საბჭოთა სახაზო ხომალდები: დაუსაბუთებელი ამბიციები.
ნაწილი მეორე: "სოვეტსკი სოიუზის" ტიპის სახაზო ხომალდები - პროექტი 23 და პროექტი 24.
როგორც პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, მსოფლიოს წამყანი საზღვაო სახელმწიფოები ახალი თაობის სახაზო ხომალდების პროექტებზე მუშაობას 30-იანი წლების შუახანებიდან შეუდგნენ. 1930 წლის ლონდონის საზღვაო შეიარაღებების კონფერენციაზე 1922 წლის ვაშინგტონის კონფერენციის მონაწილე ქვეყნებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია) ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელშიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, ისინი ვალდებულებას იღებდნენ, 1931-1936 წლების განმავლობაში ახალი სახაზო ხომალდების მშენებლობა საერთოდ არ დაეწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულებები პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ შეასრულა, უკვე 1935 წლიდან ყველა მათგანი ახალი სახაზო ხომალდების პროექტების დამუშავებას შეუდგა. თვით გერმანიაშიც 1934 წელს "შარნჰორსტის" ტიპის ხომალდების მშენებლობას შეუდგნენ, ხოლო 1936 წლიდან უკვე სრულფასოვანი სწრაფმავალი სახაზო ხომალდების - "ბისმარკისა" და "ტირპიცის" აგებაც დაიწყო. 1939 წლის სექტემბრისათვის, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ძირითად საზღვაო სახელმწიფოებს ფლოტების შემადგენლობასა და მშენებლობის პროცესში შემდეგი რაოდენობის სახაზო ხომალდები ჰყავდათ: აშშ-ს - 19, დიდ ბრიტანეთს - 17, იაპონიას - 12 (სახაზო კრეისერების ჩათვლით), საფრანგეთს - 9, იტალიას - 8, გერმანიას - 4 (გარდა "დოიჩლანდებისა").
მშენებარე სახაზო ხომალდებიდან მხოლოდ ბრიტანელთა "ქინგ ჯორჯ V"-ები დაპროექტდა და აიგო ლონდონის კონფერენციის შეზღუდვების (35 000-ტონიანი სტანდარტული წყალწყვა, 356 მმ-იანი მთავარი კალიბრი) გათვალისწინებით: ინგლისელებს იმედი ჰქონდათ, რომ ასეთი პატიოსანი და ჯენტლმენური ნაბიჯი სხვა ქვეყნებსაც აიძულებდა მსგავსი ზომიერი წყალწყვისა და შეიარაღების მქონე ხომალდების მშენებლობას, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა და "ქინგები" მსოფლიოს ბოლო თაობის სახაზო ხომალდებს შორის ყველაზე მცირე ზომის, ნელმავალი და სუსტად შეიარაღებული ერთეულები აღმოჩნდნენ.
საერთოდ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო სახელმწიფოების მხრიდან ზოგადად წყალზედა ხომალდმშენებლობისაკენ ასეთი აშკარა გადახრა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილების საწინააღმდეგოდ ხდებოდა, რომლის დროსაც მხოლოდ წყალქვეშა ნავებმა სავაჭრო ფლოტის 11 მილიონი ტონა და დამატებით 192 საბრძოლო ხომალდი ჩაძირეს. დიდი წყალზედა საარტილერიო ხომალდების უკიდურესად მოკრძალებული შედეგიანობა აშკარა შეუსაბამობაში მოდიოდა ამ ტრიუმფთან და საჭირო გახდა კიდევ ერთი მსოფლიო ომი, რათა წყალქვეშა ნავებისა და ავიაციის უდავო უპირატესობა თვალნათელი და უდავო გამხდარიყო.
რასაკვირველია, დიდი საზღვაო სახელმწიფოების ეს გაცხოველებული მოღვაწეობა სტალინის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. საბჭოთა კავშირი, რომელმაც კურსი ინდუსტრიალიზაციისკენ აიღო და დღე-დღეზე განაცხადებდა პრეტენზიას ზესახელმწიფოობაზე, 30-იანი წლების დასაწყისისათვის იტალიელთა ტექნიკური დახმარებით, თუმცა სრულიად დამოუკიდებლად აგებდა საბრძოლო ხომალდებს საესკადრო ნაღმოსნებისა და მათი ლიდერების ჩათვლით. დაიწყო "კიროვის" ტიპის 180 მმ-იანი მძლავრი შორსმსროლელი არტილერიით შეიარაღებული მსუბუქი კრეისერების სერიის მშენებლობაც; იმავე პერიოდში გადაწყდა, რომ ფლოტის შექმნის საქმეში მორიგი ნაბიჯი გადადგმულიყო და სახაზო ფლოტის მშენებლობასაც შედგომოდნენ, მით უმეტეს, რომ ეს ნაბიჯი სრულად შეესაბამებოდა დიდი, "პრესტიჟული" ხომალდების საბჭოთა ფლოტის შემადგენლობაში ყოლის სტალინისეულ გატაცებასა და სურვილს.
პროგრამა, რომელიც საბჭოთა კავშირში 1936 წლის 16 ივნისს დამტკიცდა და რომელსაც ხშირად "დიდი ფლოტის მშენებლობის პროგრამასაც" უწოდებენ, მართლაც გრანდიოზული იყო: 10 წლის შემდეგ, 1946 წლის ბოლოსათვის, საბჭოთა ფლოტს 15 სახაზო ხომალდი, 16 მძიმე (ფაქტიურად - სახაზო) კრეისერი და ათობით სხვა სახის, უფრო მცირე ხომალდი უნდა ჰყოლოდა. პროგრამა უფრო დეტალიზებულიც იყო და ეს ცხადად ჩანს ქვემოთ მოყვანილ ცხრილშიც:
saxazo xomaldebis mSeneblobis raodenobebi da
vadebi 1936-1940 wlebis ZiriTad programebsa da gegmebSi
|
||||
gegmebisa da programebis dasaxeleba
|
miRebis an wardginebis TariRi
|
realizaciis vada
|
mwyobrSi Sesayvani saxazo xomaldebis raodenoba
|
SeniSvna
|
“xomaldmSeneblobis
didi programa”
|
Sromisa da Tavdacvis
sabWos dadgenileba, 16.07.36
|
1937-1943
|
A tipis 8 erTeuli
(wyalwyva – 35 000 t., mT.kalibri – 406 mm) Б tipis 16 erTeuli (wyalwyva – 26
000 t., mT.kalibri – 305 mm)
|
AA tipis 4 erTeulisa
da Б tipis 4 erTeulis mSenebloba iwyeba 1937 w. da bardeba 1943 w.
|
wiTeli armiis sazRvao
Zalebis sabrZolo xomaldebis mSeneblobis gegma
|
1937 wlis seqtemberi
|
1938-1947
|
A tipis 6 erTeuli
(wyalwyva – 57 000 t., mT.kalibri – 406 mm) Б tipis 14 erTeuli (wyalwyva – 3
5000 t., mT.kalibri – 356 mm)*
|
|
sabrZolo da damxmare
xomaldebis mSeneblobis programa 1938-1945 w.w., “didi xomaldsamSeneblo
programa”
|
wardgenilia Tavdacvis
komitetSi, 16.02.38
|
1938-1945
|
A tipis 15 erTeuli
(proeqti 23)
|
|
samxedro sazRvao
flotis xomaldebis mSeneblobis gegma:
|
wardgenilia Tavdacvis
komitetSi, 02.09.39
|
1938-1947
|
samxedro-sazRvao
flotis saxkomatis ganacxadi 23 proeqtis 10 erTeulze. xomaldmSeneblobis
saxkomatis mier miRebulia 7 erTeuli proeqti 23.
|
imyofebodes
mSeneblobaSi: samxedro-sazRvao
flotis saxkomati – 16 erTeuli proeqti 23. xomaldmSeneblobis saxkomati – 14
erTeuli proeqti 23.
|
3-e xuTwledi
|
--//--
|
1938-1942
|
----
|
imyofebodes
mSeneblobaSi: samxedro-sazRvao flotis saxkomati – 8
erTeuli proeqti 23. xomaldmSeneblobis saxkomati – 6 erTeuli proeqti 23.
|
4-e xuTwledi
|
--//--
|
1943-1947
|
samxedro-sazRvao
flotis saxkomatis ganacxadi 23 proeqtis 10 erTeulze. xomaldmSeneblobis
saxkomatis mier miRebulia 7 erTeuli proeqti 23.
|
imyofebodes
mSeneblobaSi: samxedro-sazRvao
flotis saxkomati – 16 erTeuli proeqti 23. xomaldmSeneblobis saxkomati – 14
erTeuli proeqti 23.
|
samxedro sazRvao
flotis xomaldebis mSeneblobis gegma 1940-1942 w.w., koreqtirebuli gegma 3-e
xuTwledisaTvis
|
wardgenilia Tavdacvis
komitetSi, 19.04.40
|
1940-1942
|
----
|
imyofebodes
mSeneblobaSi 6 erTeuli proeqti 23.
|
xomaldmSeneblobis
gegmis Sesaxeb 1941 wlisaTvis.
|
Tavdacvis komitetis
dadgenileba, 19.10.40
|
1941
|
----
|
imyofebodes
mSeneblobaSi 1942 wlis CaTvliT 3 erTeuli proeqti 23.
|
*Б tipis saxazo
xomaldze uari iTqva 1938 wlis TebervalSi, magram Semdgom gegmebSi is
faqtiurad 69 proeqtis mZime kreiseris saxiT aRorZinda. mesame xuTwledis
gegmiT (1938-1942) gaTvaliswinebuli iyo 4 aseTi xomaldis mSenebloba.
faqtiurad daiwyes 2.
|
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1935 წლიდან (ამ დროისათვის პრაქტიკულად ყველა ძირითდ საზღვაო სახელმწიფოს უკვე მზად ჰქონდა ახალი თაობის სახაზო ხომალდების დასრულებული და დამტკიცებული პროექტები, ზოგიერთი მათგანი კი თავად ხომალდების მშენებლობასაც შეუდგა), სანამ ცხრილში ნახსენები 23 პროექტის ხომალდების საბოლოო სახე გამოიკვეთებოდა, სახაზო ხომალდების ექვსი ვარიანტი იქნა შემუშავებული, რომელთა სტანდარტული წყალწყვა 43 000-დან 75 000 ტონამდე მერყეობდა.
სამუშაოების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა პერსპექტიული სახაზო ხომალდის ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება, რომელიც წითელი არმიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობაში იქნა განხილული. პროექტმა რიგით ნომრად 23 მიიღო და 1936 წლის 21 თებერვალს ბალტიის ქარხანამ სახაზო ხომალდის პროექტირების შეკვეთა მიიღო. მაგრამ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა საინტერესოდ და აქტუალურად სახაზო ხომალდების 55-57-ათასტონიან და 35-ათასტონიან ვარიანტებს მიიჩნევდა (უკანასკნელს - 43-ათასტონიანის ნაცვლად). საბოლოოდ, სახაზო ხომალდების წინასწარი ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება საკმაოდ გვიან - 1936 წლის 1 მაისს იქნა დამტკიცებული:
elementebi
|
wynari okeanis floti
|
wynari okeanis floti
|
Savi da baltiis zRvebis flotebi
|
standartuli wyalwyva,
t.
|
80 000
|
55 000
|
35 000
|
siswrafe, kvanZi
|
24-28
|
30
|
30
|
curvis siSore, mili
|
10 000
|
7 000-10 000
|
6 000-8 000
|
qvemexebis raodenoba
– kalibri mm.
|
9-500
|
9-460
|
9-400
|
16-152
|
12-152
|
16-130
|
|
24-100
|
16 (24)-100
|
||
16-37
|
16-37
|
16-37
|
|
16-12,5
|
16-12,5
|
||
bortisa da gembanis
javSani, mm
|
500
|
420
|
380
|
250
|
200-250
|
200
|
ორი ტიპის (დიდი და მცირე წყალწყვის) სახაზო ხომალდების მშენებლობის კონცეფცია საბრძოლო მოქმედებების თეატრების განსხვავებას ეფუძნებოდა: საბჭოთა სპეციალისტების აზრით წყნარი ოკეანის უზარმაზარ მანძილებსა და ცურვის სპეციფიკურ პირობებს უკეთ ერგებოდა სწორედ განსაკუთრებულად დიდი წყალწყვის ხომალდები (სხვათა შორის, საბჭოთა სპეციალისტებისგან დამოუკიდებლად, სწორედ ამ გზით, თუმცა გაცილებით უფრო შორს წავიდნენ იაპონელებიც, რომლებმაც გიგანტური სახაზო ხომალდების მშენებლობის იდეა "იამატოსა" და "მუსაშის" მწყობრში შეყვანით მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე), განსხვავებით შავი და ბალტიის ზღვების შეზღუდული აკვატორიებისაგან, რომლებშიც სწორედ დიდი ხომალდების შედარებით კომპაქტური ზომები იყო სასურველი, უკეთესი მანევრულობისუნარიანობის მიღწევისა და საერთო გაბარიტების თვალსაზრისით. ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების ავტორების საქმიანობის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უცხოურმა გამოცდილებამ და ვაშინგტონისა (1922 წ.) და ლონდონის (1930 და 1936 წ.წ.) კონფერენციებით დადგენილმა შეზღუდვებმა. თუმცა, როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირი ამ კონფერენციებში არ მონაწილეობდა, მათ ოქმებზე ხელი არ მოუწერია და, ამგვარად, არც იყო ვალდებული, რომ მათი მოთხოვნილებები შეესრულებინა.
წითელი არმიის საზღვაო ძალების მაშინდელმა უფროსმა ვ. ორლოვმა სწორედ ამ მოსაზრებით აირჩია წყნარი ოკეანის თეატრისათვის ვარიანტი შემცირებული წყალწყვით (55 000 ტ.), ხოლო მეორე ვარიანტად შედარებით მცირე ზომის, მაგრამ სწრაფმავალი ხომალდი ირჩია: ეს უკანასკნელი კონცეფცია "შარნჰოსტისა" და "დიუნკერკის" ტიპის ხომალდებში იყო ხორცშესხმული. ესკიზების განხილვისას ბალტიის ქარხნის ვარიანტმა, რომელშიც მთავარი კალიბრის სამივე კოშკი, ბრიტანული "ნელსონების" მსგავსად, ცხვირის ნაწილში იყო განლაგებული, მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საბოლოოდ კლასიკურ წყობაზე შეჩერდნენ: მთავარი კალიბრის ორი კოშკი ცხვირი ნაწილში, ერთი-მეორის ზემოთ, მესამე კი - კიჩოზე. 1936 წლის 25 აგვისტოს ორლოვმა A (პროექტი 23) და Б (პროექტი 25) ტიპის სახაზო ხომალდების ესკიზური პროექტების დამუშავებისათვის საჭირო ტაქტიკურ-ტექნიკური დავალებები დაამტკიცა.
საბოლოოდ, დამტკიცებული პროექტები ასე გამოიყურებოდა:
elementebi
|
proeqti 23 (A)
|
proeqti 25 (Б)
|
standartuli wyalwyva, t.
|
41 500
|
26 400
|
siswrafe, kvanZi
|
30
|
30-33
|
qvemexebis raodenoba – kalibri mm.
|
9 – 406
|
9 – 305
|
12 – 152
|
12 – 130
|
|
12 – 100
|
8 – 100
|
|
40 – 37
|
24 – 37
|
|
2 katapulta, 4 TviTmfrinavi
|
2 katapulta, 4 TviTmfrinavi
|
|
bortisa da gembanis javSani, mm
|
380
|
200
|
185
|
150
|
აღნიშნული პროექტებით თავიდან (1936 წლის ზაფხულისათის) რვა ხომალდის აგება იგეგმებოდა, რომლებიც მწყობრში 1941 წლისათვის უნდა ჩამდგარიყვნენ: ლენინგრადში ორი 23 და ორიც 25 პროექტის ხომალდები უნდა აეგოთ, ნიკოლაევში კი - ოთხი 25 პროექტის ხომალდი. ეს გადაწყვეტილება, მეორე ხუთწლედის (1933-1937 წ.წ.) პრაქტიკულად უკვე დამტკიცებული გეგმის ხელმეორედ კორქტირებით, ისეთი და იმგვარი ხომალდების აგებას ითვალისწინებდა, რომელიც ამ გეგმაში თავდან არც კი იყო გათვალისწინებული და მათთვის არც არავითარი საშუალებები იყო გამოყოფილი. ახალი ხომალდების მშენებლობა საწყის ეტაპზევე იმხელა სირთულეებს წააწყდა, რომელთა დაძლევა საბჭოთა კავშირის იმდროინდელ ეკონომიკასა და მეცნიერებას არაფრით შეეძლო. საქმე ეხებოდა საცდელი სამუშაოების გიგანტურ მოცულობას, რომლებსაც ხომალდების მშენებლობა უნდა უზრუნველეყო. ეს სამუშაოები მოიცავდა ორთქლის ქვაბების, ნაღმსაწინააღმდეგო ნაკვეთურების, ჯავშნის ფილების, სატურბინო და საქვაბე განყოფილებების ნატურალური ზომის მაკეტების დამზადებას, გემბანის ჯავშანზე ავიაბომბებისა და სხვადასხვა კალიბრის ჭურვების ზემოქმედების, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგების, კონდიცირების და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფის სისტემების პრაქტიკულ გამოცდებს. განსაკუთრებით რთული კი საარტილერიო სისტემებისა და დიდი სიმძლავრის სატურბინო მექანიზმების დამზადება აღმოჩნდა.
პრობლემები განსაკუთრებით კოლოსალური და გადაულახავი აღმოჩნდა 1937-1938 წლების რეპრესიებით გამოწვეული ფლოტისა და მრეწველობის მართვის საყოველთაო დეზორგანიზაციის გამო, რომლის პროცესშიც მოექცა პრაქტიკულად ყველა, ვინც კი ახალი სახაზო ხომალდების ტიპების არჩევასა და შექმნას ხელმძღვანელობდა. გაღრმავდა ხომალდების მშენებლობის დაწყებისა და შემდგომი წარმოებისთვის საჭირო კვალიფიცრებული საინჟინრო-ტექნიკური კადრების დეფიციტის მანამდეც არსებული პრობლემა, რიც გამოც ხომალდების მშენებლობა 1937 წელს ვერ დაიწყო, თავად პროექტირების დავალებები კი გამუდმებით განიცდიდა სერიოზულ ცვლილებებს. პროექტ 25-ზე უარი თქვეს და შემდგომში მან "კრონშტადტის" ტიპის 69 პროექტად განიცადა ტრანსფორმაცია (იხ. ნაწილი პირველი).
1937 წლის აგვისტოში წითელი არმიის საზღვაო ძალების ახალმა ხელმძღვანელობამ (უფროსი - 1-ლი რანგის ფლაგმანი მ. ვიქტოროვი, მოადგილე - 2-ე რანგის ფლაგმანი ლ. გალერი) ხომალდების მშენებლობის აქამდე არსებული ათწლიანი გეგმა გადაამუშავეს. ეს გეგმა A ტიპის 6 (ნაცვლად 8-ისა) და Б ტიპის 14 (ნაცვლად 16-ისა) ხომალდის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა ამგვარი შეკვეცილი გეგმაც კი, რომელიც 1937 წლის სექტემბერში წარუდგინეს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარს მარშალ კ. ვოროშილოვს, არ იქნა ოფიციალურად დამტკიცებული.
ათწლიანი პროგრამის რეალიზაციის პრობლემატურობის მიუხედავად საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს 1937 წლის 13-15 აგვისტოს გადაწყვეტილებით 23 პროექტის გადამუშავება სტანდარტული წყალწყვის 55-57 ათას ტონამდე გაზრდის, ჯავშნისა და წყალქვეშა კონსტრუქციული დაცვის ოპტიმიზაციითა და კიჩოზე განლაგებული 100 მმ-იანი ქვემეხების ორ კოშკზე უარის თქმის მიმართულებით განისაზღვრა: წყალწყვის ზრდა, რაც საიმედო დაცვის, მძლავრი შეიარაღებისა და მაღალი სისწრაფის შერწყმას ასახავდა, 1936 წლის თავდაპირველი ტექნიკური დავალების საფუძვლიანობას ასაბუთებდა. ერთდროულად საკონსტრუქტორო ბიურომ პროფესორ სტავიცკის კომისიის მიერ დამუშავებული ტაქტიკურ-ტექნიკური დავალებაც მიიღო, რომელიც კიდევ ერთ ახალ პროექტს - 356 მმ-იანი მთავარი კალიბრით შეიარაღებულ 64 პროექტს დაედო საფუძვლად. 23 და 64 პროექტებისათვის მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატების (შვეიცარიული ფირმის "ბრაუნ-ბოვერი"-ს პროდუქტი, თითოეულის სიმძლავრე - 67 ათასი ცხ.ძ.) და საბჭოთა კავშირში დაპროექტებული და წარმოებული 152- და 100 მმ-იანი არტილერიის კოშკების, აგრეთვე - ოთხლულიანი 37 მმ-იანი საზენიტო ავტომატების უნიფიკაცია იგეგმებოდა.
პროექტ 23-ის ტექნიკური მასალები წითელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმშენებლობის სამმართველოში 1937 წლის ნოემბერში იქნა განხილული, ხოლო დეკემბერში ამავე სამმართველოში იქნა წარდგენილი პროექტ 64-ის ესკიზური ვარიანტიც, თუმცა პირველიც და მეორე პროექტებიც არადამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული. პროექტ 23-ში (სტანდარტული წყალწყვა ესკიზური პროექტის მიხედვით - 57 825 ტონა, სრული წყალწყვა ამავე პროექტის მიხედვით - 63 900 ტონა) უამრავი გადაუჭრელი საკითხი რჩებოდა, რომლებიც მთავარი ენერგეტიკული დანადგარის, ნაღმსაწინააღმდეგო და საზენიტო არტილერიის კოშკების, ფსკერის დაცვის და შეჯავშნის სისტემის (რომელიც საცდელი დაბომბვების შედეგებს არ შეესაბამებოდა) დამუშავებასთან იყო დაკავშირებული. პროექტ 64-ის ხარვეზები კი ძირითადად თავად ტექნიკური დავალებითვე განისაზღრებოდა, რაც თავიდანვე ითვალისწინებდა წინასწარი განზრახვით სუსტი ხომალდის შექმნას, რომელსაც ამოცანები "შენაერთის სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედებით" უნდა გადაეჭრა: მისი არც შეიარაღება (ცხრა 356 მმ-იანი, თორმეტი 152 მმ-იანი, რვა 100 მმ-იანი და ოცდათორმეტი 37 მმ-იანი ქვემეხი) და არც სისწრაფე (29 კვანძი) არ უზრუნველყოფდა არავითარ ტაქტიკურ უპირატესობას საზღვარგარეთულ ანალოგებთან შერკინებაში. საკმაოდ მკაცრი ტაქტიკურ-ტექნიკური დავალებით გათალისწინებული ხომალდის ადექვატური დაცვის მოთხოვნების შესრულების პროცესში პროექტ 64-ის კონსტრუქტორებმა მისი წყალწყვა თითქმის 50 000 ტონამდე გაზარდეს. ხომალდმშენებლობის სამმართველოს სურვილი, ეს ნიშნული 45 000 ტონამდე შემცირებულიყო, ვერ განახორციელეს და 1938 წლის დასაწყისში არა მხოლოდ პროექტ 64-ზე, არამედ მთლიანად Б კლასის სახაზო ხომალდზე თქვეს საერთო უარი.
ახლადშექმნილი სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობა (სახალხო კომისარი - პ. სმირნოვი, მთავარი საზღვაო შტაბის უფროსი - ლ. გალერი; კომისარიატი 1937 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა) 1938 წლის თებერვალში ხომალდის ერთადერთ, ყველაზე მძლავრ ტიპზე შეჩერდა. ხომალდმშენებლობის ახალი პროგრამით 1938-1945 წლების განმავლობაში А ტიპის 15 სახაზო ხომალდი უნდა აეგოთ, თუმცა ეს პერსპექტიული პროგრამაც (თავისი მომდევნო ვარიანტებით), რომელიც დასამტკიცებლად გადაუგზავნეს სტალინსა და ვოროშილოვს, ოფიციალურად არ იქნა მიღებული.
1939 წლის აგვისტოში საბჭოთა სახაზო ფლოტის ხომალდების 15 ერთეულამდე მიყვანა 1948 წლისათვის გადაწყდა, რომელთაგან 6 წყნარი ოკეანის ფლოტში უნდა ყოფილიყო, 4 - ბალტიის ფლოტში, 3 - შავი ზღვის ფლოტში და 2 - ჩრდილოეთის ზღვის ფლოტში, თუმცა ასეთი გეგმა საბჭოთა კავშირის იმდროინდელ შესაძლებლობებს აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა: ქვეყნის მრეწველობას სახაზო ხომალდების მშენებლობისათვის ვარგისი მხოლოდ 7 გემხარიხა ჰქონდა, რომლებზეც რევოლუციამდე რუსეთის იმპერიის სახაზო ხომალდები იგებოდა (ოთხი - ლენინგრადში და სამი - ნიკოლაევში), მაგრამ ყველა მათგანს სერიოზული რეკონსტრუქცია სჭირდებოდა, რადგან ახალი სახაზო ხომალდები დაახლოებით 2-ჯერ მეტი წყალწყვის და საშუალოდ 50 მეტრით მეტი სიგრძის იყო, ვიდრე - რუსეთის იმპერიაში რევოლუციამდე აგებული ყველაზე დიდი სახაზო ხომალდები ("იზმაილის" ტიპის სახაზო კრეისერები: სრული წყალწყვა - 32 500 ტონა, სიგრძე - 224 მეტრი). ახალი ხომალდების მისაღებად არ გამოდგებოდა სსრკ-ს განკარგულებაში არსებული არცერთი მშრალი დოკი, ხოლო მათთან მისასვლელი ფარვატერები გასუფთავებას, გაფართოებასა და გაღრმავებას საჭიროებდა.
"3-ე და 4-ე ხუთწლედებში სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობის გეგმის" შესაბამისად 23 პროექტის სახაზო ხომალდების მშენებლობის სავარაუდო ვადა (სათავო ხომალდისათვის - 63 თვე, სერიულებისთვის - 50 თვე) საზღვარგარეთ არსებული გამოცდილების შესაბამისად იანგარიშებოდა, თუმცა ეს გეგმა საბჭოთა მთავრობაში არ მიიღეს, რადგან თავიდანვე შეუსრულებელი ჩანდა, თუნდაც ხომალდმშენებელთა განკარგულებაში არსებული გემხარიხების რაოდენობის მიხედვით.
საბოლოო ჯამში 23 პროექტის 4 ხომალდის მშენებლობა დაიწყო: 1938 წლის 15 ივლისს ლენინგრადში, ბალტიის ქარხანაში - სათავო "სოვეტსკი სოიუზი", 1938 წლის 31 ოქტომბერს ნიკოლაევში - პირველი სერიული "სოვეტსკაია უკრაინა", ხოლო 1939 წლის 21 დეკემბერს - სერიული "სოვეტსკაია ბელორუსია" და 1940 წლის 22 ივლისს - სერიული "სოვეტსკაია როსია" მოლოტოვსკის (დღევანდელი სევეროდვინსკი) № 402 ქარხნის დაუმთავრებელ დოკ-ელინგებზე.
1940 წლის შუახანებში გამოირკვა, რომ "სოვეტსკაია ბელორუსიას" მშენებლობისას, პერსონალის დაბალი კვალიფიკაციის გამო, "დამოქლონებისას მასობრივი წუნი იქნა დაშვებული" - 70 ათასამდე უკვე დაყენებული მოქლონი არასპეციფიცირებული (საჭიროზე გაცილებით დაბალი ხარისხის) ფოლადისგან აღმოჩნდა დამზადებული. ამის გამო ხომალდის კორპუსის ფორმირების ყველა სამუშაო შეჩერებული იქნა მისი 2,57%-იანი ტექნიკური მზადყოფნის პირობებში, ხოლო 1940 წლის 21 ნოემბრის სამთავრობო დადგენილებით "სოვეტსკაია ბელორუსიას" მშენებლობა საერთოდ შეწყვიტეს, გემხარიხაზე უკვე დალაგებული ლითონი კი ნაწილობრივ გამოიყენეს "სოვეტსკაია როსიას" მშენებლობისთვის. ხსენებული დადგენილების თანახმად 1941 წელს ახალი სახაზო ხომალდების მშენებლობის დაწყება აღარ უნდა მომხდარიყო და, ამგვარად, სსრკ-ში გერმანიის შეჭრის მომენტისათვის, საბჭოთა კავშირში, დაგეგმილი 15-16-ის ნაცვლად, მხოლოდ 3 სახაზო ხომალდის მშენებლობა მიმდინარეობდა: ომამდელი ბოლო გეგმების თანახმად (1940 წლის 10 ოქტომბრის სამთავრობო დადგენილება) სამივეს წყალში ჩაშვებას 1943 წლისთვის აპირებდნენ, მწყობრში შეყვანას კი - 1945 წლისთვის.
23 პროექტის სახაზო ხომალდების მშენებლობის სირთულეები განპირობებული იყო საბჭოთა კავშირის სამრეწველო პოტენციალის უკმარისობით. მართალია მეცნიერებმა და საკონსტრუქტორო ბიუროებმა ომის დაწყებამდე მოახერხეს გასაანგარიშებელი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების ძირითადი მოცულობის შესრულება და დაამუშავეს სრული საპროექტო დოკუმენტაცია, მაგრამ სათავო ხომალდის საპროექტო სამუშაო ნახაზების მხოლოდ 69%-ის გამოშვება მოახერხეს: უკვე დაწყებული ორი სახაზო ხომალდის ("სოვეტსკი სოიუზისა" და "სოვეტსკაია უკრაინას") მშენებლობა 1939 წლის 1-ლი კვარტლის ბოლომდე სწორედ სამუშაო ნახაზების გამო ყოვნდებოდა.
1939-1940 წლებში ხომალდების მშენებლობა, პირველ რიგში, ლითონის მოწოდების დაყოვნების და უკვე მოწოდებული ლითონის ხარისხის პრობლემების გამო (ლითონის ფაქტობრივი მდგომარეობის შეუსაბამობა ტექნიკურ მოთხოვნილებებთან) ფერხდებოდა. ამას გარდა, სამხედრო ხომალდების კორპუსის ფოლადის საერთო უკმარისობის გამო მეტალურგიული ქარხნების მიერ დამზადებული ამ ხარისხის ფოლადი ხომალდმშენებლობის სახალხო კომისარიატის განკარგულებით პირველ რიგში 68 პროექტის მსუბუქი კრეისერების მშენებლობაზე მიემართებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ - სათავო "სოვეტსკი სოიუზისა" და პირველი სერიული "სოვეტსკაია უკრაინას" მშენებლობაზე.
კიდევ უფრო ცუდად იყო საქმე ჯავშნის მხრივ. იჟორისა და მარიუპოლის ქარხნების წინაშე ჯავშნის დამზადების რამდენჯერმე გაზრდის ამოცანა დაისახა, რომლის სისქეც 1917 წლამდე ათვისებული ჯავშნის სისქეზე გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. როგორც ცნობილია, სახომალდო ჯავშანი ორ სახეობად - ჰომოგენურ (მთელ სისქეზე ერთგვაროვანი სიმტკიცის) და ჰეტეროგენულ (უფრო მტკიცე გარე ფენით) ჯავშნად იყოფა, რომელთაგან პირველი ჰორიზონტალური (გემბანების) შეჯავშნისთვის გამოიყენება, მეორე კი - ვერტიკალური (ბორტების) შეჯავშნისთვის. ყველაზე რთული და ძვირი იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ შეძენილი კრუპის პატენტის ჰეტეროგენული ცემენტირებული ჯავშნის წარმოება (მარკა KC (КЦ)): ჰომოგენური ფილების ღირებულება ჩვეულებრივი ხომალდსამშენებლო ფოლადის ფილების ღირებულებას 2-2,5-ჯერ აღემატებოდა, ხოლო ჰეტეროგენული ცემენტირებული ფილების ღირებულება - 4-7-ჯერ.
ჯავშნის ფოლადის წარმოების გაზრდის პირველი განკარგულებები, რომელიც საბჭოთა მთავრობამ 1937 წელს "დიდი ფლოტის მშენებლობასთან" დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მსგავსად გამოუშვა, გასაოცარი ოპტიმიზმით გამოირჩეოდა (ისევე, როგორც ეს ხსენებული დოკუმენტები). ასე, მაგალითად, 1937 წლის დასაწყისში სახაზო ხომალდების 3000 ტონა ჯავშანი უნდა დამზადებულიყო, "რათა 1938 წელს გადაიჭრას ძირითადი ტექნიკური საკითხები და მისი წარმოება ძირითადად ათვისებულად ჩაითვალოს": ხსენებულის მიღწევას ძველი მოწყობილობებით და ორივე მოძველებული ქარხნის მხოლოდ ნაწილობრივი რეკონსტრუქციით აპირებდნენ. ამ დროს კი ჯავშანფილების უკიდურესი მახასიათებლები, რომლის უზრუნველყოფაც ამ ქარხნებს ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ შეეძლოთ, გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ის, რაც ახალ სახაზო ხომალდებს ესაჭიროებოდა. სწორედ ამიტომ 1938 წელსაც კი იჟორისა და მარიუპოლის ქარხნები უარს ამბობდნენ 200 მმ-ზე სქელი ჯავშნის დამზადებაზე.
ორივე ქარხნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია საბჭოთა მთავრობის დადგენილებით 1938 წელს იყო გათვალისწინებული და მისი განხორციელების შემდეგ 1940 წელს იჟორის და მარიუპოლის ქარხნებს შესაბამისად 30 და 40 ათასი ტონა ჯავშანი უნდა ეწარმოებინათ (ნაცვლად 1938 წელს წარმოებული შესაბამისად 5 680 და 3 496 ტონისა). ამას გარდა ჩელიაბინსკში იგეგმებოდა კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობა, რომელსაც წელიწადში 50 ათასი ტონა ჯავშანი უნდა ეწარმოებინა.
ძველი ქარხნები მძლავრი იმპორტული წნეხებით იყო აღჭურვილი, რომელთა სიმძლავრე მარიუპოლის ქარხანაში 15 ათასი ტონა იყო, იჟორის ქარხანაში კი - 12 ათასი ტონა. იმპორტული იყო სხვა აღჭურვილობაც. მარიუპოლში 300-ტონიანი სხმულების ასაწევად ვარგისი ხიდურა ამწეთი აღჭურვილი უნიკალური სამჭედლო-საწნეხავი საამქრო იქმნებოდა: ევროპაში მსგავსი საამქრო მხოლო ესენში არსებულ კრუპის ქარხანას ჰქონდა. მსგავსი საამქროს შექმნა იგეგმებოდა ჩელიაბინსკშიც, მაგრამ 1939 წელს მთელი ყურადღება მარიუპოლის ქარხანაზე იყო კონცენტრირებული. სამჭედლო-საწნეხავი საამქროს მშენებლობის გაჭიანურების გამო საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო: სხმული მარიუპოლში ისხმებოდა და სპეციალური სარკინიგზო პლატფორმით, განსაკუთრებული თბოიზოლაციით (სხმულის ტემპერატურა ტრანსპორტირებისას 800 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოსულიყო) იგზავნებოდა ნოვოკრამატორსკის ქარხანაში გამოსაჭედად.
რაკი ჯავშნის წარმოების მკვეთრად გაზრდის გეგმების დასახულ ვადებში განხორციელება ვერ ხერხდებოდა (1940 წელს ჯავშნის წარმოების რეალური ტემპები დასახულ გეგმებზე ორჯერ ნაკლებად იყო ნავარაუდევი), საბჭოთა კავშირი საჭირო ჯავშნის შეძენას გერმანიაში შეეცადა. 1940 წლის 25 ივნისს საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარიატიდან გაგზავნილ "სსრკ-ში ჯავშნის წარმოების საქმეში არსებული მდგომარეობის საინფორმაციო ცნობასა და ამ ჯავშნის კრუპისგან შესყიდვის ცდის" წერილში ნათქვამი იყო: "...1940 წელს ხომალდების მშენებლობის უზრუნველსაყოფად სსრკ-ს ჯავშანმრეწველობამ, როგორც მინიმუმ, უნდა მოგვცეს 45 000ტ,... რეალურად იქნება 30-32 000ტ. 1941 წელს მძიმე ჯავშანი საჭირო იქნება... დაახლოებით 87 000ტ მაშინ, როდესაც ჯავშანქარხნები კაპიტალური სამუშაოების გეგმის შესრულების გათვალისწინებითაც კი მხოლოდ 60 000ტ. მოცემას შეძლებენ... ამგვარად, იმპორტის მიღების გარეშე სახაზო ხომალდებისა და მძიმე კრეისერების მშენებლობის ვადები ჩაშლის საფრთხის ქვეშაა".
კრუპის ფირმასთან მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა. გერმანელები მხოლოდ საბჭოთა სტანდარტებისთვის შეუსაბამო და საკუთარი ხომალდებისთვის განკუთვნილ ჯავშნის ფილებზე უფრო დაბალი ხარისხის ჰეტეროგენული ცემენტირებული ფილების მიწოდებაზე თანხმდებოდნენ. რაც შეეხება ჰომოგენური ჯავშნის ფილებს (შეთანხმების მიხედვით 31 000 ტონა ასეთი ფილების მიწოდებაც იყო გათვალისწინებული), საბჭოთა მხარემ გერმანიიდან ომის დაწყებამდე მათი გარკვეული რაოდენობის მიღება მაინც მოასწრო, თუმცა ეს პრობლემას ვერ ჭრიდა.
საბჭოთა კავშირში ჯავშანფილების წარმოების ზემოთმოყვანილი ციფრები, რომელიც "საინფორმაციო ცნობაში" იყო მითითებული, მხოლოდ პროგნოზები იყო (რეალურად 1940 წელს სსრკ-ში 27 438 ტონა ჯავშანი დამზადდა) და, სხვა ყველაფერთან ერთად, არ ითვალისწინებდა, მაგალითად, ფილების დაწუნებას პოლიგონზე საცეცხლე გამოცდების შედეგების მიხედვით, არადა, უკეთეს შემთხვევაში, ეს ნიშნული დამზადებული ფილების საერთო რაოდენობის 30-40%-ს აღწევდა. ასე, მაგალითად, 1939 წელს იჟორისა და მარიუპოლის ქარხნებმა ორი მშენებარე სახაზო ხომალდისათვის მხოლოდ 1 800 ტონა ჯავშნის მიწოდება შეძლეს, რომლიდანაც 996 ტონა (მარიუპოლის ქარხნის მიერ მიწოდებული მთელი 11-ვე პარტია) საპოლიგონო ცეცხლდაშენის შედეგების მიხედვით დაწუნებული იქნა. ამ დროს კი მხოლოდ სათავო "სოვეტსკი სოიუზისთვის" 10 000 ტონა ჯავშანი იყო საჭირო. 1939 წელს მარიუპოლის ქარხანამ 230 მმ-ზე სქელი ჯავშანფილების მიწოდება საერთოდ ვერ მოახერხა.
ცემენტირებული ჰეტეროგენული სქელი ჯავშნის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების წარმოშობის გამო ცეცხლდაშენებზე დაფუძნებული ცდები ტარდებოდა ამ ფილების უცემენტაციო, ცალმხრივად ნაწრთობი ჯავშნის ფილებით შეცვლის მიზნით: არაცემენტირებულ ცალმხრივად ნაწრთობ ჯავშანს იგივე სიმტკიცე ჰქონდა, რაც ცემენტირებულ ჰეტეროგენულს, მაგრამ ნაკლებად დრეკადი იყო და გადატეხვისა და ატეხვისკენ უფრო დიდი მიდრეკილება ჰქონდა. აღნიშნულის მიუხედავად ხომალდმშენებლობისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარიატებმა ერთობლივი ბრძანება გამოუშვეს, რომლის თანახმადაც 200 მმ-ზე მეტი სისქის ჯავშანი არაცემენტირებული ცალმხრივად ნაწრთობი უნდა ყოფილიყო, 200 მმ-ზე ნაკლები კი - ცემენტირებული ჰეტეროგენული.
სამუშაოების გიგანტური გაქანებისა და მიღწეული ხელშესახები წარმატებების მიუხედავად საბჭოთა ჯავშანმრეწველობამ ვერ შეძლო 23 პროექტის სახაზო ხომალდებისა და 69 პროექტის მძიმე კრეისერების მშენებლობის უზრუნველყოფა ამ პროცესის ადრეულ სტადიებზეც კი, როდესაც ცემენტირებული ჰეტეროგენული ჯავშანი (თანაც - შედარებით მცირე სისქის) შეზღუდული რაოდენობით, პრაქტიკულად - მხოლოდ ტრავერზებისთვის იყო საჭირო. ხომალდების მშენებლობის წინსვლასა და ცემენტირებულ ჯავშანზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად (მაგალითად - ბორტის სარტყელის ფორმირებისთვის) მის მოწოდებასთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ გაიზრდებოდა.
სახაზო ხომალდების მშენებლობის შემაფერხებელი კიდევ ერთი სირთულე მათი ენერგეტიკული მოწყობილობის - მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატების, მთავარი ქვაბების, დამხმარე მექანიზმებისა და ღერძგამტარების დაპროექტება-დამზადების დაბალი მზადყოფნა იყო.
30-იანი წლების შუახანებისათვის საბჭოთა კავშირში საკმაოდ ინტენსიურად და მაღალი ტემპებით მიმდინარეობდა მსუბუქი კრეისერების, საესკადრო ნაღმოსნებისა და სხვა, უფრო მცირე წყალზედა და წყალქვეშა მსუბუქი ხომალდებისთვის იტალიური ტექნიკური დახმარებითა და კონსტრუქციული დოკუმენტაციით შექმნილი მთავარი მექანიზმების სერიული წარმოების ფართოდ გაშლა და ათვისება, მაგრამ ახალი სახაზო ხომალდებისა და მძიმე კრეისერებისთვის კიდევ უფრო მძლავრი მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატები და ქვაბები იყო საჭირო, რაც ორთქლის უფრო მაღალ პარამეტრებზე გადასვლას მოითხოვდა. ახალი მთავარი ქვაბებისა და ტურბოკბილანა აგრეგატების კონსტრუქციის დამუშავება და წარმოება, რომლებიც იმდროისათვის მსფლიოში ყველაზე მძლავრი უნდა ყოფილიყო, ხარკოვის სტალინის სახელობის ტურბოგენერატორების ქარხანას დაევალა. ეს მუშაობა შვეიცარიული ფირმა Brown Bovery Co.-ს (BBC) დახმარებით მიმდინარეობდა. 67 000-ცხენისძალიანი აგრეგატის ტექნიკური პროექტი 1938 წლის შემოდგომისთვის იქნა დასრულებული, მაგრამ მისი წარმოების დაწყება ბუნდოვანი მიზეზებით გამუდმებით ყოვნდებოდა.
1938 წლის შემოდგომაზე ჯერ კიდევ არსებობდა რამდენიმე ახალი დიდი ხომალდის იმპორტული აგრეგატებით აღჭურვის გეგმები, მაგრამ 1939 წლის გაზაფხულისთვის ცხადი გახდა, რომ ასეთი მოწოდება მხოლოდ 402-ე ქარხანაში მშენებარე ერთი ხომალდისათვის იყო შესაძლებელი. შვეიცარიული ფირმა მზად იყო, მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატების ოთხი კომპლექტი მიეწოდებინა (მათგან ერთი - მოქმედი მაკეტი) თანმხლები დამხმარე მექანიზმებით. ამ შეთანხმების მიხედვით სამი აგრეგატი (მ.შ. ერთი - მოქმედი მაკეტი) არხანგელსკში 1940 წელს ჩაიტანეს, მეოთხე კი უკვე 1941 წელს დამზადდა შევიცარიაში, მაგრამ სსრკ-გერმანიის ომის დაწყების გამო იქვე ჩარჩა.
დიდი ხომალდებისთვის (23 პროექტის სახაზო ხომალდები, 69 პროექტის მძიმე და 68 პროექტის მსუბუქი კრეისერები) საჭირო მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატების წარმოებაში საბჭოთა კავშირის მონოპოლისტი ხარკოვის ტურბოაგრეგატების ქარხანა შეკვეთებით გადატვირთული აღმოჩნდა, თუმცა 1939 წელსაც კი ხსენებული აგრეგატების გამოსაცდელი სტენდიც კი არ ჰქონდა. და მაინც: ქარხანას 1940 წელს სახაზო ხომალდების 6 აგრეგატის გამოშვება დაავალეს, 1941 წელს კი - 12-ის. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულმა თავდაცვის კომიტეტმა ხარკოვის ქარხანას ლენინგრადის გემთმშენებელ ქარხანაში მშენებარე სათაო "სოვეტსკი სოიუზისათვის" საჭირო სამივე ტურბოკბილანა აგრეგატისა და დამხმარე მექანიზმების მიწოდება 1940 წლის აპრილისთვის დაავალა, ხარკოვის ქარხანამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას თავი აარიდა. თავდაცვის კომიტეტის განმეორებითი დადგენილებით სათაო "სოვეტსკი სოიუზისათვის" საჭირო მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატებისა და მათი თანმხლები მექანიზმების პირველი კომპლექტის მიწოდების ვადა 1940 წლის ოქტომბერში იქნა გადაწეული, პირველი სერიული "სოვეტსკაია უკრაინასთვის" განკუთვნილი მეორე კომპლექტის კი - ნოემბერში. რაკი №221 ქარხნიდან (სტალინგრადის (დღევანდელი ვოლგოგრადი) შემდგომში განთქმული ქარხანა "ბარიკადები") ტურბინების ღერძების ფოლადის ნაჭედები ვერ მიიღო, ხარკოვის ტურბოაგრეგატების ქარხანამ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმშენებლობის სამმართველოსთან ახალი სახაზო ხომალდებისა და მძიმე კრეისერებისათვის მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატების მიწოდების ხელშეკრულება არ გააფორმა და არცერთი მათგანი არ დაამზადა.
ჩაიშალა 23 პროექტის სახაზო ხომალდებისთვის განკუთვნილი მთავარი ქვაბების შექმნის ყველა ვადაც, რომელიც ლენინგრადის ბალტიის ქარხანას ჰქონდა დავალებული. საცდელი ქვაბის პროექტის დამუშავება, დამზადება და გამოცდა 1941 წლის იანვრამდე გაიწელა მაშინ, როდესაც ამ პროცესის დასრულების ვადად 1938 წლის სექტემბერი იყო დათქმული. ამან კი თავის მხრივ უფრო მძლავრი სათაო ქვაბის შექმნის ვადები გადასწია, რომლის სამუშაო ნახაზების დასრულებაც 1941 წლის 15 მაისისთვის იგეგმებოდა, ხოლო გამოცდების დასრულება - იმავე წლის 4-ე კვარტალში. ამ დროს კი სათაო სახაზო ხომალდის მშენებლობის გენერალური გეგმით ქვაბების მშენებარე კორპუსში ჩატვირთვა ჯერ კიდევ 1940 წელს უნდა განხორციელებულიყო. საქვაბე განყოფილებების დამხმარე მექანიზმების ნაწილი საზღვარგარეთიდან იქნა მიღებული.
პრობლემური აღმოჩნდა დიდი ხომალდებისთვის საჭირო სახოფი ღერძების დამზადებაც, რომელთა წარმოებისათვის იმდროინდელ საბჭოთა კავშირში არცერთი დაზგა არ არსებობდა: ეს დაზგები 1939-1940 წლებში შეიძინეს გერმანიაში. თავდაპირველად სათაო ხომალდისთვის განკუთვნილი სახოფი ღერძების ყველა, 36-ვე ფრაგმენტის (სახოფი, საბჯენი, შუალედური) წარმოებას ქარხანა "ბარიკადებში" აპირებდნენ (ხომალდმშენებლისთვის მიწოდების ვადა - 1940 წლის მარტი), სერიული ხომალდებისთვის კი - ნოვოკრამატორსკის მანქანათმშენებელ ქარხანაში, თუმცა რეალობა ბევრად მკაცრი აღმოჩნდა: ღერძების შეკვეთა საზღვარგარეთ გახდა საჭირო. მაგალითად, ჰოლანდიაში 1940 წელს 69 და 23 პროექტების ხომალდებისთვის საჭირო ღერძების 75 ფრაგმენტის შეკვეთა გააკეთეს, გერმანიაში კი - 23 პროექტის ხომალდების ღერძების 8 სრული ხაზი: სსრკ-გერმანიის ომის დაწყების მომენტისათვის საზღვარგარეთული შეკვეთების მიღება ჯერ არ იყო დასრულებული. ამასთან ერთად მოლოტოვსკის ქარხანაში სტალინგრადის "ბარიკადებიდან" სახოფი ღერძების მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი მიიღეს.
პირველი ორი სახაზო ხომალდისათვის საჭირო მთელი ენერგეტიკული მოწყობილობების დამზადების ვადების ჩაშლის გამო ამ ხომალდების 1943 წლისთვის დაგეგმილი წყალში ჩაშვება, რაც მათ კორპუსებში მთავარი მექანიზმების სრულად ჩატვირთვის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მთლიანად ჩაიშალა.
მორიგი ფაქტორი რაც ახალი დიდი ხომალდების მშენებლობას ხელს უშლიდა და აფერხებდა, ხომალდმშენებლობის სახალხო კომისარიატის (სახალხო კომისარი - ი. თევოსიანი) აზრით, სამუშაო ძალის უკმარისობა იყო. 1938 წელს 23 პროექტის ერთი სახაზო ხომალდის აგების შრომატევადობა 31,5 მილიონ ადამიან-საათად იყო შეფასებული (აქედან 45% - კორპუსის სამუშაოებისთვის): ითვლებოდა, რომ მშენებლობის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში ხომალდზე 6 500 ადამიანი უნდა ყოფილიყო დასაქმებული, რომელთაგან 4 500 ადამიანს უშუალოდ ხომალდის მშენებლობაზე უნდა ემუშავა. ხომალდმშენებლობის სახალხო კომისარიატის შეფასებით, სახაზო ხომალდებისა და მძიმე კრეისერების მშენებლობის ნორმალურად განვითარებისთვის 1942 წლისთვის ქარხნებში მომუშავეთა რაოდენობა 1938 წლის რაოდენობასთან შედარებით ორჯერ უნდა გაზრდილიყო.
თევოსიანს ესმოდა ჩვეულებრივი მეთოდებით მუშახელის რაოდენობის ამგვარი მკვეთრი ზრდის არარეალურობა და მან სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარიატს შესთავაზა, მშენებარე ხომალდებზე მივლინებით გამოეგზავნათ "...წითელფლოტელებისა და უფროსი სპეციალისტების განსაკუთრებული რაზმები ამ ხომალდების მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად, დაწყებული მათი მშენებლობის პირველი დღიდან და დამთავრებული ჩაბარების გამოცდებით": სახალხო კომისარი თვლიდა, რომ "...ამ ღონისძიების განხორციელება მოითხოვს მუშურ-გლეხურ წითელ ფლოტში ყოველწლიურად გაწვეულთა რაოდენობის 20 ათასი ადამიანით გაზრდას, თუმცა სრულიად აუცილებელია მშენებარე ხომალდების დადგენილ ვადებში რეალურად დასრულებისათვის". სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარიატი სამხედრო მეზღვაურებისა და საზღვაო მეთაურ-სპეციალისტების ხომალდმშენებლებად ამგვარ მრავალწლიან "გადაკვალიფიცირებას" კატეგორიულად არ დაეთანხმა და თევოსიანის "რაციონალური წინადადებაც" არ განხორციელდა. ამის შედეგად კი მშენებარე ახალ ხომალდებზე დასაქმებულთა რაოდენობის საჭირო რიცხოვნებამდე გაზრდა ვერ მოხერხდა: მაგალითად, 1941 წლის 22 ივნისისთვის ლენინგრადისა და ნიკოლაევის ხომალდმშენებელ ქარხნებში დასაქმებულთა რაოდენობა შესაბამისად 24 700 და 28 600 ადამიანი იყო - 1940 წლის ბოლოსთვის დაგეგმილ მომუშავეთა რაოდენობის მხოლოდ 50%.
საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების მშენებლობის 3-ე და 4-ე ხუთწლედების გეგმების მიხედვით ახალი სახაზო ხომალდბისათვის საჭირო არტილერიის მიწოდება 1941 წლიდან უნდა დაწყებულიყო. ქვემეხების დამაზადებელ სათაო საწარმოდ ლენინგრადის ქარხანა "ბოლშევიკი" (№232) განისაზღვრა, ხოლო მის ძირითად კონტრაგენტებად - ქარხანა "ბარიკადები" და ნოვოკრამატორსკის მანქანათმშენებელი ქარხანა: ამ უკანასკნელს, მაგალითად, 406 მმ-იანი ქვემეხების აკვნების დამზადება ჰქონდა დავალებული.
თუკი თავად ქვემეხების პროექტების დამუშავება და დამზადება დიდ პრობლემებთან არ იყო დაკავშირებული ("ბარიკადებმა" თორმეტი 406 მმ-იანი ლულა დაამზადა, რომელთაგან ერთი სროლით გამოსცადეს კიდეც ლენინგრადთან არსებულ პოლიგონზე), ამ ქვემეხების დასადგმელი კოშკების მექანიკურ-საამწყობო საამქროების აგება რთული ამოცანა აღმოჩნდა. 54 000-კვადრატულმეტრიანი ასეთი საამქრო მხოლოდ სტალინის სახელობის ლენინგრადის მექანიკურ ქარხანაში ააგეს და სრულად აღჭურვეს. ამ საამქროს ერთ-ერთ თაღქვეშ იმპორტული საქანელა-დაზგა იყო დამონტაჟებული 1,8-მეტრიანი დიამეტრის პლან-რგოლით, რომელიც კოშკების ფუძის გასაჩარხად იყო განკუთვნილი. აქვე იდგა ორი 250-ტონიანი ხიდურა ამწე და 406 მმ-იანი ქვემეხების კოშკის ასაწყობი "ორმო" შენდებოდა. კოშკების ნაწილობრივ დაშლილ მდგომარეობაში, მდინარე ნევით ბალტიის ქარხანამდე ტრანსპორტირებისთვის სპეციალური გემი-ლიხტერი დააპროექტეს. "ორმოზე" პირველი კოშკი 1941 წლის 1-ლ კვარტალში უნდა დამონტაჟებულიყო, თუმცა ეს ვადა მალევე გადასწიეს წლის ბოლოსკენ.
ნიკოლაევში კოშკების საამქრო, ლენინგრადის მექანიკური ქარხნის მსგავსად, 1937 წლიდან შენდებოდა, მაგრამ 1940 წლის ოქტომბრის დასაწყისისთვის აქ საჭირო დაზგებისა და მოწყობილობების მხოლოდ ნახევარი თუ იყო დამონტაჟებული. ამიტომ "სოვეტსკაია უკრაინისთვის" განკუთვნილი კოშკების დამზადების გადაცემა უშედეგოდ სცადეს ორჯონიკიძის სახელობის სტაროკრამატორსკის მექანიკურ ქარხანაში. მოლოტოვსკის ქარხანაში კოშკების საამქროს მშენებლობა სსრკ-გერმანიის ომის დაწყებამდე არც უცდიათ, ამ საამქროსათვის შეკვეთილი საქანელა-დაზგა კი გერმანიაშივე დარჩა. ამიტომ დაიბადა აზრი, რომ "სოვეტსკაია როსიას" კოშკები ლენინგრადში დაემზადებინათ და მოლოტოვსკამდე ბელომორ-ბალტიის არხით ჩაეტანათ, მაგრამ, საბოლოოდ, 3-ე ხუთწლედის გეგმით გათვალისწინებული 406 მმ-იანი ქვემეხების ექვსი კოშკის დამზადების პროცესი მთლიანად ჩაიშალა.152 მმ-იანი ორქვემეხიანი კოშკების დამზადება სტაროკრამატორსკის ქარხანას დაავალეს, თუმცა შეიარაღების სახალხო კომისარიატმა (სახალხო კომისარი ბ. ვანნიკოვი) ამ შეკვეთის სხვა საწარმოსთვის გადაცემა დაჟინებით მოითხოვა. საბოლოო ჯამში არ დამზადდა არცერთი 152 მმ-იანი ორქვემეხიანი კოშკი. ომის დასაწყისისათვის არ დასრულდა არც 100 მმ-იანი ორქვემეხიანი კოშკის საცდელი ნიმუში, რომელზეც ლენინგრადის მექანიკური ქარხანა მუშაობდა.
შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო 37 მმ-იანი ავტომატური ქვემეხების ოთხლულიანი დანადგარის მხრივ, რომლის საცდელი ნიმუშიც კალინინის სახელობის №8 ქარხანამ დაამზადა და სახაზო ხომალდ "ოქტიაბრსკაია რევოლუციაზე" დადგეს.
რთულად იყო საქმე ცეცხლის მართვის სისტემების წარმოებაშიც, რომელთა 69 პროექტის მძიმე კრეისერებისა და 23 პროექტის სახაზო ხომალდებისთვის დამზადებაც №212 ქარხანას დაავალეს: 1941 წელს მას გეგმის შესასრულებლად საჭიროზე ორჯერ ნაკლები დაზგა-საათების რაოდენობა ჰქონდა.
საერთო ჯამში საარტილერიო შეიარაღებისა და ცეცხლის მართვის სისტემების შექმნისა და დამზადების გეგმების ჩაშლამ ახალი სახაზო ხომალდების მშენებლობაზე პირდაპირი გავლენა არ იქონია, რადგან ეს შეიარაღება და სისტემები ხომალდებზე მხოლოდ მათი წყალში ჩაშვების შემდეგ (გეგმის მიხედვით - 1943 წელს) უნდა დამონტაჟებულიყო.
ახალი სახაზო ხომალდების მშენებლობასთან ერთად მათთვის სამშენებლო-სარემონტო მშრალი დოკებიც უნდა აგებულიყო. შავი და ჩრდილოეთის ზღვებისთვის მათი ადგილმდებარეობა ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა შესაბამისად სევასტოპოლსა და მოლოტოვსკში, ხოლო ბალტიის ზღვაზე ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზისა და დოკირების კომპლექსის მშენებლობა ფინეთის ყურის ლუგის უბეში იგეგმებოდა ჯერ კიდევ 1933 წლიდან. თავდაპირველად მისი აგება 1941 წლის ზამთრისთვის იყო ნავარაუდევი. შემდეგ კოპორის ყურეში, იმ დროს დამოუკიდებელი ესტონეთის საზღვრიდან მოშორებით, სარემონტო-სამშენებლო ბაზის შექმნის იდეა გაჩნდა, თუმცა 1938 წელს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარმა სმირნოვმა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ვ. მოლოტოვს ახალი ბაზის უფრო დაცულ ადგილას - ბოლშაია იჟორა-ორანიენბაუმ-სტრელნას რაიონში მშენებლობა შესთავაზა, მომდევნო სახალხო კომისარმა მ. ფრინოვსკიმ კი საბოლოოდ შეაჩერა არჩევანი ბოლშაია იჟორაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები მხოლოდ 23 პროექტის საბოლოო ტექნიკური დამტკიცების შემდეგ გადაიდგა.
ომამდელი საბჭოთა ხომალდმშენებლობის პროგრამაში ხომალდების აგების ღირებულების ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
ხომალდები
|
ღირებულება
1939 წლის ფასებით, რუბლი
|
23 პროექტის სახაზო ხომალდი
|
1 180 000 000
|
69 პროექტის მძიმე (სახაზო) კრეისერი
|
850 000 000
|
1 და 38 პროექტის
ლიდერები
|
|
ქვეყნის ევროპული ნაწილის ქარხნებში
|
29 100 000 – 38 700
000
|
შორეული აღმოსავლეთის ქარხნებში
|
52 150 000 – 52 250
000
|
7 პროექტის
სესკადრო ნაღმოსნები
|
|
ქვეყნის ევროპული ნაწილის ქარხნებში
|
20 400 000 – 27 350
000
|
ქვეყნის ევროპული ნაწილის ქარხნებში
|
37 650 000 – 41 950
000
|
წყალქვეშა ნავები
|
|
XII სერია
|
3 800 000
|
XV სერია
|
5 500 000
|
X სერია
|
7 700 000
|
IX სერია
|
11 000 000
|
XIII სერია
|
13 000 000
|
XIV სერია
|
26 600 000
|
ფინეთის ომში გამარჯვებისა და, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანექსიის შემდეგ, რამაც სსრკ სახელმწიფო საზღვრის დასავლეთისკენ საგრძნობი გადაწევა გამოიწვია, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარიატში კვლავ დაუბრუნდნენ მშრალი დოკის კომპლექსის ნევის უბეში მშენებლობის იდეას. თავდაცვის კომიტეტის 1940 წლის 4 იანვრის დადგენილების თანახმად ამ ბაზის მშენებლობა უბის აღმოსავლეთ ნაპირზე, დასახლება რუჩის რაიონში იგეგმებოდა. 3 630-მეტრიანი ნავმისადგომი კედლის მქონე ბაზას ყველა კლასის ხომალდის ბაზირება უნდა უზრუნველეყო, მათ შორის - ერთი 23 პროექტის სახაზო ხომალდისა და ერთი 69 პროექტის მძიმე კრეისერისა. ბაზის ერთ-ერთი ძირითადი ნაგებობა 350 მეტრი სიგრძისა და 47 მეტრი საშუალო სიგანის (სიმაღლით) მშრალი დოკი და ხომალდსარემონტო სახელოსნოები უნდა ყოფილიყო: მხოლოდ სახელოსნოების საერთო ფართობი 360 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა. მშენებლობის დადგენილი ვადები გამუდმებით იშლებოდა, რის გამოც 1941 წლის 20 ივნისს კუზნეცოვმა თხოვნის წერილით მიმართა სახალხო კომისართ საბჭოს, რომ მომხდარიყო დოკი "რუჩის" მწყობრში შეყვანა არაუგვიანეს 1943 წლის 2-ე კვარტლისა. ანალოგიური დოკები სევასტოპოლში, კილენ-ბალკაში და მოლოტოვსკში, კუნძულ იაგრიზეც შენდებოდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დასრულებულა: მათთან მისადგომი ფარვატერებიც კი არ გააღრმავეს.
გერმანიის სსრკ-ში შეჭრიდან რამდენიმე დღეში სპეციალური დადგენილებით შეწყვიტეს როგორც 23 პროექტის, ასევე - 69 პროექტის ხომალდების მშენებლობა და მთელი ძალები მსუბუქი ხომლადების ასაგებად და სარემონტოდ გადაისროლეს. მშენებლობის შეწყვეტის მომენტისათვის სახაზო ხომალდების ტექნიკური მზადყოფნა შემდეგნაირი იყო: "სოვეტსკი სოიუზი" - 21,19% (გემხარიხაზე უკვე იდო 15 808 ტონა ლითონი, რომლიდანაც 4 278 ტონა ჯავშანი იყო), "სოვეტსკაია უკრაინა" - 17,98% (13 001 ტონა ლითონი, მ.შ. ჯავშანი - 4 278 ტონა), სოვეტსკაია როსია" - 5,04-5,28% (2 125 ტონა ლითონი, ჯავშნის გარეშე). როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მოლოტოვსკში მშენებარე "სოვეტსკაია ბელორუსიას" მშენებლობა მასობრივი წუნის გამო ჯერ კიდევ 1940 წელს შეჩერდა 2,57%-იანი ტექნიკური მზადყოფნისას, როდესაც გემხარიხაზე უკვე იდო 2 648 ტონა ლითონი (ჯავშნის გარეშე). ამასთან, სათაო "სოვეტსკი სოიუზისათვის" დამაზადებელ ქარხანას საკუთარი სამუშაოების მიხედვით 30,72%-იანი მზადყოფნა ჰქონდა, თუმცა კონტრაგენტი მომწოდებლების შემთხვევაში - მხოლოდ 6,23%. ხომალდის კორპუსი ჯერ კიდევ არდაფენილი ზედა გემბანის ქვეშ ძირითადად აწყობილი იყო, ხოლო უკვე დაფენილი ქვედა გემბანის ქვეშ მთლიანად იყო შესრულებული, კიჩოს ნაწილი კი - 80-85%-ით აწყობილი. გემხარიხაზე დალაგებული ლითონი, სამაგრებისა და ფუნდამენტების ჩათვლით, ლითონის კორპუსის საერთო მასის 87,5%-ს შეადგენდა, თუმცა ჯავშნის ნაწილში ეს ნიშნული მხოლოდ 18,3% იყო.
"სოვეტსკაია უკრაინა" სათაო ხომალდს რამდენადმე ჩამორჩებოდა ტექნიკურ მზადყოფნაში. მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი (გარდა წყალსაქაჩი ტურბინებისა) არცერთ ხომალდზე არ იყო დაწყებული, რადგან ეს მოწყობილობები ქარხნებში მიღებული არ ჰქონდათ. მოლოტოვსკში კი, სადაც შვეიცარიიდან უკვე ჩამოვიდა ტურბოკბილანა აგრეგატებისა და მთავარი ქვაბების სამი კომპლექტი, "სოვეტსკაია როსიას" კორპუსი მშენებლობის ადრეული სტადიიდან ვერ გამოვიდა: ხომალდის საერთო სიგრძის დაახლოებით 70%-ზე (16-184 შპანჰოუტების რაიონში) მხოლოდ ორმაგი ფსკერის კონსტრუქციები იყო შესრულებული და ნაწილობრივ იყო დალაგებული ტიხრების ქვედა სექციები. რაც შეეხება ჯავშანს, მოლოტოვსკის ქარხანამ ის მხოლოდ 490 ტონის ოდენობით მიიღო, თუმცა ეს ჯავშანი ჯერაც არ იყო დალაგებული გემხარიხაზე.
ძირითადი მაკომპლექტებელი ნაწილების, ნაკეთობებისა და აგრეგატების, ჯავშნის, შეიარაღებისა და მოწყობილობების მიწოდების რეტროსპექტიული ანალიზი შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ სსრკ-გერმანიის ომი რომც არ დაწყებულიყო, თვით სათავო "სოვეტსკი სოიუზის" მწყობრში შეყვანის დაგეგმილი ვადაც (1945 წელი) კი განწირული იყო მინიმუმ 3 წლით გადასაწევად, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ სერიულ ხომალდებზე.
გერმანელებმა მათ ხელში ომის წლებში ჩავარდნილი "სოვეტსკაია უკრაინას" კორპუსი ნაწილობრივ დაშალეს (გერმანიაში დაახლოებით 4 000 ტონა ლითონი გაიტანეს), ნიკოლაევიდან უკანდახევისას კი სერიოზული ძალისხმევა მიმართეს ხომალდის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანისკენ, რაც მის დასრულებას პრაქტიკულად გამორიცხავდა: კორპუსი 162-190 შპანჰოუტების რაიონში ააფეთქეს, მთელი რიგი ნაკვეთურები წყლით გაავსეს, ხოლო სამშენებლო ხარაჩოები დაწვეს. ამის შედეგად "სოვეტსკაია უკრაინას" ტექნიკური მზადყოფნა 4%-მდე დავიდა მაშინ, როდესაც ლენინგრადსა და მოლოტოვსკში მშენებარე სახაზო ხომალდების ტექნიკური მზადყოფნა ომის წლებში მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა.
ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე - 1945 წლის იანვარში - ადმირალ კუზნეცოვის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც საბჭოთა ფლოტისთვის საჭირო მომავალი ხომალდების ტიპაჟისა და ძირითადი მახასიათებლების განსასაზღვრავად შეუდგა მასალების მომზადებას. ამ კომისიის მუშაობის შედეგების მიხედვით გენერალურმა საზღვაო შტაბმა სამხედრო ხომალდების მშენებლობის ათწლიანი გეგმის პროექტი დაამუშავა, რომლის მიხედვითაც 1955 წლისათვის საბჭოთა ფლოტების შემადგენლობაში შემდეგი რაოდენობის ხომალდები უნდა ყოფილიყო:
23 პროექტის დაუსრულებელი სახაზო ხომალდების შემდგომი ბედის განსასაზღვრავად 1946 წლის აგვისტოში ახალი კომისია შეიქმნა. საკონსტრუქტორო ბიურო (ЦКБ-17), რომელმაც პროექტ 23-ის ნახაზები და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები განიხილა, საკუთარ დასკვნაში წერდა, რომ მოდერნიზაციის შემდეგაც კი 23 პროექტის ხომალდები თავისი საბრძოლო მახასიათებლებით უკვე აგებული და მწყობრში მყოფი სახაზო ხომალდების უმეტესობას მაინც ჩამორჩებოდნენ, რაც, პრაქტიკულად, ამ ხომალდების შემდგომ მშენებლობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის მიუხედავად კომისია თავის დასკვნას სახაზო ხომალდების ნაწლში საბოლოო გადაწყვეტილებად არ განიხილავდა - "საკითხის სირთულის გამო" (რადგან სტალინი ერთი ხომალდის აგებას უჭერდა მხარს). აქედან გამომდინარე კი ორი ვარიანტი შეიმუშავა: ან ხომალდები გემხარიხებზევე დაეშალათ, ანდა არსებულის ბაზაზე გაუმჯობესებული პროექტი შეექმნათ - ორივე ვარიანტს დაწვრილებითი წერილობითი განმარტებები ახლდა თან.
დასრულების სასარგებლოდ მეტყველებდა ლენინგრადის ხომალდმშენებელ ქარხანაში არსებული 23 პროექტის ხომალდის დაახლოებით 20%-იან ტექნიკურ მზადყოფნაში არსებული კორპუსი და შვეიცარიიდან მოლოტოვსკში ჯერ კიდევ ომამდე ჩატანილი მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატების 3 კომპლექტი, რომელთა ჩადგმა სრულიად შესაძლებელი იყო ამ კორპუსში ტურბინების უკვე არსებული საზირკვლების სათანადოდ გადაკეთების შემდეგ.
ხომალდების დაშლის არგუმენტები ბევრად უფრო მეტი და ბევრად უფრო სერიოზული და წონიანი იყო: 1936-1939 წლებში დამუშავებული პროექტი განვლილი პერიოდისა და ამ დროის მანძილზე სახაზო (და არა მხოლოდ სახაზო) ხომალდმშენებლობაში მიმდინარე პროგრესის პირობებში სერიოზულად და საგრძნობლად მოძველდა და ახალ, თანამედროვე მოთხოვნებს აბსოლუტურად ვეღარ პასუხობდა: საზენიტო შეიარაღება აშკარად აღარ კმაროდა, რადიოლოკატორი არ ჰქონდა, გემბანის შეჯავშნა სუსტი იყო, ფსკერის დაცვა - მცირე, მაგნიტური ნაღმების წინააღმდეგ მოქმედი განმამაგნიტებელი მოწყობილობა არ ჰქონდა, მექანიზმებისა და მოწყობილობების მექანიზაცია ან საერთოდ არ არსებობდა, ანდა ძალიან სუსტ და პრიმიტიულ დონეზე იყო. ამას გარდა აღინიშნებოდა, რომ სვლის სისწრაფე არასაკმარისი იყო, რაც რეალური ბრძოლის პირობებში ხომალდს საშუალებას არ აძლევდა, ბრძოლის დისტანცია თავად შეერჩია და მოწინააღმდეგე თავისთვის ხელსაყრელ მანძილსა და საკურსო კუთხეებზე ჰყოლოდა. შედარება იმ დროისათვის ყველაზე მძლავრ ამერიკულ სახაზო ხომალდთან - "მონტანასთან" მიმდინარეობდა: საბჭოთა კავშირში იცოდნენ, რომ "აიოვას" კლასის სახაზო ხომალდების შემდეგ ამერიკაში 1941 წლიდან "მონტანას" კლასის 5 ხომალდის ("მონტანა", "ოჰაიო", "მენი", "ნიუ ჰემპშირი" და "ლუიზიანა") მშენებლობას გეგმავდნენ და პირველი ორის აგება დაიწყეს კიდეც. თუმცა აღარავინ ითვალისწინებდა, რომ ამ ხომალდების მშენებლობა ჯერ ნელა მიმდინარეობდა, 1942 წლის ივნისში საერთოდ შეაჩერეს და 1943 წლის ივლისში ხუთივეს შეკვეთა გააუქმეს.
23 პროექტის ხომალდების მშენებლობის დასრულების საწინააღმდეგოდ ასეთი კურიოზული არგუმენტიც კი იქნა წამოყენებული: "სახაზო ხომალდის ტაქტიკურ-ტექნიკური ელემენტები გაშიფრულია... იმ ქარხნის ოკუპაციათან დაკავშირებით, რომლის გემხარიხაზეც ხომალდი იგებოდა".
თუმცა უფრო არგუმენტირებული დასაბუთებებიც არსებობდა. მაგალითად, პროექტის კორექტირებასა და სამუშაო ნახაზების გამოშვებისათვის 2-2,5 მილიონი საკონსტრუქტორო საათი იყო საჭირო: ეს კი ЦКБ-17-ის 2-3-წლიან მუშაობას ნიშნავდა, რა დროსაც ის ყველა სხვა საქმიანობისგან სრულად უნდა ყოფილიყო განთავისუფლებული. ამასთან ერთად სხვა ორგანიზაციების დატვირთვაც იყო გასათვალისწინებელი. ყოველივე ეს კი საბოლოოდ აბსოლუტურად არახელსაყრელად აისახებოდა ახალი პროგრამის ხომალდების (82 პროექტის მძიმე (სახაზო) და 68/68бис/68К და 65 პროექტების მსუბუქ კრეისერების) პროექტების დამუშავებაზე. გარდა ამისა, კომისიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი სახაზო ხომალდის აგება ინდივიდუალური პროექტით და, შესაბამისად, ინდივიდუალური მოწყობილობებით, ეკონომიკური, ფინანსური და საწარმოო თვალსაზრისით არარენტაბელური იქნებოდა და ამ მოწყობილობების დასამზადებლად შეკვეთების განაწილებისას მნიშვნელოვან სირთულეებს გამოიწვევდა. პირველ რიგში ეს სირთულე უკიდურესი სისქის ჯავშნის დამზადებასთან იყო დაკავშირებული, რომლის დამზადების ათვისებაც 1941 წლამდე ვერ მოესწრო და, შესაბამისად, ამ კუთხით სირთულეები საერთოდ არ იყო გადალახული. მსგავსი სიტუაცია იყო ყველა სახის საარტილერიო კოშკების, ცეცხლის მართვის სისტემებისა და ელექტროტექნიკური მოწყობილობების მხრივაც. შრომატევადობის მიხედვით კომისია 23 პროექტის ერთი ხომალდის აგებას 68 პროექტის მსუბუქი კრეისერების 6 ერთეულის აგებას უთანაბრებდა (ეს უკანასკნელნი კი ბევრად უფრო პრიორიტეტულად ითვლებოდა).
ხომალდმშენებელი სამინისტროს ხელმძღვანელობა 23 პროექტის სახაზო ხომალდების აგების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რაშიც მას გულმოდგინედ უჭერდა მხარს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმშენებლობის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი - ადმირალი ისაჩენკოვი - 1946 წლის მარტში გენერალურ შტაბს მოახსენებდა: "სახაზო ხომალდ "სოვეტსკი სოიუზის" აგების დასრულების შემთხვევაში პროექტის სერიოზული გადამუშავება მოგვიწევს, რაც არანაკლებ 2-3 წელიწადს დაიკავებს, თანაც ამ შემთხვევაშიც კი ვერ მივიღებთ თანამედროვე სახაზო ხომალდს. მიზანშეწონილად ვთვლი, "სოვეტსკი სოიუზის" მშენებლობა არ დასრულდეს და ის დაიშალოს".
1947 წლის 24 მარტს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება გამოვიდა "ომისწინა და ომის პერიოდის დაუსრულებელი ხომალდების შესახებ". სახაზო ხომალდებიდან ეს დადგენილება მხოლოდ "სოვეტსკი სოიუზს", "სოვეტსკაია უკრაინას" და "სოვეტსკაია როსიას" ეხებოდა, რომლებიც გემხარიხებზევე უნდა დაშლილიყო, ხოლო მინისტრთა საბჭოს 1948 წლის 29 მაისის დადგენილების თანახმად, რომელიც უკვე მხოლოდ "სოვეტსკი სოიუზს" ეხებოდა, ხომალდის კორპუსი 1949 წელს დაშალეს, ერთი ნაკვეთური კი (108-114-ე შპანჰოუტი) წყალში ჩაუშვეს და წყალქვეშა დაცვის ნატურული გამოცდებისათვის აღჭურვეს, თუმცა ეს გამოცდები არასდროს ჩატარებულა.
საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომისწინა პერიოდში მშენებარე სახაზო ხომალდებისა და მძიმე (სახაზო) კრეისერების მშენებლობის მთელმა პერიპეტიებმა, რომელზეც ამ და წინა ნაწილში გვქონდა საუბარი, თვალნათლივ აჩვენა, რომ ქვეყნის მრეწველობის სხვა დარგებში აპრობირებული და საკმაოდ ხშირად (საავიაცო, საავტომობილო, სატანკო, საარტილერიო, ენერგეტიკულ, მსუბუქ მრეწველობაში) გამართლებული "დიდი ნახტომის" მეთოდი, როდესაც უცხოური ტექნიკური დახმარებითა და ულევი და უიაფესი შიდა რესურსის გამოყენებით დათვლილ წლებში ხდებოდა შესაძლებელი საუკეთესო მსოფლიო დონის მიღწევა და პროდუქციის მსხვილი სერიებით გამოშვება, დიდი წყალზედა ხომალდმშენებლობის შემთხვევაში სრულიად გაუმართლებელი და არარეალური აღმოჩნდა.
საქმე იმაშია, რომ თავისთავად ისეთი კაპიტალური საბრძოლო ხომალდი, როგორიცაა ავიამზიდი, სახაზო კრეისერი ან სახაზო ხომალდი, არაა ტანკის, თვითმფრინავის ან, თუნდაც, საესკადრო ნაღმოსნის მსგავსი ჩვეულებრივი სერიული პროდუქტი იმის მიუხედავად, რომ ასეთი კაპიტალური ხომალდები ძალიან ხშირად იგებოდა რამდენიმე ერთეულისგან შემდგარი სერიით (მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ამერიკული "ესექსის" კლასის საესკადრო ავიამზიდები კი საერთოდ ორ ათეულზე მეტი აიგო). სახაზო ხომალდები, ან სხვა ჩამოთვლილი კლასების ხომალდები შეუძლებელია, რომ ცოტა იყოს - ერთი ასეთი ხომალდიც კი უკვე ბევრია. ძალიან ბევრი. ასეთი ხომალდის აგებისა და არსებობის შესახებ ყველამ იცის, მისი მშენებლობა პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ქალაქის მშენებლობისგან, მის წყალში ჩაშვებას სახელმწიფოს მეთაურები ესწრებიან, ხოლო მისი დაკარგვა ეროვნული ტრაგედიის ტოლფასი ხდება. მეტისმეტად უტრირებული და გამარტივებული სახით ეს მოვლენა ფეხმძიმობას ჰგავს; არ შეიძლება, ქალი ცოტათი იყოს ფეხმძიმედ: ის ან არის ფეხმძიმედ, ან - არა და თუ ამ ფეხმძიმობის შემდეგ ოთხი, სამი ან ორი ტყუპი კი არა, თუნდაც ერთი ბავშვი დაიბადება, ვერავინ იტყვის, რომ ქალმა ცოტა გააჩინა. მაგრამ თუკი 9-თვიანი ფეხმძიმობის შემდეგ ქალმა საერთოდ ვერაფერი გააჩინა, ან მძიმე და სერიოზულ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, ანდა ფეხმძიმობა საერთოდაც არ ყოფილა. საბჭოთა კავშირი 1936 წელს 30 სახაზო ხომალდისა და მძიმე (ფაქტიურად - სახაზო) კრეისერის გაჩენას გეგმავდა, 1938 წელს ექვსით (ოთხი სახაზო ხომალდი და ორი მძიმე კრეისერი) დაფეხმძიმდა, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც ერთი ვერ გააჩინა. მაშ რაშია საქმე: "საპნის ოპერების" თაღლითი და არამზადა პერსონაჟების მსგავსად საბჭოთა კავშირი მხოლოდ ტვინის არევით იყო დაკავებული, კაბის ქვეშ კი ბალიშს ატარებდა, თუ საქმე სერიოზულ და მძიმე ავადმყოფობასთან გვაქვს?!
თავად განსაჯეთ.
...ჩვენი თხრობა სრული ვერ იქნება, თუკი კიდევ ერთ - 24 პროექტის საბჭოთა სახაზო ხომალდზე არ ვისაუბრებთ.
ახალი სახაზო ხომალდის წინასწარი ტექნიკური დავალების დამუშავება 1941 წლის იანვრიდან დაიწყო და 1941 წლის 8 მაისს ის ადმირალმა კუზნეცოვმა დაამტკიცა. დავალებაში მითითებული იყო, რომ "სახაზო ხომალდის მთავარი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის სახაზო ხომალდებთან ბრძოლა როგორც ჩვენს ტერიტორიასთან არსებულ ზღვებში, ასევე - საოკეანო სივრცეებზე. დამატებითი დანიშნულების სახით სახაზო ხომალდი შეიძლება გამოყენებული იქნას მსხვილი კალიბრის სანაპირო ბატარეების ჩასახშობად, მოწინააღმდეგის ფლანგებზე არსებული გამაგრებული სიმაგრეებისა და ზურგის ობიექტების დასაბომბად".
23 პროექტის მსგავსი მთავარი და ნაღმსაწინააღმდეგო კალიბრის შენარჩუნების პირობებში მსხვილი საზენიტო კალიბრის (100 მმ) ლულების რაოდენობა ახალ, სტაბილიზირებულ დანადგარებში 16-მდე უნდა გაზრდილიყო, ხოლო 37 მმ-იანი ავტომატების რაოდენობა - 44-მდე. ნავარაუდევი იყო 100- და 152 მმ-იანი არტილერიის ნაცვლად 130 მმ-იანი უნივერსალური არტილერიის 24-ქვემეხიანი ვერსიის დამუშავებაც. ბორტზე არსებული ჰიდროთვითმფრინავების რაოდენობა ექვსამდე უნდა გაზრდილიყო და მათი წყლიდან მიღების შესაძლებლობა 18-კვანძიანი სვლის პირობებშიც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
ჯავშნის დაცვას 80-120 კაბელტოვის (14,8-22,2 კმ) სიშორიდან გამოსროლილი 406 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისა (საკურსო კუთხეები - 0-75 გრადუსი და 105-180 გრადუსი) და 5 000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოგდებული 1 000-კილოგრამიანი ჯავშანგამტანი ბომბების მოხვედრისთვის, ხოლო ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას 500-კილოგრამიანი მუხტის აფეთქებისთვის უნდა გაეძლო, თანაც ამ სისტემაში ფსკერის დაცვაც იყო გათვალისწინებული. მაქსიმალური სისწრაფე 30 კვანძი უნდა ყოფილიყო, 18-კვანძიანი სვლით ცურვის სიშორე კი - 10 000 საზღვაო მილი. ავტონომიურობა სურსათის მიხედვით - 25 დღე-ღამე. ამ ტექნიკური დავალების თუნდაც წინასწარი პროექტის სახით რეალიზაციას საბჭოთა კავშირში გერმანიის შეჭრამ შეუშალა ხელი.
1943 წლის ბოლოდან სახაზო ხომალდებზე მუშაობა ЦКБ-17-ს დაევალა, რომელსაც, მიმდინარე ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით, წინასწარი ტექნიკური მოთხოვნილებები "დაუზუსტეს", რაც კუზნეცოვმა 1944 წლის 15 ივნისს დაამტკიცა: ეს, უპირველეს ყოვლისა, 100- და 152 მმ-იან არტილერიას ეხებოდა, რომლებიც 12 ორქვემეხიან დანადგარში განაწილებული 24 უნივერსალური 130 მმ-იანი ქვემეხით უნდა შეცვლილიყო, ხოლო 37 მმ-იანი ავტომატების ნაცვლად 12 ოთხლულიანი 45 მმ-იანი დანადგარი უნდა გამოეყენებინათ. წინანდელი ძირითადი ვარიანტი (თორმეტი 152 მმ-იანი და თექვსმეტი 100 მმ-იანი ქვემეხი) სათადარიგო გახდა.
გარდა ამისა, ხომალდის კონსტრუქციული დაცვისა და სიცოცხლისუნარიანობისადმი წაყენებული მოთხოვნილებები გააღრმავეს და განავითარეს: ხომალდის ცხვირისა და კიჩოს დაბოლოებები 406 მმ-იანი ფუგასური ჭურვებისაგან უნდა ყოფილიყო დაცული 80-დან 200 კაბელტოვ (14,8-37,4 კმ) მანძილამდე. ამას გარდა სახაზო ხომალდს რამდენიმე ტორპედოს ერთდრული მოხვედრისთვის უნდა გაეძლო: "სასურველია, სახაზო ხომალდმა თუნდაც მცირე სვლით მოძრაობის და ბრძოლის წარმოების/გაგრძელების უნარი შეინარჩუნოს 533 მმ-იანი ტორპედების 4-5 ერთდროული, ყველაზე უარესი ვარიანტით მოხვედრის შემდეგაც კი, გარდა ყველა სატურბინო ან საქვაბე განყოფილების ერთდრული ჩაძირვისა". სრული სვლის სისწრაფე 30 კვანძი რჩებოდა, 18-კვანძიანი სვლით ცურვის სიშორე კი 8 000 მილამდე მცირდებოდა. "დაზუსტებებში" განსაკუთრებულად იყო აღნიშნული ხომალდზე რადიოსალოკაციო საშუალებების დადგმის აუცილებლობა.
1944-1945 წლებში 24 პროექტის სახაზო ხომალდის ესკიზური პროექტის დამუშავება ამერიკული "მონტანაზე" ორიენტირებით ხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ ამერიკაში ამ ტიპის ხომალდების მშენებლობის შეკვეთა გააუქმეს, ხოლო უკვე დაწყებული "მონტანა" და "ოჰაიო" გემხარიხებზევე დაშალეს, ერთადერთ საორიენტაციო მოწინააღმდეგედ ამერიკული "აიოვები" დარჩა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც ხდებოდა კიდეც შემდგომი გაანგარიშებები პროექტზე მუშაობის მსვლელობისას. თუმცა დოკუმენტებსა და მოთხოვნილებებში ხანდახან კვლავინდებურად წამოტივტივდებოდა ხოლმე არარსებული "მონტანა". ეს, როგორც ჩანს, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ "აიოვების" ტაქტიკურ-ტექნიკური ელემენტები 24 პროექტის სახაზო ხომალდების მახასიათებლების ასამაღლებლად არასაკმარის სტიმულად მიიჩნეოდა. 1945 წლის დასაწყისიდან პროფესორ სტავიცკის კომისიამ ე.წ. "საშუალო" სახაზო ხომალდის წინასწარი ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების შემუშავების იდეა წამოაყენა, რომლის სტანდარტული წყალწყვა 75 000 ტონა უნდა ყოფილიყო, შეიარაღება კი - ცხრა 406 მმ-იანი ქვემეხი.
1945 წლის აგვისტოში სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ ხომალდმშენებლობის სახალხო კომისარიატისთვის გაფორმებული განაცხადის მიხედვით 1946-1955 წლებში, სხვა სახის ხომალდებთან ერთად (იხ. ზევით), 9 სახაზო ხომალდის მშენებლობაც იყო გათვალისწინებული. განაცხადში 6-6 საესკადრო და საესკორტო ავიამზიდიც შედიოდა, თუმცა ამ ხომალდებს ფლოტის მთავარი დამრტყმელი ძალის ფუნქცია კი არა (რაც სულ ახლახანს დასრულებულმა ომმა დაადასტურა), სახომალდო შენაერთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის დამხმარე ფუნქცია ეკისრებოდათ და, ამიტომ, სტალინმა ისინი დაიწუნა. ამ დროისათვის ბელადმა სახაზო ხომალდებისადმი თავისი წინანდელი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა და 1945 წლის 27 სექტემბერს, ხომალდმშენებლობის ახალი ათწლიანი პროგრამის განხილვის მიზნით გამართულ თათბირზე, მისი გამონათქვამები სახაზო ხომალდების მისამართით საკმაოდ სკეპტიკური იყო. კუზნეცოვის სიტყვებზე, ფლოტის განაცხადში პირვანდელი 9 სახაზო ხომალდის რაოდენობა ოთხამდეა შემცირებულიო, სტალინმა შენიშნა: "თქვენს ადგილას სახაზო ხომალდების რაოდენობას კიდევ შევამცირებდი". სტალინის შენიშვნები, გარდა სახაზო ხომალდებზე ფაქტიურად უარის თქმისა, ძირითადად კრეისერებს ეხებოდა: ის ვერ ხედავდა 220- და 180 მმ-იანი არტილერიით შეიარაღებული კრეისერების აუცილებლობას და, ამიტომ, მათ ნაცვლად, ახალი თაობის მძიმე (ფაქტიურად სახაზო) კრეისერების მშენებლობის წინადადება წამოაყენა. თათბირის დასრულების შემდეგ ფლოტის განაცხადმა შემდეგი სახე მიიღო:
საბოლოო ჯამში 1945 წლის 27 ნოემბერს მიღებულ საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებაში სწორედ ეს ციფრები და ხომალდები ფიგურირებდა, ხოლო ორი ახალი სახაზო ხომალდის მშენებლობის დაწყების ვადად 1955 წელი იყო ნახსენები.
1945 წლის 19 დეკემბერს კუზნეცოვმა 24 პროექტის სახაზო ხომალდის ძირითადი მოთხოვნილებები დაამტკიცა.
ხომალდის დანიშნულება იყო:
დამატებითი ამოცანები იყო:
ხომალდის წყალწყვა არ იზღუდებოდა, თუმცა აღინიშნებოდა წყალქვეშა ნაწილის მაქსიმალურად დასაშვები სიდიდე - არაუმეტეს 10,5 მეტრისა.
ხომალდის საარტილერიო შეიარაღება (სამი სამქვემეხიანი 406 მმ-იანი კოშკი, თორმეტი ორქვემეხიანი 130 მმ-იანი უნივერსალური კოშკი, თორმეტი ოთხქვემეხიანი 45 მმ-იანი დანადგარი და სამოცი 25 მმ-იანი ავტომატი ორ- და ოთხქვემეხიან დანადგარებში) "აიოვასთან" მიახლოებულად მოიაზრებოდა, თუმცა საბჭოთა ფლოტისთვის ტრადიციული ვარიანტის (თორმეტი 152 მმ-იანი და თექვსმეტი 100 მმ-იანი ქვემეხი) დამატებით დამუშავებაც განიხილებოდა. გათვალისწინებული იყო "რადიოლოკაციური დანადგარები ყველა კალიბრით სროლის უზრუნველსაყოფად, ოთხი 150 სმ-იანი პროჟექტორი დისტანციური მართვითა და ცეცხლის მართვის პოსტიდან და რადიოლოკატორებიდან დამიზნების უზრუნველყოფით", აგრეთვე - ორი რეაქტიული 24-ლულიანი ნავსაწინააღმდეგო ბომბსატყორცნი. საავიაციო შეიარაღება ექვსი ჰიდროთვითმფრინავისა და იუტზე განლაგებული ორი კატაპულტისგან უნდა შემდგარიყო.
სამეთვალყურეო საშუალებები "ზღვასა და ჰაერში, წრიული ხედვით, შორ და ახლო მანძილებზე მეთვალყურეობის, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გამანადგურებლების დამიზნებისა და მათი ბრძოლის მართვის", რადიოხარვეზებისა და რადიობარიერების დადგმის, ამოცნობის და სანავიგაციო რადიოსალოკაციო დანადგარებისგან უნდა შემდგარიყო. რადიოკავშირის საშუალებებს მტკიცე და უწყვეტი კავშირი 8 000 მილის მანძილზე უნდა უზრუნველეყოთ.
შეჯავშნის, ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის, ჩაუძირავობის უზრუნველყოფის, სრული სვლის სისწრაფის და ცურვის სიშორის ძირითადი მოთხოვნილებები პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც 1941 წლის წინასწარ ტექნიკურ დავალებაში იდო, 1944 წლის "დაზუსტებებით'. ახალი იყო მხოლოდ საბორტო რყევის დამაწყნარებლების დადგმის მოთხოვნილება, რომლებსაც 8-9-ბალიანი ღელვის პირობებში ხომალდის რყევა 5-6 გრადუსამდე უნდა შეემცირებინათ, რაც იარაღის გამოყენების საშუალებას იძლეოდა.
საბჭოთა მთავრობის მიერ დამტკიცებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმშენებლობის გეგმის თანახმად 24 პროექტის სახაზო ხომალდის ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების გაცემა 1949 წელს იგულისხმებოდა, ესკიზური პროექტის მომზადება - 1951 წელს, ტექნიკური პროექტის კი - 1952 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პერიოდში ყველა საზღვაო სახელმწიფოს ჯერ კიდევ ჰყავდა მწყობრში დაახლოებით 40 სახაზო ხომალდი და ახალი სახაზო ხომალდების მშენებლობაც გრძელდებოდა: ამერიკაში "აიოვას" კლასის მეხუთე სახაზო ხომალდს - "კენტუკის" აგებდნენ (თავიდან ეს ხომალდი "მონტანას" კლასის ხომალდად იყო ჩაფიქრებული და ამ სახითვე დაიწყო მშენებლობაც, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ამერიკის ფლოტს გაცილებით უფრო ესაჭიროებოდა "აიოვას" მსგავსი სწრაფმავალი სახაზო ხომალდები ავიამზიდი შენაერთებისათვის და "კენტუკისა" და მისი სისტერშიპის - "ილინოისის" მშენებლობაც "აიოვას" პროექტით განაგრძეს. მშენებლობა 1950 წელს შეწყდა), საფრანგეთში - ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაწყებულ "ჟან ბარს" (დაასრულეს და მწყობრში შეიყვანეს 1949 წელს), ინგლისში - "ვენგარდს" (მწყობრში შეიყვანეს 1946 წლის გაზაფხულზე).
ამ პირობებში საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება, ომამდელი პერიოდის მსგავსად გაეგრძელებინათ დიდი საარტილერიო ხომალდების მშენებლობა, სრულიად კანონზომიერი ჩანს, თუმცა, თუკი ამერიკასა და ინგლისს მწყობრსა და მშენებლობის პროცესში უამრავი სხვადასხვა კლასის ავიამზიდი ჰყავდათ (მწყობრში - 150 (მათგან 106 - საესკორტო), გემხარიხებზე - კიდევ 30), საბჭოთა კავშირში, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილების მიუხედავად, ავიამზიდებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდებოდა. ეს კი მკვეთრად ზღუდავდა საოკეანო სახომალდო შენაერთის როგორც დამრტყმელ, ასევე - ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესაძლებლობებს, რაზედაც საბჭოთა კავშირში ამჯობინებდნენ, სულაც არ ეფიქრათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთჩამოთვლილი უცხოური სახაზო ხომალდების მშენებლობა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდნენ თავიანთი ქვეყნების ფლოტების შემადგენლობაში, ჯერ კიდევ ამ ომის სულ წინ, ანდა მისი მსვლელობისას დაიწყო და ომის დასასრულისათვის მათი ტექნიკური მზადყოფნა, როგორც წესი, 70-80%-ს აჭარბებდა ("ჟან ბარი" კი უკვე დაცურავდა კიდეც და მასზე მხოლოდ შეიარაღების და დამხმარე მოწყობილობების ნაწილის მონტაჟი იყო საჭირო): შესაბამისად, მათი დასრულების და მწყობრში შეყვანის როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ-ეკონომიკური არგუმენტები ურყევი იყო. თანაც ამ საზღვაო სახელმწიფოებმა ჩამოთვლილი ხომალდების მწყობრში შეყვანით მთლიანად დაასრულეს მძიმედ შეჯავშნული დიდი საარტილერიო ხომალდების ერა საკუთარ ფლოტებში და ასეთი ხომალდები აღარც დაუპროექტებიათ და აღარც აუგიათ. საბჭოთა კავშირი კი მეორე მსოფლიო ომისშემდგომ მსოფლიოში ერთადერთ სახელმწიფოდ დარჩა, რომელშიც კვლავ გრძელდებოდა უკვე წარსული ეპოქის დიდი საარტილერიო ხომალდების დაპროექტება და აგება: ამას პოლიტიკური და ტექნიკური სიბეცის გარდა სხვა სახელს ვერ ვუწოდებთ.
1948 წელს 24 პროექტის ხომალდზე სამუშაო ЦКБ-17-დან ახლადშექმნილ ЦКБ-Л-ს (ЦКБ-16) გადაეცა, სადაც, ძირითადად, სხვადასხვა კერძო საკითხების დამუშავება მიმდინარეობდა. 1949 წლის ივნისისათვის სამხედრო ხომალდმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ЦНИИВК) წინაესკიზური პროექტის 14 ვარიანტი დაამუშავა (თერთმეტი - 406 მმ-იანი მთავარი კალიბრით და სამი - 457 მმ-იანი მთავარი კალიბრით), რომლებიც ერთმანეთისაგან, ძირითადად, უნივერსალური ქვემეხების კალიბრითა და განლაგებით (ოცდაოთხი 130 მმ-იანი, ოცდაოთხი 152 მმ-იანი, თორმეტი 152 მმ-იანი და თექვსმეტი 100 მმ-იანი, ასეთივე, ოღონდ არაუნივერსალური 152 მმ-იანი ქვემეხებით და ა.შ.), აგრეთვე - შეჯავშნის სქემებით განსხვავდებოდა. მათი სტანდარტული წყალწყვა 80 000-100 000 ტონის ფარგლებში მერყეობდა, სვლის მაქსიმალური საპროექტო სისწრაფე კი - 28-29 კვანძის ფარგლებში.
24 პროექტის სახაზო ხომალდის შემდგომი დამუშავებისათვის საჭირო რეკომენდაციების გამოსამუშავებლად სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომლის რეკომენდაციებიც შემდეგნაირი იყო:
ფლოტის მთავარმა შტაბმა მოიწონა კომისიის რეკომენდაციები, წყალქვეშა ნაწილის მაქსიმალურ ნიშნულად 11,5 მეტრი განსაზღვრა და სახაზო ხომალდის ეკიპაჟის კომპლექტაცია დაამტკიცა (2700 კაცი: 164 ოფიცერი, 200 მიჩმანი და მთავარი ზემდეგი, 2 336 მეზღვაური; საფლაგმანო ხომალდის შემთხვევაში - დამატებით 83 კაცი: 50 ოფიცერი, 12 მიჩმანი და მთავარი ზემდეგი, 21 მეზღვაური).
1949 წლის სექტემბერში კომისიის მუშაობის შედეგები და დასკვნები სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალს ადმირალ იუმაშევს (ადმირალი კუზნეცოვი სტალინმა 1947 წლის იანვარში მოხსნა ფლოტის მთავარსარდლის თანამდებობიდან ხომალდმშენებლობის გეგმებში ბელადსა და ადმირალს შორის წარმოშობილი უთანხმოებების გამო) მოახსენეს. მოხსენებაში სამხედრო-საზღვაო ძალების სხვადასხვა დაწესებულების აზრებიც იყო ასახული:
იუმაშევმა კომისიის დასკვნები დაამტკიცა და სამი სამქვემეხიანი 457 მმ-იანი დანადგარითა და სამი სამქვემეხიანი 406 მმ-იანი დანადგარით აღჭურვილი სახაზო ხომალდების ვარიანტების დამუშავების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელთა ქვევარიანტებსაც ოთხლულიანი 130 მმ-იანი უნივერსალური დანადგარები უნდა ჰქონოდა.
1949 წლის მეორე ნახევარში 457 მმ-იანი მთავარი კალიბრის კოშკისა და მისი სარდაფების პროექტის წინასწარი დამუშავება შედგა. ის მნიშვნელოვნად აჭარბებდა მსოფლიოში მანამდე არსებულ ყველა დანადგარს როგორც სროლის სიშორით (52 კმ), ასევე - ჭურვის წონით (1 720 კგ-მდე) და მასაგაბარიტული მონაცემებით (ეს ნიშნული 406 მმ-იანი სამქვემეხიანი МК-1М-ის მასას თითქმის ორჯერ აღემატებოდა) და, შესაბამისად, 24 პროექტის ხომალდზე სამი 406 მმ-იანი დანადგარის სამი 457 მმ-იანი დანადგარით შეცვლა ხომალდის სტანდარტულ წყალწყვას 86 000 ტონამდე ზრდიდა.
სტალინი პერიოდულად ინტერესდებოდა სახაზო ხომალდის მიმართულებით წარმოებული სამუშაოებით და მისი ნელი ტემპითა და ხომალდის დიდი წყალწყვით გამოწვეულ უკმაყოფილებას არ მალავდა. 1950 წელს მან "ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების დამუშავებისა და მთავრობაში დასამტკიცებლად უსწრაფესად წარდგენის" მითითება გასცა, თანაც აქვე აღნიშნა, რომ "ჩვენი კონსტრუქტორები ხომალდების დიდი წყალწყვით არიან გატაცებულნი და, როგორც ჩანს, სახაზო ხომალდის წყალწყვას ბერავენ". მეორე მხრივ სტალინმა 1950 წლის 4 მარტს გამართულ თათბირზე იუმაშევს, სახაზო ხომალდის თაობაზე შეკითხვის პასუხად, უთხრა: "თუკი ახლა მაინცდამაინც არაფერი საქმე არ გაქვთ, სახაზო ხომალდს მიხედეთ", ხოლო კითხვაზე, ამ ხომალდზე როგორი ქვემეხები დაედგათ, უპასუხა: "არაუმეტეს ცხრა 406 მილიმეტრიანისა".
1950 წლის 21 მარტს პროექტების ვარიანტები იქნა განხილული და გადაწყდა, ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების საფუძვლად წინაესკიზური პროექტის XIII ვარიანტი გამხდარიყო, რომელიც "საშუალო" სახაზო ხომალდს წარმოადგენდა. ის შეიარაღებული უნდა ყოფილიყო 3 სამქვემეხიანი 406 მმ-იანი მთავარი კალიბრის, 12 ორქვემეხიანი 130 მმ-იანი უნივერსალური, 12 ოთხლულიანი 45 მმ-იანი და 12 ოთხლულიანი 25 მმ-იანი საარტილერიო დანადგარით, საავიაციო შეიარაღების გარეშე, შეჯავშნით, რომელიც უზრუნველყოფდა 406 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან დაცვას 100-160 კაბელტოვის (18,5-29,6 კმ) დისტანციებზე, აგრეთვე - 4 000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოგდებული 1 000-კილოგრამიანი ჯავშანგამტანი ბომბისგან დაცვას. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას 900 კგ ტროტილის აფეთქებისგან დაცვა უნდა უზრუნველეყო: კონტაქტური - ბორტისთვის და არაკონტაქტური - ფსკერისთვის. ხომალდის საერთო ჩაუძირავობა ერთდროულად 7-8 ნაკვეთურის ჩაძირვის პირობებშიც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, საბრძოლო ჩაუძირავობა კი - 5 ნაკვეთურის ჩაძირვის პირობებში. 30-კვანძიანი სრული სვლის უზრუნველსაყოფად სახაზო ხომალდს 280 000-ცხენისძალიანი (4X70 000 ც.ძ.) მთავარი ენერგეტიკული აგრეგატი უნდა ჰქონოდა, ცურვის სიშორე 18-კვანძიანი სვლით - 6 000 მილი. სტანდარტული წყალწყვა 74 000-76 500 ტონის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.
1950 წლის 18 აპრილს იუმაშევმა ეს ელემენტები დაამტკიცა და 16-18 მაისს წყალწვის მაქსიმალურად შემცირების მითითებები გასცა, ამასობაში კი სამხედრო ხომალდმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წინაესკიზური პროექტის XIII ვარიანტს საბოლოოდ დამტიკცებულ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნილებებს არგებდა. საბოლოოდ, ყველა ელემენტის დაზუსტების შემდეგ, პროექტის სტანდარტული წყალწყვა 72 500 ტონა გახდა, სრული წყალწყვა კი - 81 150 ტონა.
"აიოვას" ტიპის სახაზო ხომალდებთან 24 პროექტის სახაზო ხომალდების შედარებისას თვალშისაცემი ხდება მათი დაახლოებით მსგავსი შეიარაღება, თუმცა ამერიკული ხომალდი შესამჩნევად აღემატებოდა საბჭოთა პროექტს უნივერსალური და საშუალო საზენიტო კალიბრის ლულების რაოდენობაში, სისწრაფეში, ცურვის სიშორესა და საბრძოლო მარაგში, მაგრამ ასევე შესამჩნევად ჩამორჩებოდა წყალზედა და წყალქვეშა დაცვაში. საბჭოთა პროექტის ხსენებული უპირატესობა რაიმე კონსტრუქციულ-ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიღწევის კი არა, საერთო ზომებისა და წყალწყვის მნიშვნელოვანი (1,4-ჯერ) ზრდის გზით იქნა მიღებული: სწორედ ამის გამო იყო საბჭოთა ხომალდის საპროექტო სისწრაფე უფრო მცირე, ვიდრე ამერიკულისა, მიუხედავად იმისა, რომ "აიოვა" ძრავების სიმძლავრეში 24 პროექტის სახაზო ხომალდს დაახლოებით 1,3-ჯერ ჩამორჩებოდა.
ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების მიხედვით 24 პროექტის სახაზო ხომალდის საწვავის საერთო მარაგი 8 200 ტონას შეადგენდა, რომლითაც მისი ცურვის სიშორე მაქსიმალური, 30-კვანძიანი სისწრაფით სვლისას 2 100 მილი უნდა ყოფილიყო.
საბოლოო ჯამში ასეთი ხომალდის აგების ღირებულება 2 მილიარდ 46 მილიონ რუბლად შეფასდა მაშინ, როდესაც 82 პროექტის ერთი მძიმე (სახაზო) კრეისერის აგება 1 მილიარდ 168 მილიონი რუბლი ჯდებოდა, ხოლო 68бис პროექტის მსუბუქი კრეისერების აგების საშუალო ღირებულება საერთოდ 322 მილიონი რუბლი იყო.
მომზადებული ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება ხომალდმშენებლობის სამინისტროში გაიგზავნა. მინისტრმა მალიშევმა სწორად შეაფასა 1950 წლის 4 მარტის თათბირზე ნათქვამი სტალინის სიტყვები "თუკი ახლა მაინცდამაინც არაფერი საქმე არ გაქვთ, სახაზო ხომალდს მიხედეთ" და სამხედრო-საზღვაო სამინისტროდან მიღებული დავალების შესრულებას არ ჩქარობდა, მით უმეტეს, რომ ასეთი სახაზო ხომალდის მშენებლობის ადგილი უახლოეს პერსპექტივაში არსად იყო. უფრო მეტიც - ხომალდმშენებლობის სამინისტროს სახაზო ხომალდის მიმართულებით ყველა სამუშაო სტალინის ახალი ფავორიტების - 82 პროექტის სახაზო კრეისერების შექმნით დაკავებული ЦКБ-16-დან, სპეციალისტების მცირე ჯგუფთან ერთად, ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გადასცა, რითაც ერთბაშად შეცვალა ამ სამუშაოების მსვლელობა წმინდა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებისკენ.
კვლევით ინსტიტუტში 24 პროექტის კრიტიკული განხილვა გააგრძელეს: კვლავ წამოაყენეს რამდენიმე მცირე სახაზო ხომალდის შექმნის იდეა, რომელთა შენაერთს უფრო ეფექტურად და სწრაფად შეეძლო 24 პროექტის ერთი ხომალდისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულება, ხოლო ერთ ასეთ "მცირე" სახაზო ხომალდს - 82 პროექტის მძიმე (სახაზო) კრეისერებისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულება, თავად პროექტი 24 დაიწუნეს იმ მოტივით, რომ იგი განვლილი მეორე მსოფლიო ომის რეალიებს შეესაბამებოდა და არ ითვალისწინებდა სამხედრო ხომალდმშენებლობაში წარმოქმნილ ახალ (1950 წლისათვის არსებულ) ტენდენციებს და ა.შ.
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოსაზრებები და წინასწარი გეგმა-მონახაზები საზღვაო სამინისტროში გაიგზავნა, თუმცა იუმაშევმა მალიშევის ეს წინადადებები კატეგორიულად უარყო და დაჟინებით მოითხოვა უკვე შემუშავებული ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების მთავრობის სხდომაზე გატანა, მისი დამტკიცების მიზნით. ამის კვალდაკვალ ხომალდმშენებლობის სამინისტრომ მთავრობას წინადადებით მიმართა, დამატებით მიეცა ამ სამინისტროსთვის დრო, დეტალურად და ყოველმხრივ განეხილა სამხედრო-საზღვაო სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მოთხოვნილებები. მთავრობიდან საკითხის ერთობლივი მომზადება სამხედრო-საზღვაო და ხომალდმშენებლობის სამინისტროებს დაევალათ 1951 წლის სექტემბერში მოხსენების მიზნით.
1951 წლის ივლისში სამხედრო-საზღვაო მინისტრის თანამდებობაზე სტალინმა "შეწყალებული" კუზნეცოვი დააბრუნა, რომელიც, როგორც ცნობილია, მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი დიდი წყალწყვის საარტილერიო ხომალდების პროექტირებისა და მშენებლობისადმი და, ამგვარად, სამხედრო-საზღვაო სამინისტრომაც ერთბაშად დაკარგა 24 პროექტის შემდგომი რეალიზაციის ინტერესი.
1951-1952 წლების განმავლობაში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "მცირე" სახაზო ხომალდის 9 სხვადასხვა ვარიანტი დაამუშავეს: ხომალდები ერთი-ორი მთავარი კალიბრის (406-457 მმ) კოშკითა და ერთი საშუალო კალიბრის (180-220 მმ) კოშკით უნდა ყოფილიყვნენ შეიარაღებულნი: ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგის სახაზო ხომალდთან მიახლოების პროცესში მისი საკონტროლო-მანძილმზომი პოსტების, რადიოსალოკაციო სადგურებისა და სხვა სუსტად დაცული ელემენტების (ცეცხლის მართვის პოსტები, საკვამლე მილები, ცხვირისა და კიჩოს დაბოლოებები და ა.შ.) მწყობრიდან გამოყვანის გზით დასასუტებლად იყო გათვალისწინებული. "მცირე" სახაზო ხომალდის დამახასიათებელი თვისება იყო ცხვირის დაბოლოების გაძლერებულად შეჯავშნა იმ მოტივით, რომ ბრძოლის ყველაზე სავარაუდო საკურსო კუთხეებზე (0-28 გრადუსი ბორტზე, 65-133 კაბელტოვის (12-24,6 კმ) მანძილზე ცეცხლისას) წარმოებისას ხომალდის 406 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისგან დაცვა უზრუნველყოფილიყო. როგორც გამოთვლებმა ცხადყო, საბრძოლო მანევრირების შესაძლო შემთხვევების უმეტესობიდან "მცირე" სახაზო ხომალდების ჯგუფიდან (ორი ხომალდი მთავარი კალიბრის ორ-ორი კოშკით, ან სამი ხომალდი მთავარი კალიბრის თითო კოშკით) ერთი რომელიმეს მწყობრიდან საბოლოო გამოსვლა ან დაღუპვა უფრო გვიან იყო მოსალოდნელი, ვიდრე იგივე - მოწინააღმდეგის ერთი, ობიექტურად "მცირე" ხომალდებზე უფრო ძლიერი სახაზო ხომალდისა. ყველაზე ეფექტურად ამ შემთხვევაში 457 მმ-იანი მთავარი არტილერიით შეიარაღებული "მცირე" სახაზო ხომალდი სცნეს, თუმცა, რაკი ამ კალიბრის ქვემეხებისა და დანადგარებისათვის მხოლოდ წინასწარი მონახაზები არსებობდა, კვლევითმა ინსტიტუტმა შემდგომი გაღრმავებული დამუშავებისათვის ორ კოშკში განლაგებული ხუთი 406 მმ-იანი მთავარი კალიბრით აღჭურვილი ხომალდის პროექტი სცნო: აღინიშნებოდა, რომ ასეთი სქემით აგებული თითოეული ხომალდის წყალწყვა და ღირებულება 82 პროექტის კრეისერების იგივე მონაცემებთან ძალიან ახლოს იქნებოდა, ხოლო თავად ასეთი ხომალდები ხსენებულ კრეისერებზე უფრო ძლიერები გამოდიოდა და მათი აგება "საკმარისი რაოდენობით" იქნებოდა შესაძლებელი.
პროექტებისა და სქემების განხილვისას თვალშისაცემი ხდება "მცირე" სახაზო ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო დაცის საშუალებების სისუსტე: ინსტიტუტის აზრით მსხვილკალიბრიანი საზენიტო საშუალებები სახაზო ხომალდებზე კი არა, მათ თანმხლებ, შორ და საშუალო მანძილებზე ჰაერასწინააღმდეგო დაცვის ფუნქციით აღჭურვილ ხომალდებზე უნდა განლაგებულიყო, თავად სახაზო ხომალდები კი 57-76 მმ-იანი ავტომატური ქვემეხებითა და "მოიერიშეთა საწინააღმდეგო" 25 მმ-იანი ავტოამტებით უნდა აღეჭურვათ.
1952 წლის 30 დეკემბერს "მცირე" სახაზო ხომალდის მასალების კომპლექტი კუზნეცოვს გადაუგზავნეს, რომელმაც ეს მასალები ყოველგვარი კომენტარის გარეშე გადაუგზავნა ხომალდმშენებლობის მთავარ სამმართველოს. სამმართველოს უფროსმა ისაჩენკოვმა თხოვნით მიმართა კუზნეცოვს, დაევალებინა მთავარი საზღვაო შტაბისთვის ამ მასალების განხილვა და ერთდროულად მძიმე ხომალდებისა და სახომალდო შენაერთების უზრუნველყოფისთვის ავიამზიდების შექმნის შესაძლებლობის განხილვაც სთხოვა. მთავარი საზღვაო შტაბი ხომალდმშენებლობის მთავარი სამმართველოს თხოვნის განხილვას არ ჩქარობდა.
1953 წლის მარტში სტალინის სიკვდილთან ერთად მძიმე საარტილერიო ხომალდების პროექტირება და მშენებლობა სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და მრეწველობის ხელმძღვანელობისთვის აქტუალური აღარ იყო და 1953 წლის აპრილში გამართული სამხედრო ხომალდმშენებლობის გეგმების კორექტირების პროცესში ამ დარგში წარმოებული ყველა სამუშაო, 24 პროექტის ხომალდების ჩათვლით, შეწყვეტილი იქნა სამთავრობო დადგენილებით.
ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე - 1945 წლის იანვარში - ადმირალ კუზნეცოვის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც საბჭოთა ფლოტისთვის საჭირო მომავალი ხომალდების ტიპაჟისა და ძირითადი მახასიათებლების განსასაზღვრავად შეუდგა მასალების მომზადებას. ამ კომისიის მუშაობის შედეგების მიხედვით გენერალურმა საზღვაო შტაბმა სამხედრო ხომალდების მშენებლობის ათწლიანი გეგმის პროექტი დაამუშავა, რომლის მიხედვითაც 1955 წლისათვის საბჭოთა ფლოტების შემადგენლობაში შემდეგი რაოდენობის ხომალდები უნდა ყოფილიყო:
- ახალი სახაზო ხომალდები (მთავარი კალიბრი 406- ან 457-460 მმ) - 4 ერთეული;
- საესკადრო ავიამზიდები - 6 ერთეული;
- მცირე ავიამზიდები - 6 ერთეული;
- 220 მმ-იანი მთავარი კალიბრით შეიარაღებული მძიმე კრეისერები - 10 ერთეული;
- 180 მმ-იანი მთავარი კალიბრით შეიარაღებული კრეისერები - 30 ერთეული;
- 152 მმ-იანი მთავარი კალიბრით შეიარაღებული მსუბუქი კრეისერები - 54 ერთეული;
- საესკადრო ნაღმოსნები - 358 ერთეული;
- წყალქვეშა ნავები - დაახლოებით 500 ერთეული.
23 პროექტის დაუსრულებელი სახაზო ხომალდების შემდგომი ბედის განსასაზღვრავად 1946 წლის აგვისტოში ახალი კომისია შეიქმნა. საკონსტრუქტორო ბიურო (ЦКБ-17), რომელმაც პროექტ 23-ის ნახაზები და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები განიხილა, საკუთარ დასკვნაში წერდა, რომ მოდერნიზაციის შემდეგაც კი 23 პროექტის ხომალდები თავისი საბრძოლო მახასიათებლებით უკვე აგებული და მწყობრში მყოფი სახაზო ხომალდების უმეტესობას მაინც ჩამორჩებოდნენ, რაც, პრაქტიკულად, ამ ხომალდების შემდგომ მშენებლობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის მიუხედავად კომისია თავის დასკვნას სახაზო ხომალდების ნაწლში საბოლოო გადაწყვეტილებად არ განიხილავდა - "საკითხის სირთულის გამო" (რადგან სტალინი ერთი ხომალდის აგებას უჭერდა მხარს). აქედან გამომდინარე კი ორი ვარიანტი შეიმუშავა: ან ხომალდები გემხარიხებზევე დაეშალათ, ანდა არსებულის ბაზაზე გაუმჯობესებული პროექტი შეექმნათ - ორივე ვარიანტს დაწვრილებითი წერილობითი განმარტებები ახლდა თან.
დასრულების სასარგებლოდ მეტყველებდა ლენინგრადის ხომალდმშენებელ ქარხანაში არსებული 23 პროექტის ხომალდის დაახლოებით 20%-იან ტექნიკურ მზადყოფნაში არსებული კორპუსი და შვეიცარიიდან მოლოტოვსკში ჯერ კიდევ ომამდე ჩატანილი მთავარი ტურბოკბილანა აგრეგატების 3 კომპლექტი, რომელთა ჩადგმა სრულიად შესაძლებელი იყო ამ კორპუსში ტურბინების უკვე არსებული საზირკვლების სათანადოდ გადაკეთების შემდეგ.
ხომალდების დაშლის არგუმენტები ბევრად უფრო მეტი და ბევრად უფრო სერიოზული და წონიანი იყო: 1936-1939 წლებში დამუშავებული პროექტი განვლილი პერიოდისა და ამ დროის მანძილზე სახაზო (და არა მხოლოდ სახაზო) ხომალდმშენებლობაში მიმდინარე პროგრესის პირობებში სერიოზულად და საგრძნობლად მოძველდა და ახალ, თანამედროვე მოთხოვნებს აბსოლუტურად ვეღარ პასუხობდა: საზენიტო შეიარაღება აშკარად აღარ კმაროდა, რადიოლოკატორი არ ჰქონდა, გემბანის შეჯავშნა სუსტი იყო, ფსკერის დაცვა - მცირე, მაგნიტური ნაღმების წინააღმდეგ მოქმედი განმამაგნიტებელი მოწყობილობა არ ჰქონდა, მექანიზმებისა და მოწყობილობების მექანიზაცია ან საერთოდ არ არსებობდა, ანდა ძალიან სუსტ და პრიმიტიულ დონეზე იყო. ამას გარდა აღინიშნებოდა, რომ სვლის სისწრაფე არასაკმარისი იყო, რაც რეალური ბრძოლის პირობებში ხომალდს საშუალებას არ აძლევდა, ბრძოლის დისტანცია თავად შეერჩია და მოწინააღმდეგე თავისთვის ხელსაყრელ მანძილსა და საკურსო კუთხეებზე ჰყოლოდა. შედარება იმ დროისათვის ყველაზე მძლავრ ამერიკულ სახაზო ხომალდთან - "მონტანასთან" მიმდინარეობდა: საბჭოთა კავშირში იცოდნენ, რომ "აიოვას" კლასის სახაზო ხომალდების შემდეგ ამერიკაში 1941 წლიდან "მონტანას" კლასის 5 ხომალდის ("მონტანა", "ოჰაიო", "მენი", "ნიუ ჰემპშირი" და "ლუიზიანა") მშენებლობას გეგმავდნენ და პირველი ორის აგება დაიწყეს კიდეც. თუმცა აღარავინ ითვალისწინებდა, რომ ამ ხომალდების მშენებლობა ჯერ ნელა მიმდინარეობდა, 1942 წლის ივნისში საერთოდ შეაჩერეს და 1943 წლის ივლისში ხუთივეს შეკვეთა გააუქმეს.
ეს კი თანამედროვე მოდელისტების და მხატვრების თვალით დანახული "მონტანა"-ს კლასის სახაზო ხომალდებია.
23 პროექტის ხომალდების მშენებლობის დასრულების საწინააღმდეგოდ ასეთი კურიოზული არგუმენტიც კი იქნა წამოყენებული: "სახაზო ხომალდის ტაქტიკურ-ტექნიკური ელემენტები გაშიფრულია... იმ ქარხნის ოკუპაციათან დაკავშირებით, რომლის გემხარიხაზეც ხომალდი იგებოდა".
თუმცა უფრო არგუმენტირებული დასაბუთებებიც არსებობდა. მაგალითად, პროექტის კორექტირებასა და სამუშაო ნახაზების გამოშვებისათვის 2-2,5 მილიონი საკონსტრუქტორო საათი იყო საჭირო: ეს კი ЦКБ-17-ის 2-3-წლიან მუშაობას ნიშნავდა, რა დროსაც ის ყველა სხვა საქმიანობისგან სრულად უნდა ყოფილიყო განთავისუფლებული. ამასთან ერთად სხვა ორგანიზაციების დატვირთვაც იყო გასათვალისწინებელი. ყოველივე ეს კი საბოლოოდ აბსოლუტურად არახელსაყრელად აისახებოდა ახალი პროგრამის ხომალდების (82 პროექტის მძიმე (სახაზო) და 68/68бис/68К და 65 პროექტების მსუბუქ კრეისერების) პროექტების დამუშავებაზე. გარდა ამისა, კომისიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი სახაზო ხომალდის აგება ინდივიდუალური პროექტით და, შესაბამისად, ინდივიდუალური მოწყობილობებით, ეკონომიკური, ფინანსური და საწარმოო თვალსაზრისით არარენტაბელური იქნებოდა და ამ მოწყობილობების დასამზადებლად შეკვეთების განაწილებისას მნიშვნელოვან სირთულეებს გამოიწვევდა. პირველ რიგში ეს სირთულე უკიდურესი სისქის ჯავშნის დამზადებასთან იყო დაკავშირებული, რომლის დამზადების ათვისებაც 1941 წლამდე ვერ მოესწრო და, შესაბამისად, ამ კუთხით სირთულეები საერთოდ არ იყო გადალახული. მსგავსი სიტუაცია იყო ყველა სახის საარტილერიო კოშკების, ცეცხლის მართვის სისტემებისა და ელექტროტექნიკური მოწყობილობების მხრივაც. შრომატევადობის მიხედვით კომისია 23 პროექტის ერთი ხომალდის აგებას 68 პროექტის მსუბუქი კრეისერების 6 ერთეულის აგებას უთანაბრებდა (ეს უკანასკნელნი კი ბევრად უფრო პრიორიტეტულად ითვლებოდა).
ხომალდმშენებელი სამინისტროს ხელმძღვანელობა 23 პროექტის სახაზო ხომალდების აგების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რაშიც მას გულმოდგინედ უჭერდა მხარს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმშენებლობის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი - ადმირალი ისაჩენკოვი - 1946 წლის მარტში გენერალურ შტაბს მოახსენებდა: "სახაზო ხომალდ "სოვეტსკი სოიუზის" აგების დასრულების შემთხვევაში პროექტის სერიოზული გადამუშავება მოგვიწევს, რაც არანაკლებ 2-3 წელიწადს დაიკავებს, თანაც ამ შემთხვევაშიც კი ვერ მივიღებთ თანამედროვე სახაზო ხომალდს. მიზანშეწონილად ვთვლი, "სოვეტსკი სოიუზის" მშენებლობა არ დასრულდეს და ის დაიშალოს".
1947 წლის 24 მარტს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება გამოვიდა "ომისწინა და ომის პერიოდის დაუსრულებელი ხომალდების შესახებ". სახაზო ხომალდებიდან ეს დადგენილება მხოლოდ "სოვეტსკი სოიუზს", "სოვეტსკაია უკრაინას" და "სოვეტსკაია როსიას" ეხებოდა, რომლებიც გემხარიხებზევე უნდა დაშლილიყო, ხოლო მინისტრთა საბჭოს 1948 წლის 29 მაისის დადგენილების თანახმად, რომელიც უკვე მხოლოდ "სოვეტსკი სოიუზს" ეხებოდა, ხომალდის კორპუსი 1949 წელს დაშალეს, ერთი ნაკვეთური კი (108-114-ე შპანჰოუტი) წყალში ჩაუშვეს და წყალქვეშა დაცვის ნატურული გამოცდებისათვის აღჭურვეს, თუმცა ეს გამოცდები არასდროს ჩატარებულა.
საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომისწინა პერიოდში მშენებარე სახაზო ხომალდებისა და მძიმე (სახაზო) კრეისერების მშენებლობის მთელმა პერიპეტიებმა, რომელზეც ამ და წინა ნაწილში გვქონდა საუბარი, თვალნათლივ აჩვენა, რომ ქვეყნის მრეწველობის სხვა დარგებში აპრობირებული და საკმაოდ ხშირად (საავიაცო, საავტომობილო, სატანკო, საარტილერიო, ენერგეტიკულ, მსუბუქ მრეწველობაში) გამართლებული "დიდი ნახტომის" მეთოდი, როდესაც უცხოური ტექნიკური დახმარებითა და ულევი და უიაფესი შიდა რესურსის გამოყენებით დათვლილ წლებში ხდებოდა შესაძლებელი საუკეთესო მსოფლიო დონის მიღწევა და პროდუქციის მსხვილი სერიებით გამოშვება, დიდი წყალზედა ხომალდმშენებლობის შემთხვევაში სრულიად გაუმართლებელი და არარეალური აღმოჩნდა.
საქმე იმაშია, რომ თავისთავად ისეთი კაპიტალური საბრძოლო ხომალდი, როგორიცაა ავიამზიდი, სახაზო კრეისერი ან სახაზო ხომალდი, არაა ტანკის, თვითმფრინავის ან, თუნდაც, საესკადრო ნაღმოსნის მსგავსი ჩვეულებრივი სერიული პროდუქტი იმის მიუხედავად, რომ ასეთი კაპიტალური ხომალდები ძალიან ხშირად იგებოდა რამდენიმე ერთეულისგან შემდგარი სერიით (მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ამერიკული "ესექსის" კლასის საესკადრო ავიამზიდები კი საერთოდ ორ ათეულზე მეტი აიგო). სახაზო ხომალდები, ან სხვა ჩამოთვლილი კლასების ხომალდები შეუძლებელია, რომ ცოტა იყოს - ერთი ასეთი ხომალდიც კი უკვე ბევრია. ძალიან ბევრი. ასეთი ხომალდის აგებისა და არსებობის შესახებ ყველამ იცის, მისი მშენებლობა პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ქალაქის მშენებლობისგან, მის წყალში ჩაშვებას სახელმწიფოს მეთაურები ესწრებიან, ხოლო მისი დაკარგვა ეროვნული ტრაგედიის ტოლფასი ხდება. მეტისმეტად უტრირებული და გამარტივებული სახით ეს მოვლენა ფეხმძიმობას ჰგავს; არ შეიძლება, ქალი ცოტათი იყოს ფეხმძიმედ: ის ან არის ფეხმძიმედ, ან - არა და თუ ამ ფეხმძიმობის შემდეგ ოთხი, სამი ან ორი ტყუპი კი არა, თუნდაც ერთი ბავშვი დაიბადება, ვერავინ იტყვის, რომ ქალმა ცოტა გააჩინა. მაგრამ თუკი 9-თვიანი ფეხმძიმობის შემდეგ ქალმა საერთოდ ვერაფერი გააჩინა, ან მძიმე და სერიოზულ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, ანდა ფეხმძიმობა საერთოდაც არ ყოფილა. საბჭოთა კავშირი 1936 წელს 30 სახაზო ხომალდისა და მძიმე (ფაქტიურად - სახაზო) კრეისერის გაჩენას გეგმავდა, 1938 წელს ექვსით (ოთხი სახაზო ხომალდი და ორი მძიმე კრეისერი) დაფეხმძიმდა, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც ერთი ვერ გააჩინა. მაშ რაშია საქმე: "საპნის ოპერების" თაღლითი და არამზადა პერსონაჟების მსგავსად საბჭოთა კავშირი მხოლოდ ტვინის არევით იყო დაკავებული, კაბის ქვეშ კი ბალიშს ატარებდა, თუ საქმე სერიოზულ და მძიმე ავადმყოფობასთან გვაქვს?!
თავად განსაჯეთ.
...ჩვენი თხრობა სრული ვერ იქნება, თუკი კიდევ ერთ - 24 პროექტის საბჭოთა სახაზო ხომალდზე არ ვისაუბრებთ.
ახალი სახაზო ხომალდის წინასწარი ტექნიკური დავალების დამუშავება 1941 წლის იანვრიდან დაიწყო და 1941 წლის 8 მაისს ის ადმირალმა კუზნეცოვმა დაამტკიცა. დავალებაში მითითებული იყო, რომ "სახაზო ხომალდის მთავარი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის სახაზო ხომალდებთან ბრძოლა როგორც ჩვენს ტერიტორიასთან არსებულ ზღვებში, ასევე - საოკეანო სივრცეებზე. დამატებითი დანიშნულების სახით სახაზო ხომალდი შეიძლება გამოყენებული იქნას მსხვილი კალიბრის სანაპირო ბატარეების ჩასახშობად, მოწინააღმდეგის ფლანგებზე არსებული გამაგრებული სიმაგრეებისა და ზურგის ობიექტების დასაბომბად".
23 პროექტის მსგავსი მთავარი და ნაღმსაწინააღმდეგო კალიბრის შენარჩუნების პირობებში მსხვილი საზენიტო კალიბრის (100 მმ) ლულების რაოდენობა ახალ, სტაბილიზირებულ დანადგარებში 16-მდე უნდა გაზრდილიყო, ხოლო 37 მმ-იანი ავტომატების რაოდენობა - 44-მდე. ნავარაუდევი იყო 100- და 152 მმ-იანი არტილერიის ნაცვლად 130 მმ-იანი უნივერსალური არტილერიის 24-ქვემეხიანი ვერსიის დამუშავებაც. ბორტზე არსებული ჰიდროთვითმფრინავების რაოდენობა ექვსამდე უნდა გაზრდილიყო და მათი წყლიდან მიღების შესაძლებლობა 18-კვანძიანი სვლის პირობებშიც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
ჯავშნის დაცვას 80-120 კაბელტოვის (14,8-22,2 კმ) სიშორიდან გამოსროლილი 406 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისა (საკურსო კუთხეები - 0-75 გრადუსი და 105-180 გრადუსი) და 5 000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოგდებული 1 000-კილოგრამიანი ჯავშანგამტანი ბომბების მოხვედრისთვის, ხოლო ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას 500-კილოგრამიანი მუხტის აფეთქებისთვის უნდა გაეძლო, თანაც ამ სისტემაში ფსკერის დაცვაც იყო გათვალისწინებული. მაქსიმალური სისწრაფე 30 კვანძი უნდა ყოფილიყო, 18-კვანძიანი სვლით ცურვის სიშორე კი - 10 000 საზღვაო მილი. ავტონომიურობა სურსათის მიხედვით - 25 დღე-ღამე. ამ ტექნიკური დავალების თუნდაც წინასწარი პროექტის სახით რეალიზაციას საბჭოთა კავშირში გერმანიის შეჭრამ შეუშალა ხელი.
1943 წლის ბოლოდან სახაზო ხომალდებზე მუშაობა ЦКБ-17-ს დაევალა, რომელსაც, მიმდინარე ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით, წინასწარი ტექნიკური მოთხოვნილებები "დაუზუსტეს", რაც კუზნეცოვმა 1944 წლის 15 ივნისს დაამტკიცა: ეს, უპირველეს ყოვლისა, 100- და 152 მმ-იან არტილერიას ეხებოდა, რომლებიც 12 ორქვემეხიან დანადგარში განაწილებული 24 უნივერსალური 130 მმ-იანი ქვემეხით უნდა შეცვლილიყო, ხოლო 37 მმ-იანი ავტომატების ნაცვლად 12 ოთხლულიანი 45 მმ-იანი დანადგარი უნდა გამოეყენებინათ. წინანდელი ძირითადი ვარიანტი (თორმეტი 152 მმ-იანი და თექვსმეტი 100 მმ-იანი ქვემეხი) სათადარიგო გახდა.
გარდა ამისა, ხომალდის კონსტრუქციული დაცვისა და სიცოცხლისუნარიანობისადმი წაყენებული მოთხოვნილებები გააღრმავეს და განავითარეს: ხომალდის ცხვირისა და კიჩოს დაბოლოებები 406 მმ-იანი ფუგასური ჭურვებისაგან უნდა ყოფილიყო დაცული 80-დან 200 კაბელტოვ (14,8-37,4 კმ) მანძილამდე. ამას გარდა სახაზო ხომალდს რამდენიმე ტორპედოს ერთდრული მოხვედრისთვის უნდა გაეძლო: "სასურველია, სახაზო ხომალდმა თუნდაც მცირე სვლით მოძრაობის და ბრძოლის წარმოების/გაგრძელების უნარი შეინარჩუნოს 533 მმ-იანი ტორპედების 4-5 ერთდროული, ყველაზე უარესი ვარიანტით მოხვედრის შემდეგაც კი, გარდა ყველა სატურბინო ან საქვაბე განყოფილების ერთდრული ჩაძირვისა". სრული სვლის სისწრაფე 30 კვანძი რჩებოდა, 18-კვანძიანი სვლით ცურვის სიშორე კი 8 000 მილამდე მცირდებოდა. "დაზუსტებებში" განსაკუთრებულად იყო აღნიშნული ხომალდზე რადიოსალოკაციო საშუალებების დადგმის აუცილებლობა.
1944-1945 წლებში 24 პროექტის სახაზო ხომალდის ესკიზური პროექტის დამუშავება ამერიკული "მონტანაზე" ორიენტირებით ხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ ამერიკაში ამ ტიპის ხომალდების მშენებლობის შეკვეთა გააუქმეს, ხოლო უკვე დაწყებული "მონტანა" და "ოჰაიო" გემხარიხებზევე დაშალეს, ერთადერთ საორიენტაციო მოწინააღმდეგედ ამერიკული "აიოვები" დარჩა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც ხდებოდა კიდეც შემდგომი გაანგარიშებები პროექტზე მუშაობის მსვლელობისას. თუმცა დოკუმენტებსა და მოთხოვნილებებში ხანდახან კვლავინდებურად წამოტივტივდებოდა ხოლმე არარსებული "მონტანა". ეს, როგორც ჩანს, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ "აიოვების" ტაქტიკურ-ტექნიკური ელემენტები 24 პროექტის სახაზო ხომალდების მახასიათებლების ასამაღლებლად არასაკმარის სტიმულად მიიჩნეოდა. 1945 წლის დასაწყისიდან პროფესორ სტავიცკის კომისიამ ე.წ. "საშუალო" სახაზო ხომალდის წინასწარი ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების შემუშავების იდეა წამოაყენა, რომლის სტანდარტული წყალწყვა 75 000 ტონა უნდა ყოფილიყო, შეიარაღება კი - ცხრა 406 მმ-იანი ქვემეხი.
1945 წლის აგვისტოში სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ ხომალდმშენებლობის სახალხო კომისარიატისთვის გაფორმებული განაცხადის მიხედვით 1946-1955 წლებში, სხვა სახის ხომალდებთან ერთად (იხ. ზევით), 9 სახაზო ხომალდის მშენებლობაც იყო გათვალისწინებული. განაცხადში 6-6 საესკადრო და საესკორტო ავიამზიდიც შედიოდა, თუმცა ამ ხომალდებს ფლოტის მთავარი დამრტყმელი ძალის ფუნქცია კი არა (რაც სულ ახლახანს დასრულებულმა ომმა დაადასტურა), სახომალდო შენაერთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის დამხმარე ფუნქცია ეკისრებოდათ და, ამიტომ, სტალინმა ისინი დაიწუნა. ამ დროისათვის ბელადმა სახაზო ხომალდებისადმი თავისი წინანდელი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა და 1945 წლის 27 სექტემბერს, ხომალდმშენებლობის ახალი ათწლიანი პროგრამის განხილვის მიზნით გამართულ თათბირზე, მისი გამონათქვამები სახაზო ხომალდების მისამართით საკმაოდ სკეპტიკური იყო. კუზნეცოვის სიტყვებზე, ფლოტის განაცხადში პირვანდელი 9 სახაზო ხომალდის რაოდენობა ოთხამდეა შემცირებულიო, სტალინმა შენიშნა: "თქვენს ადგილას სახაზო ხომალდების რაოდენობას კიდევ შევამცირებდი". სტალინის შენიშვნები, გარდა სახაზო ხომალდებზე ფაქტიურად უარის თქმისა, ძირითადად კრეისერებს ეხებოდა: ის ვერ ხედავდა 220- და 180 მმ-იანი არტილერიით შეიარაღებული კრეისერების აუცილებლობას და, ამიტომ, მათ ნაცვლად, ახალი თაობის მძიმე (ფაქტიურად სახაზო) კრეისერების მშენებლობის წინადადება წამოაყენა. თათბირის დასრულების შემდეგ ფლოტის განაცხადმა შემდეგი სახე მიიღო:
- 305 მმ-იანი არიტლერიით შეიარაღებული მძიმე კრეისერები (მომავალი პროექტი 82 "სტალინგრადი") - 4 ერთეული.
- 152 მმ-იანი არტილერიით შეიარაღებული მსუბუქი კრეისერები (უკვე მშენებარე პროექტი 68 "ჩაპაევი" და მისი გაუმჯობესებული ვარიანტები პროექტი 68бис/68К) - 20 ერთეული.
- საესკადრო ნაღმოსნები - 188 ერთეული.
- წყალქვეშა ნავები - 367 ერთეული.
საბოლოო ჯამში 1945 წლის 27 ნოემბერს მიღებულ საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებაში სწორედ ეს ციფრები და ხომალდები ფიგურირებდა, ხოლო ორი ახალი სახაზო ხომალდის მშენებლობის დაწყების ვადად 1955 წელი იყო ნახსენები.
1945 წლის 19 დეკემბერს კუზნეცოვმა 24 პროექტის სახაზო ხომალდის ძირითადი მოთხოვნილებები დაამტკიცა.
ხომალდის დანიშნულება იყო:
- როგორც საკუთარი ნაპირების ახლოს, ასევე მისგან მოშორებით (ზღვაში, ოკეანეში) მოწინააღმდეგის ყველა კლასის ხომალდის განადგურება.
- ფლოტის სამანევრო შენაერთის დამრტყმელი შესაძლებლობების გაძლიერება და მისთვის საბრძოლო მდგრადობის მინიჭება.
დამატებითი ამოცანები იყო:
- ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სანაპირო ობიექტებისა და სამხედრო-საზღვაო ბაზების ჩახშობის ან განადგურების მიზნით მძლავრი საარტილერიო დარტყმების მიყენება.
- მსხვილი დესანტების გადასხმის უზრუნველყოფა საკუთარი საარტილერიო ცეცხლით.
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზღვაო ქარავნების გადასვლის უშუალო დაცვა მოწინააღმდეგის საზღვაო ძალებისგან.
ხომალდის წყალწყვა არ იზღუდებოდა, თუმცა აღინიშნებოდა წყალქვეშა ნაწილის მაქსიმალურად დასაშვები სიდიდე - არაუმეტეს 10,5 მეტრისა.
ხომალდის საარტილერიო შეიარაღება (სამი სამქვემეხიანი 406 მმ-იანი კოშკი, თორმეტი ორქვემეხიანი 130 მმ-იანი უნივერსალური კოშკი, თორმეტი ოთხქვემეხიანი 45 მმ-იანი დანადგარი და სამოცი 25 მმ-იანი ავტომატი ორ- და ოთხქვემეხიან დანადგარებში) "აიოვასთან" მიახლოებულად მოიაზრებოდა, თუმცა საბჭოთა ფლოტისთვის ტრადიციული ვარიანტის (თორმეტი 152 მმ-იანი და თექვსმეტი 100 მმ-იანი ქვემეხი) დამატებით დამუშავებაც განიხილებოდა. გათვალისწინებული იყო "რადიოლოკაციური დანადგარები ყველა კალიბრით სროლის უზრუნველსაყოფად, ოთხი 150 სმ-იანი პროჟექტორი დისტანციური მართვითა და ცეცხლის მართვის პოსტიდან და რადიოლოკატორებიდან დამიზნების უზრუნველყოფით", აგრეთვე - ორი რეაქტიული 24-ლულიანი ნავსაწინააღმდეგო ბომბსატყორცნი. საავიაციო შეიარაღება ექვსი ჰიდროთვითმფრინავისა და იუტზე განლაგებული ორი კატაპულტისგან უნდა შემდგარიყო.
სამეთვალყურეო საშუალებები "ზღვასა და ჰაერში, წრიული ხედვით, შორ და ახლო მანძილებზე მეთვალყურეობის, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გამანადგურებლების დამიზნებისა და მათი ბრძოლის მართვის", რადიოხარვეზებისა და რადიობარიერების დადგმის, ამოცნობის და სანავიგაციო რადიოსალოკაციო დანადგარებისგან უნდა შემდგარიყო. რადიოკავშირის საშუალებებს მტკიცე და უწყვეტი კავშირი 8 000 მილის მანძილზე უნდა უზრუნველეყოთ.
შეჯავშნის, ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის, ჩაუძირავობის უზრუნველყოფის, სრული სვლის სისწრაფის და ცურვის სიშორის ძირითადი მოთხოვნილებები პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც 1941 წლის წინასწარ ტექნიკურ დავალებაში იდო, 1944 წლის "დაზუსტებებით'. ახალი იყო მხოლოდ საბორტო რყევის დამაწყნარებლების დადგმის მოთხოვნილება, რომლებსაც 8-9-ბალიანი ღელვის პირობებში ხომალდის რყევა 5-6 გრადუსამდე უნდა შეემცირებინათ, რაც იარაღის გამოყენების საშუალებას იძლეოდა.
საბჭოთა მთავრობის მიერ დამტკიცებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმშენებლობის გეგმის თანახმად 24 პროექტის სახაზო ხომალდის ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების გაცემა 1949 წელს იგულისხმებოდა, ესკიზური პროექტის მომზადება - 1951 წელს, ტექნიკური პროექტის კი - 1952 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პერიოდში ყველა საზღვაო სახელმწიფოს ჯერ კიდევ ჰყავდა მწყობრში დაახლოებით 40 სახაზო ხომალდი და ახალი სახაზო ხომალდების მშენებლობაც გრძელდებოდა: ამერიკაში "აიოვას" კლასის მეხუთე სახაზო ხომალდს - "კენტუკის" აგებდნენ (თავიდან ეს ხომალდი "მონტანას" კლასის ხომალდად იყო ჩაფიქრებული და ამ სახითვე დაიწყო მშენებლობაც, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ამერიკის ფლოტს გაცილებით უფრო ესაჭიროებოდა "აიოვას" მსგავსი სწრაფმავალი სახაზო ხომალდები ავიამზიდი შენაერთებისათვის და "კენტუკისა" და მისი სისტერშიპის - "ილინოისის" მშენებლობაც "აიოვას" პროექტით განაგრძეს. მშენებლობა 1950 წელს შეწყდა), საფრანგეთში - ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაწყებულ "ჟან ბარს" (დაასრულეს და მწყობრში შეიყვანეს 1949 წელს), ინგლისში - "ვენგარდს" (მწყობრში შეიყვანეს 1946 წლის გაზაფხულზე).
ამ პირობებში საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება, ომამდელი პერიოდის მსგავსად გაეგრძელებინათ დიდი საარტილერიო ხომალდების მშენებლობა, სრულიად კანონზომიერი ჩანს, თუმცა, თუკი ამერიკასა და ინგლისს მწყობრსა და მშენებლობის პროცესში უამრავი სხვადასხვა კლასის ავიამზიდი ჰყავდათ (მწყობრში - 150 (მათგან 106 - საესკორტო), გემხარიხებზე - კიდევ 30), საბჭოთა კავშირში, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილების მიუხედავად, ავიამზიდებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდებოდა. ეს კი მკვეთრად ზღუდავდა საოკეანო სახომალდო შენაერთის როგორც დამრტყმელ, ასევე - ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესაძლებლობებს, რაზედაც საბჭოთა კავშირში ამჯობინებდნენ, სულაც არ ეფიქრათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთჩამოთვლილი უცხოური სახაზო ხომალდების მშენებლობა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდნენ თავიანთი ქვეყნების ფლოტების შემადგენლობაში, ჯერ კიდევ ამ ომის სულ წინ, ანდა მისი მსვლელობისას დაიწყო და ომის დასასრულისათვის მათი ტექნიკური მზადყოფნა, როგორც წესი, 70-80%-ს აჭარბებდა ("ჟან ბარი" კი უკვე დაცურავდა კიდეც და მასზე მხოლოდ შეიარაღების და დამხმარე მოწყობილობების ნაწილის მონტაჟი იყო საჭირო): შესაბამისად, მათი დასრულების და მწყობრში შეყვანის როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ-ეკონომიკური არგუმენტები ურყევი იყო. თანაც ამ საზღვაო სახელმწიფოებმა ჩამოთვლილი ხომალდების მწყობრში შეყვანით მთლიანად დაასრულეს მძიმედ შეჯავშნული დიდი საარტილერიო ხომალდების ერა საკუთარ ფლოტებში და ასეთი ხომალდები აღარც დაუპროექტებიათ და აღარც აუგიათ. საბჭოთა კავშირი კი მეორე მსოფლიო ომისშემდგომ მსოფლიოში ერთადერთ სახელმწიფოდ დარჩა, რომელშიც კვლავ გრძელდებოდა უკვე წარსული ეპოქის დიდი საარტილერიო ხომალდების დაპროექტება და აგება: ამას პოლიტიკური და ტექნიკური სიბეცის გარდა სხვა სახელს ვერ ვუწოდებთ.
1948 წელს 24 პროექტის ხომალდზე სამუშაო ЦКБ-17-დან ახლადშექმნილ ЦКБ-Л-ს (ЦКБ-16) გადაეცა, სადაც, ძირითადად, სხვადასხვა კერძო საკითხების დამუშავება მიმდინარეობდა. 1949 წლის ივნისისათვის სამხედრო ხომალდმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ЦНИИВК) წინაესკიზური პროექტის 14 ვარიანტი დაამუშავა (თერთმეტი - 406 მმ-იანი მთავარი კალიბრით და სამი - 457 მმ-იანი მთავარი კალიბრით), რომლებიც ერთმანეთისაგან, ძირითადად, უნივერსალური ქვემეხების კალიბრითა და განლაგებით (ოცდაოთხი 130 მმ-იანი, ოცდაოთხი 152 მმ-იანი, თორმეტი 152 მმ-იანი და თექვსმეტი 100 მმ-იანი, ასეთივე, ოღონდ არაუნივერსალური 152 მმ-იანი ქვემეხებით და ა.შ.), აგრეთვე - შეჯავშნის სქემებით განსხვავდებოდა. მათი სტანდარტული წყალწყვა 80 000-100 000 ტონის ფარგლებში მერყეობდა, სვლის მაქსიმალური საპროექტო სისწრაფე კი - 28-29 კვანძის ფარგლებში.
24 პროექტის სახაზო ხომალდის შემდგომი დამუშავებისათვის საჭირო რეკომენდაციების გამოსამუშავებლად სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომლის რეკომენდაციებიც შემდეგნაირი იყო:
- 406 მმ-იანი არტილერია არაა საკმარისი "აიოვას" ტიპის სახაზო ხომალდებთან ბრძოლის ამოცანების სრულფასოვნად გადასაწყვეტად, ამიტომ საჭიროა ოთხი ორქვემეხიანი და სამი სამქვემეხიანი 457 მმ-იანი დანადგარებით აღჭურვილი სახაზო ხომალდების ვარიანტების დამუშავება. 406 მმ-იანი ქვემეხების ბალისტიკური მახასიათებლების გაუმჯობესების შესაძლებლობისა და სამქვემეხიანი МК-1 კოშკების არსებობის გათვალისწინებით გაგრძელდეს სამუშაოები სამი 406 მმ-იანი სამქვემეხიანი დანადგარით აღჭურვილ ვარიანტზეც.
- ყველაზე მეტად მისაღებია თორმეტი 130 მმ-იანი უნივერსალური დანადგარით აღჭურვილი ვარიანტი; უნივერსალური კალიბრის ლულების რაოდენობის გაზრდის მიზნით "უკიდურესად სასურველია, დამუშავდეს ოთხლულიანი 130 მმ-იანი დანდგარი".
- საზენიტო ავტომატები მიღებული იქნას შემდეგი შემადგენლობით: თექვსმეტი 45 მმ-იანი ოთხლულიანი და ათი 25 მმ-იანი ოთხლულიანი. საავიაციო შეიარაღება მოიხსნას.
- რადიოტექნიკური საშუალებები გათვალისწინებული იქნას შემდეგი შემადგენლობით: წყალზედა მიზნების აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგური "რიფი", საჰაერო მიზნების აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგური "გიუის-2", საჰაერო მიზნების შორი აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგური, სასროლი რადიოსალოკაციო სადგურები "ზალპი", "გროტი", "იაკორი", "შტაგ-ბ", "ფუტ-ბ", ამოცნობის სისტემა, ხარვეზების სადგური, თბოსაპელენგაციო სადგური "სოლნცე-1", ჰიდროაკუსტიკური სადგური "ჰერკულეს-2".
- ბორტის ჯავშანი არ უნდა იხვრიტებოდეს 900 მ/წამიანი საწყისი სიჩქარის 1 115-კილოგრამიანი 406 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვით 80 კაბელტოვსა და უფრო მეტ მანძილზე 60-გრადუსიანი საკურსო კუთხისას, ტრავერზების ჯავშანი კი - 100 კაბელტოვსა და უფრო მეტ მანძილზე 70-გრადუსიანი საკურსო კუთხისას. ბორტის წყალქვეშა დაცვა გათვლილი უნდა იყოს 900 კგ ტროტილის კონტაქტურ აფეთქებაზე.
ფლოტის მთავარმა შტაბმა მოიწონა კომისიის რეკომენდაციები, წყალქვეშა ნაწილის მაქსიმალურ ნიშნულად 11,5 მეტრი განსაზღვრა და სახაზო ხომალდის ეკიპაჟის კომპლექტაცია დაამტკიცა (2700 კაცი: 164 ოფიცერი, 200 მიჩმანი და მთავარი ზემდეგი, 2 336 მეზღვაური; საფლაგმანო ხომალდის შემთხვევაში - დამატებით 83 კაცი: 50 ოფიცერი, 12 მიჩმანი და მთავარი ზემდეგი, 21 მეზღვაური).
1949 წლის სექტემბერში კომისიის მუშაობის შედეგები და დასკვნები სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალს ადმირალ იუმაშევს (ადმირალი კუზნეცოვი სტალინმა 1947 წლის იანვარში მოხსნა ფლოტის მთავარსარდლის თანამდებობიდან ხომალდმშენებლობის გეგმებში ბელადსა და ადმირალს შორის წარმოშობილი უთანხმოებების გამო) მოახსენეს. მოხსენებაში სამხედრო-საზღვაო ძალების სხვადასხვა დაწესებულების აზრებიც იყო ასახული:
- მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი და კრილოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემია მხარს უჭერენ მძლავრ, დიდ სახაზო ხომალდს, შესაბამისად 80 000 და 100 000 ტონა წყალწყვითა და 30-კვანძიანი სისწრაფით.
- ვოროშილოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემია და 24 პროექტის მთავარი მეთვალყურე მხარს უჭერენ შედარებით მცირე წყალწყვის და მცირე რაოდენობის მთავარი კალიბრით აღჭურვილ ხომალდებს იმ ანგარიშით, რომ ერთი დიდი სახაზო ხომალდის ნაცვლად ორი მცირე აიგოს, თანაც ვოროშილოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემია რეკომენდაციას იძლევა, ეს ხომალდები 457- და 180 მმ-იანი არტილერიით აღიჭურვოს.
- სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვა რჩევას იძლევა, საერთოდ არ აიგოს სახაზო ხომალდები და ვერანაირ ინფორმაციას ვერ იძლევა ვერც საზღვარგარეთ მშენებარე სახაზო ხომალდებზე და - ვერც საზღვარგარეთული სახაზო ხომალდების განვითარების ტენდენციის შესახებ.
იუმაშევმა კომისიის დასკვნები დაამტკიცა და სამი სამქვემეხიანი 457 მმ-იანი დანადგარითა და სამი სამქვემეხიანი 406 მმ-იანი დანადგარით აღჭურვილი სახაზო ხომალდების ვარიანტების დამუშავების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელთა ქვევარიანტებსაც ოთხლულიანი 130 მმ-იანი უნივერსალური დანადგარები უნდა ჰქონოდა.
1949 წლის მეორე ნახევარში 457 მმ-იანი მთავარი კალიბრის კოშკისა და მისი სარდაფების პროექტის წინასწარი დამუშავება შედგა. ის მნიშვნელოვნად აჭარბებდა მსოფლიოში მანამდე არსებულ ყველა დანადგარს როგორც სროლის სიშორით (52 კმ), ასევე - ჭურვის წონით (1 720 კგ-მდე) და მასაგაბარიტული მონაცემებით (ეს ნიშნული 406 მმ-იანი სამქვემეხიანი МК-1М-ის მასას თითქმის ორჯერ აღემატებოდა) და, შესაბამისად, 24 პროექტის ხომალდზე სამი 406 მმ-იანი დანადგარის სამი 457 მმ-იანი დანადგარით შეცვლა ხომალდის სტანდარტულ წყალწყვას 86 000 ტონამდე ზრდიდა.
სტალინი პერიოდულად ინტერესდებოდა სახაზო ხომალდის მიმართულებით წარმოებული სამუშაოებით და მისი ნელი ტემპითა და ხომალდის დიდი წყალწყვით გამოწვეულ უკმაყოფილებას არ მალავდა. 1950 წელს მან "ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების დამუშავებისა და მთავრობაში დასამტკიცებლად უსწრაფესად წარდგენის" მითითება გასცა, თანაც აქვე აღნიშნა, რომ "ჩვენი კონსტრუქტორები ხომალდების დიდი წყალწყვით არიან გატაცებულნი და, როგორც ჩანს, სახაზო ხომალდის წყალწყვას ბერავენ". მეორე მხრივ სტალინმა 1950 წლის 4 მარტს გამართულ თათბირზე იუმაშევს, სახაზო ხომალდის თაობაზე შეკითხვის პასუხად, უთხრა: "თუკი ახლა მაინცდამაინც არაფერი საქმე არ გაქვთ, სახაზო ხომალდს მიხედეთ", ხოლო კითხვაზე, ამ ხომალდზე როგორი ქვემეხები დაედგათ, უპასუხა: "არაუმეტეს ცხრა 406 მილიმეტრიანისა".
1950 წლის 21 მარტს პროექტების ვარიანტები იქნა განხილული და გადაწყდა, ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების საფუძვლად წინაესკიზური პროექტის XIII ვარიანტი გამხდარიყო, რომელიც "საშუალო" სახაზო ხომალდს წარმოადგენდა. ის შეიარაღებული უნდა ყოფილიყო 3 სამქვემეხიანი 406 მმ-იანი მთავარი კალიბრის, 12 ორქვემეხიანი 130 მმ-იანი უნივერსალური, 12 ოთხლულიანი 45 მმ-იანი და 12 ოთხლულიანი 25 მმ-იანი საარტილერიო დანადგარით, საავიაციო შეიარაღების გარეშე, შეჯავშნით, რომელიც უზრუნველყოფდა 406 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან დაცვას 100-160 კაბელტოვის (18,5-29,6 კმ) დისტანციებზე, აგრეთვე - 4 000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოგდებული 1 000-კილოგრამიანი ჯავშანგამტანი ბომბისგან დაცვას. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას 900 კგ ტროტილის აფეთქებისგან დაცვა უნდა უზრუნველეყო: კონტაქტური - ბორტისთვის და არაკონტაქტური - ფსკერისთვის. ხომალდის საერთო ჩაუძირავობა ერთდროულად 7-8 ნაკვეთურის ჩაძირვის პირობებშიც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, საბრძოლო ჩაუძირავობა კი - 5 ნაკვეთურის ჩაძირვის პირობებში. 30-კვანძიანი სრული სვლის უზრუნველსაყოფად სახაზო ხომალდს 280 000-ცხენისძალიანი (4X70 000 ც.ძ.) მთავარი ენერგეტიკული აგრეგატი უნდა ჰქონოდა, ცურვის სიშორე 18-კვანძიანი სვლით - 6 000 მილი. სტანდარტული წყალწყვა 74 000-76 500 ტონის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.
1950 წლის 18 აპრილს იუმაშევმა ეს ელემენტები დაამტკიცა და 16-18 მაისს წყალწვის მაქსიმალურად შემცირების მითითებები გასცა, ამასობაში კი სამხედრო ხომალდმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წინაესკიზური პროექტის XIII ვარიანტს საბოლოოდ დამტიკცებულ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნილებებს არგებდა. საბოლოოდ, ყველა ელემენტის დაზუსტების შემდეგ, პროექტის სტანდარტული წყალწყვა 72 500 ტონა გახდა, სრული წყალწყვა კი - 81 150 ტონა.
სახაზო ხომალდების შედარებითი ცხრილი
|
|||
ძირითადი
ელემენტები და მახასიათებლები
|
1939 წელი:
პროექტი 23 „სოვეტსკი სოიუზი“; საბოლოო ვარიანტი
|
1950 წელი:
პროექტი 24; წინაესკიზური XIII
ვარიანტი
|
1940 წელი: „აიოვა“
|
შეიარაღება
|
|||
მთავარი კალიბრი; მმ X ლულების რაოდენობა X დანადგარების რაოდენობა X
ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
406X9X3X
100
|
406X9X3X80
|
406X9X3X135
|
უნივერსალური კალიბრი; მმ X ლულების რაოდენობა X დანადგარების რაოდენობა X
ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
----
|
130X16X8X
200
|
127X20X10X
250
|
ნაღმსაწინააღმდეგო კალიბრი; მმ X ლულების რაოდენობა X დანადგარების რაოდენობა X
ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
152X12X6X
190
|
----
|
----
|
მსხვილი საზენიტო კალიბრი X ლულების რაოდენობა X დანადგარების რაოდენობა X
ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
100X8X4X
400
100X4X2X50
|
----
|
----
|
საშუალო საზენიტო კალიბრი; მმ X ლულების რაოდენობა X დანადგარების რაოდენობა X
ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
37X32X8X
1800
|
45X48X12X
1000
|
40X80X20X
1400
|
მცირე საზენიტო კალიბრი X ლულების რაოდენობა X დანადგარების რაოდენობა X
ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
----
|
25X48X12X
1200
|
20X1X19X
2500
20X2X8X3000
|
ჰიდროთვითმფრინავების/ კატაპულტების რაოდენობა
|
4/1
|
----
|
2/2
|
შეჯავშნა; მმ
|
|||
მთავარი სარტყელი/დახრა გრადუსებში
|
420-375/5
|
410-450/20
|
310/19
|
ტრავერზები
|
230-280
ცხვირზე, 365 კიჩოზე
|
315-400
|
368
|
მთავარი კალიბრის კოშკები
|
460
|
600
|
432
|
მთავარი კალიბრის კოშკების ბარბეტები
|
425
|
415-500
|
294-432
|
საბრძოლო ხიდური
|
420
|
550
|
439
|
გემბანები, საერთო სისქე
|
230
|
245
|
206
|
წყალქვეშა დაცვა
|
|||
წყალქვეშა კონსტრუქციული დაცვის მაქსიმალური სიგანე მ.
|
10,5
|
11,5
|
8,7
|
მუხტის მაქსიმალური წონა (კგ), რომლის კონტაქტურ აფეთქებასაც
გაუძლებს ბორტის დაცვა
|
750
|
900
|
370
|
ენერგეტიკული დანადგარის სიმძლავრე; ცხ.ძ.
|
|||
მაქსიმალური/ფორსირებისას
|
201 000/
231 000
|
280 000/
320
000
|
174 000/
212
000
|
სვლის სისწრაფე; კვანძი
|
|||
მაქსიმალური/ფორსირებისას
|
28/29
|
არანაკლებ
30
|
30,7/33
|
ცურვის მაქსიმალური სიშორე მილებში (...კვანძით სვლისას)
|
7 200
(14,5)
|
6 000
(18)
|
15 000
(15)
|
ელექტროგენერატორები
|
|||
ტურბოგენერატორები: რაოდენობა X სიმძლავრე, კვტ
|
4 X 1 300
|
8 X 1 200
|
8 X 1 250
|
დიზელგენერატორები: რაოდენობა X სიმძლავრე, კვტ
|
4 X 650
|
6 X 1 200
|
2 X 250
|
ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების მიხედვით 24 პროექტის სახაზო ხომალდის საწვავის საერთო მარაგი 8 200 ტონას შეადგენდა, რომლითაც მისი ცურვის სიშორე მაქსიმალური, 30-კვანძიანი სისწრაფით სვლისას 2 100 მილი უნდა ყოფილიყო.
საბოლოო ჯამში ასეთი ხომალდის აგების ღირებულება 2 მილიარდ 46 მილიონ რუბლად შეფასდა მაშინ, როდესაც 82 პროექტის ერთი მძიმე (სახაზო) კრეისერის აგება 1 მილიარდ 168 მილიონი რუბლი ჯდებოდა, ხოლო 68бис პროექტის მსუბუქი კრეისერების აგების საშუალო ღირებულება საერთოდ 322 მილიონი რუბლი იყო.
მომზადებული ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება ხომალდმშენებლობის სამინისტროში გაიგზავნა. მინისტრმა მალიშევმა სწორად შეაფასა 1950 წლის 4 მარტის თათბირზე ნათქვამი სტალინის სიტყვები "თუკი ახლა მაინცდამაინც არაფერი საქმე არ გაქვთ, სახაზო ხომალდს მიხედეთ" და სამხედრო-საზღვაო სამინისტროდან მიღებული დავალების შესრულებას არ ჩქარობდა, მით უმეტეს, რომ ასეთი სახაზო ხომალდის მშენებლობის ადგილი უახლოეს პერსპექტივაში არსად იყო. უფრო მეტიც - ხომალდმშენებლობის სამინისტროს სახაზო ხომალდის მიმართულებით ყველა სამუშაო სტალინის ახალი ფავორიტების - 82 პროექტის სახაზო კრეისერების შექმნით დაკავებული ЦКБ-16-დან, სპეციალისტების მცირე ჯგუფთან ერთად, ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გადასცა, რითაც ერთბაშად შეცვალა ამ სამუშაოების მსვლელობა წმინდა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებისკენ.
კვლევით ინსტიტუტში 24 პროექტის კრიტიკული განხილვა გააგრძელეს: კვლავ წამოაყენეს რამდენიმე მცირე სახაზო ხომალდის შექმნის იდეა, რომელთა შენაერთს უფრო ეფექტურად და სწრაფად შეეძლო 24 პროექტის ერთი ხომალდისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულება, ხოლო ერთ ასეთ "მცირე" სახაზო ხომალდს - 82 პროექტის მძიმე (სახაზო) კრეისერებისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულება, თავად პროექტი 24 დაიწუნეს იმ მოტივით, რომ იგი განვლილი მეორე მსოფლიო ომის რეალიებს შეესაბამებოდა და არ ითვალისწინებდა სამხედრო ხომალდმშენებლობაში წარმოქმნილ ახალ (1950 წლისათვის არსებულ) ტენდენციებს და ა.შ.
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოსაზრებები და წინასწარი გეგმა-მონახაზები საზღვაო სამინისტროში გაიგზავნა, თუმცა იუმაშევმა მალიშევის ეს წინადადებები კატეგორიულად უარყო და დაჟინებით მოითხოვა უკვე შემუშავებული ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების მთავრობის სხდომაზე გატანა, მისი დამტკიცების მიზნით. ამის კვალდაკვალ ხომალდმშენებლობის სამინისტრომ მთავრობას წინადადებით მიმართა, დამატებით მიეცა ამ სამინისტროსთვის დრო, დეტალურად და ყოველმხრივ განეხილა სამხედრო-საზღვაო სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მოთხოვნილებები. მთავრობიდან საკითხის ერთობლივი მომზადება სამხედრო-საზღვაო და ხომალდმშენებლობის სამინისტროებს დაევალათ 1951 წლის სექტემბერში მოხსენების მიზნით.
1951 წლის ივლისში სამხედრო-საზღვაო მინისტრის თანამდებობაზე სტალინმა "შეწყალებული" კუზნეცოვი დააბრუნა, რომელიც, როგორც ცნობილია, მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი დიდი წყალწყვის საარტილერიო ხომალდების პროექტირებისა და მშენებლობისადმი და, ამგვარად, სამხედრო-საზღვაო სამინისტრომაც ერთბაშად დაკარგა 24 პროექტის შემდგომი რეალიზაციის ინტერესი.
1951-1952 წლების განმავლობაში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "მცირე" სახაზო ხომალდის 9 სხვადასხვა ვარიანტი დაამუშავეს: ხომალდები ერთი-ორი მთავარი კალიბრის (406-457 მმ) კოშკითა და ერთი საშუალო კალიბრის (180-220 მმ) კოშკით უნდა ყოფილიყვნენ შეიარაღებულნი: ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგის სახაზო ხომალდთან მიახლოების პროცესში მისი საკონტროლო-მანძილმზომი პოსტების, რადიოსალოკაციო სადგურებისა და სხვა სუსტად დაცული ელემენტების (ცეცხლის მართვის პოსტები, საკვამლე მილები, ცხვირისა და კიჩოს დაბოლოებები და ა.შ.) მწყობრიდან გამოყვანის გზით დასასუტებლად იყო გათვალისწინებული. "მცირე" სახაზო ხომალდის დამახასიათებელი თვისება იყო ცხვირის დაბოლოების გაძლერებულად შეჯავშნა იმ მოტივით, რომ ბრძოლის ყველაზე სავარაუდო საკურსო კუთხეებზე (0-28 გრადუსი ბორტზე, 65-133 კაბელტოვის (12-24,6 კმ) მანძილზე ცეცხლისას) წარმოებისას ხომალდის 406 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისგან დაცვა უზრუნველყოფილიყო. როგორც გამოთვლებმა ცხადყო, საბრძოლო მანევრირების შესაძლო შემთხვევების უმეტესობიდან "მცირე" სახაზო ხომალდების ჯგუფიდან (ორი ხომალდი მთავარი კალიბრის ორ-ორი კოშკით, ან სამი ხომალდი მთავარი კალიბრის თითო კოშკით) ერთი რომელიმეს მწყობრიდან საბოლოო გამოსვლა ან დაღუპვა უფრო გვიან იყო მოსალოდნელი, ვიდრე იგივე - მოწინააღმდეგის ერთი, ობიექტურად "მცირე" ხომალდებზე უფრო ძლიერი სახაზო ხომალდისა. ყველაზე ეფექტურად ამ შემთხვევაში 457 მმ-იანი მთავარი არტილერიით შეიარაღებული "მცირე" სახაზო ხომალდი სცნეს, თუმცა, რაკი ამ კალიბრის ქვემეხებისა და დანადგარებისათვის მხოლოდ წინასწარი მონახაზები არსებობდა, კვლევითმა ინსტიტუტმა შემდგომი გაღრმავებული დამუშავებისათვის ორ კოშკში განლაგებული ხუთი 406 მმ-იანი მთავარი კალიბრით აღჭურვილი ხომალდის პროექტი სცნო: აღინიშნებოდა, რომ ასეთი სქემით აგებული თითოეული ხომალდის წყალწყვა და ღირებულება 82 პროექტის კრეისერების იგივე მონაცემებთან ძალიან ახლოს იქნებოდა, ხოლო თავად ასეთი ხომალდები ხსენებულ კრეისერებზე უფრო ძლიერები გამოდიოდა და მათი აგება "საკმარისი რაოდენობით" იქნებოდა შესაძლებელი.
ძირითადი
ელემენტები და მახასიათებლები
|
„მცირე“ სახაზო ხომალდის ვარიანტები
|
82 პროექტის მძიმე (სახაზო) კრეისერი
|
||
III-2п
|
II+III-3
|
IIу-2п
|
||
შეიარაღება
|
||||
მთავარი კალიბრი; მმ X ლულების
რაოდენობა X დანადგარების
რაოდენობა X ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
406X3X1X
100
|
406X2X1X
100
406X3X1X
100
|
457X2X1X
100
|
305X9X3X80
|
საშუალო კალიბრი; მმ X ლულების
რაოდენობა X დანადგარების
რაოდენობა X ლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
180X4X1X
200
|
180X4X1X
200
|
220X4X1X
200
|
----
|
უნივერსალური კალიბრი; მმ X ლულების
რაოდენობა X დანადგარების
რაოდენობა Xლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
----
|
----
|
----
|
130X12X6X
200
|
საშუალო საზენიტო კალიბრი; მმ X ლულების
რაოდენობა X დანადგარების
რაოდენობა Xლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
57X24X12X 1200
|
57X24X12X 1200
|
57X24X12X 1200
|
45X24X6X
800
|
მცირე საზენიტო კალიბრი; მმ X ლულების
რაოდენობა X დანადგარების
რაოდენობა Xლულაზე საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა
|
25X48X12X 1500
|
25X48X12X 1500
|
25X48X12X 1500
|
25X40X10X 1200
|
შეჯავშნა; მმ
|
||||
მთავარი
სარტყელი
|
180
|
|||
მთავარი
კალიბრის კოშკები
|
450
|
250
|
||
მთავარი
კალიბრის კოშკების ბარბეტები
|
150-420
|
200-235
|
||
ცხვირის
ტრავერზი
|
300-500
|
140
|
||
კიჩოს
ტრავერზი
|
150-180
|
125
|
||
გემბანები
|
185 (50+120+15)
|
205 (50+145+10)
|
||
მუხტის მაქსიმალური წონა
(კგ), რომლის კონტაქტურ აფეთქებასაც
გაუძლებს ბორტის დაცვა
|
500
|
|||
წყალწყვა:
სტანდარტული/სრული; ტონა
|
29 700/
33 700
|
39 250/
44 900
|
31 870/
33 870
|
35 240/
42 300
|
ძირითადი
ზომები: სიგრძე/სიგანე/წყალქვეშა ნაწილი; მეტრი
|
230/30/7,9
|
260/31/9
|
230/30/8,3
|
260/30/8,7
|
ძრავების
სიმძლავრე ცხ.ძ.
|
140 000
|
210 000
|
140 000
|
280 000
|
სრული
სვლის სისწრაფე; კვანძი
|
30,9
|
32,7
|
30,4
|
35,2
|
1952 წლის 30 დეკემბერს "მცირე" სახაზო ხომალდის მასალების კომპლექტი კუზნეცოვს გადაუგზავნეს, რომელმაც ეს მასალები ყოველგვარი კომენტარის გარეშე გადაუგზავნა ხომალდმშენებლობის მთავარ სამმართველოს. სამმართველოს უფროსმა ისაჩენკოვმა თხოვნით მიმართა კუზნეცოვს, დაევალებინა მთავარი საზღვაო შტაბისთვის ამ მასალების განხილვა და ერთდროულად მძიმე ხომალდებისა და სახომალდო შენაერთების უზრუნველყოფისთვის ავიამზიდების შექმნის შესაძლებლობის განხილვაც სთხოვა. მთავარი საზღვაო შტაბი ხომალდმშენებლობის მთავარი სამმართველოს თხოვნის განხილვას არ ჩქარობდა.
1953 წლის მარტში სტალინის სიკვდილთან ერთად მძიმე საარტილერიო ხომალდების პროექტირება და მშენებლობა სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და მრეწველობის ხელმძღვანელობისთვის აქტუალური აღარ იყო და 1953 წლის აპრილში გამართული სამხედრო ხომალდმშენებლობის გეგმების კორექტირების პროცესში ამ დარგში წარმოებული ყველა სამუშაო, 24 პროექტის ხომალდების ჩათვლით, შეწყვეტილი იქნა სამთავრობო დადგენილებით.
No comments:
Post a Comment