჩეხი. შეიარაღება - ხელყუმბარები, შაშხანები და ტყვიამფრქვევები, მეთაური - კაპიტანი კარელ პავლიკი).
ეს იყო ერთადერთი ბრძოლა ჩეხოსლოვაკიის არმიასა და ვერმახტს შორის 1943 წლის 8 მარტამდე, როდესაც წითელი არმიის შემადგენლობაში მოქმედი ცალკეული ჩეხოსლოვაკური ქვეითი ბატალიონი (მეთაური - პოდპოლკოვნიკი ლუდვიკ სვობოდა) ხარკოვის რიონში, სოფელ სოკოლოვოსთან კვლავ არ ჩაება გერმანულ ნაწილებთან (SS-ის 3-ე სატანკო დივიზია „ტოტენკოპფი“) ბრძოლაში.
ჩეხოსლოვაკიის არმია 1938 წლის მობილიზაციის შემდეგ მილიონ 280 ათას მებრძოლს ითვლიდა, რომელთაგან 972 479 კაცი პირველ ეშელონში შედიოდა. სულ არმიის შემადგენლობაში 34 ქვეითი, 1 სატანკო და 1 საკავალერიო დივიზია ითვლებოდა. გარდა ამისა, იყო კიდევ გამაგრებული რაიონების გარნიზონების 138 ბატალიონი (დაახლოებით 90 ათასი მებრძოლი) და 55 ავიაესკადრილია (13 ბომბდამშენი, 21 გამანადგურებელი და 21 სადაზვერვო), რომელთა შემადგენლობაშიც სულ 1 514 თვითმფრინავი ითვლებოდა (მ.შ. 568 - პირველი ხაზის). არმიის განკარგულებაში იყო 349 ტანკი, 70 ტანკეტი და 70 ჯავშანმანქანა, 780 ტანკსაწინააღმდეგო (მ.შ. 268 - უახლესი მოდელის 47 მმ-იანი) და 800-მდე საველე (37-150 მმ) ქვემეხი და ჰაუბიცა, აგრეთვე მძიმე არტილერია - 49 220 მმ და24 350 მმ-იანი მორტირა. 74 ათასი ტყვიამფრქვევი, 36 ათასი სატვირთო მანქანა, 78 900 ცხენი და 32 ათასი ფორანი.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხოსლოვაკიის სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობები თავისუფლად აკმაყოფილებდა როგორც საკუთარი არმიის, ასევე - საექსპორტო მოთხოვნილებებს. მაგალითად, 1935-1939 წლებში „შკოდასა“ და „ჩკდ“-ს ქარხნებმა სულ 435 ტანკი LT-35 გამოუშვეს, რომელთა საკმაო ნაწილიც ექსპორტზე წავიდა. სულ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე 1938-1945 წლებში ვერმახტისათვის დაახლოებით 1 400 ტანკი, 2 000 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და 2 500 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი დამზადდა.
ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციის შემდეგ გერმანიის ხელში აღმოჩნდა 469 ტანკი, 1 500-ზე მეტი თვითმფრინავი, 500-ზე მეტი საზენიტო ქვემეხი, 43 ათასი ტყვიამფრქვევი, 1 მილიონზე მეტი შაშხანა, 1 მილიარდზე მეტი ვაზნა, 3 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი და, რაც მთავარია, „შკოდას“ ქარხნები, რომლებიც მასშტაბებითა და შესაძლებლობებით იმ დროისათვის მხოლოდ კრუპის ქარხნებს ჩამორჩებოდნენ. 1941 წელს სსრკ-ს ტერიტორიაზე შეჭრილი ვერმახტის 21 სატანკო დივიზიიდან 5 მათგანი ჩეხური ტანკებით იყო აღჭურვილი (ეს დაახლოებით 1 200 მანქანაა).
საბოლოო ჯამში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩეხოსლოვაკიის არმიას 1938 წლის ნიმუშის ვერმახტისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და თუ ვერ დაამარცხებდა, მეტად მძიმე დანაკარგებს კი ნამდვილად მიაყენებდა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც დაიცავდა.

very good post thanks
ReplyDeleteblokis danadgarebi
https://blokisdanadgarebiscexi.wordpress.com