1941 წლის 20 ივნისს აბვერ-2-ის სპეცოპერაციების უფროსის გენერალ ერვინ ფონ ლაჰუზენის საიდუმლო განკარგულებით შეიქმნა ორგანიზაცია
"თამარი",
რომელსაც
ქართველთა
ძალებით
საქართველოს
ტერიტორიაზე
აჯანყების
მომზადება
დაევალა.
გენერალი ერვინ ფონ ლაჰუზენი ნიურნბერგის პროცესზე
ორგანიზაცია "თამარის" ხელმძღვანელად ობერლეიტენანტი
კრამერი
დაინიშნა,
მის
მოადგილედ
- ფელდფებელი
დოქტორი
ჰაუფე.
"თამარი" ორ აგენტურულ ჯგუფად გაიყო:
"თამარ-I" 16 ქართველისაგან შედგებოდა, რომლებიც
საბოტაჟისთვის
იყვნენ
მომზადებული
და
უჯრედებად
იყვნენ
დაყოფილნი.
ჯგუფს
უნტერ-ოფიცერი
ჰერმანი
მეთაურობდა.
"თამარ-II" 80 ქართველისაგან შედგებოდა და ეს ოპერატიული
ჯგუფი
იყო,
რომელიც
ასევე
იყო
უჯრედებად
დაყოფილი.
ამ
ჯგუფს
ობერლეიტენანტი
კრამერი
მეთაურობდა.
ორივე ჯგუფი აბვერის სპეცოპერაციების სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებოდა
და
"თამარ-I"
ქალაქ
იასის
რაიონში
იყრიდა
თავს,
"თამარ-II"
კი
- ბრეილა-კალარეს-ბუქარესტის
რაიონში:
ამგვარად,
ორივე
ჯგუფი
რუმინეთის
ტერიტორიაზე
კონცენტრირდებოდა.
ჯგუფების
ქართული
ნაწილი
ბოლშევიკური
რევოლუციისა
და
ბოლშევიკური
რუსეთის
მიერ
დამოუკიდებელი
საქართველოს
ანექსიის
შემდეგ
ევროპაში
(ძირითადად
- საფრანგეთში)
ემიგრირებული
ქართველებისა
და
მათი
ოჯახების
წევრებისაგან
შედგებდა. ამ
ხალხის
ორგანიზებაში
კი
მნიშვნელოვან
როლს
ასრულებდა
"ქართული
სამხედრო
კომიტეტის"
ხელმძღვანელი
მიხეილ
კედია.
მიხეილ კედია
"თამარის" ჯგუფებმა საფუძვლიანი მომზადება გაიარეს
აბვერის
სპეცსკოლებში,
თუმცა
თვით
სსრკ-ს წინააღმდეგ
საბრძოლო
მოქმედებების
დაწყების
მომენტამდეც
ჯგუფების
წევრებმა
არ
იცოდნენ,
თუ
რისთვის
გადიოდნენ
მომზადებას
- მათ შეატყობინეს,
რომ
მომზადების
შემდეგ
რაიხის
ტერიტორიაზე
და
ოკუპირებულ
ქვეყნებში
მნიშვნელოვანი
სამხედრო
და
სამრეწველო
ობიექტების
დაცვა
დაევალებოდათ.
1941 წლის 25 ივნისს, სსრკ-სთან ომის დაწყების შემდეგ, "თამარ-I"-ის პირადი
შემადგენლობა,
რომელიც
ამ
დროს
უკვე
შეიარაღებული
და
ვერმახტის
უნიფრომაშიც
იყო
გამოწყობილი,
ვენის
ერთ-ერთ გარეუბანში
მდებარე
ყაზარმის
ეზოში
მოაწყვეს
და
ჯგუფის
უფროსმა
უნტერ-ოფიცერმა
ჰერმანმა
მათ
საზეიმო
სიტყვით
მიმართა.
ჰერმანმა
ჯგუფის
მებრძოლებს
სამშობლოს
ბოლშევიზმისაგან
განთავისუფლებისკენ
მოუწოდა
და სიტყვა
მისცა,
რომ
საქართველოს
ტერიტორიაზე
სპეცდავალების
შესრულებას
თავად
ჩაუდგებოდა
სათავეში.
ბოლოს
კი
გამოაცხადა,
რომ
თუკი
ვინმეს
არ
სურდა
სამშობლოს
განთავისუფლებისთვის
ბრძოლაში
მონაწილეობის
მიღება,
ანდა
ეს
გადაიფიქრა,
შეეძლო,
დაუბრკოლებლად
დაეტოვებინა
ჯგუფი
და
ის
რაიხში
სამოქალაქო
სამუშაოთი
იქნებოდა
უზრუნველყოფილი.
ამის
მსურველი
არავინ
აღმოჩნდა:
მებრძოლებმა
დიდი
სიხარულით
მიიღეს
სსრკ-სთან ომის დაწყების
ცნობა
და
სამშობლოს
ბოლშევიზმისაგან
განთავისუფლებაში
მონაწილეობის
მიღების
წინადადება.
ამ ყოველივეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა ელზასელი გერმანელების სახელ-გვარები მიიღეს, რომელთა პირველი ასოები მათი სახელებისა და გვარების პირველ ასოებს შეესაბამებოდა. ისინი ქართულად
თითქმის
არ
საუბრობდნენ,
ეკრძალებოდათ
- მხოლოდ
ფრანულ
ენაზე
ურთიერთობდნენ
- და,
ამგვარად,
მათი
წარმოშობაც
და
სავარაუდო
მოქმედების
მიმართულებაც რაიხის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საკმაოდ
საიმედოდ
დაიმალა.
"თამარ-I"-ს ასევე
"ოცეული
ეჰერი"
(Zug Eher) ეწოდებოდა მისი მეთაურის - ედვარდ ჰერმანის სახელ-გვარის პირველი ასოების მიხედვით.
ცოტა ხანში "თამარ-I" რუმინეთში გადაიყვანეს,
აგვისტოში
კი
- უკრაინაში,
ქალაქ
ნიკოლაევთან.
ორ
კვირაში
- მელიტოპოლში,
სადაც
ჯგუფს
გერმანელი
კადრის
მზვერავები
და
საბჭოთა
სამხედრო
ტყვეთა
რიცხვიდან
გადაბირებული
ქართველები
დაემატნენ
და
ნოემბერში
ყველანი
მარიუპოლში
შეკრიბეს,
სადაც
გამოიზამთრეს
კიდეც.
დეკემბერში
ჰერმანმა
ფელდფებელობა
მიიღო.
1942 წლის აპრილის პირველ რიცხვებში "თამარ-I" ყირიმში, სიმფეროპოლსა
და
ალუშტას
შორის
მდებარე
დასახლებულ
პუნქტ
დემერჯის
რაიონში
გადაისროლეს,
სადაც
პირობები
მაქსიმალურად
იყო
მიახლოებული
კავკასიასთან
და
აქ
ჯგუფი
კვლავ
ინტენსიურად
ემზადებოდა
საქართველოს
ტერიტორიაზე
სამოქმედოდ.
განსაკუთრებული
ყურადღება
ექცეოდა
სადაზვერვო-დივერსიული
მოქმედებების
დახვეწას,
ტყიან
და
მთაგორიან
ადგილმდებარეობაზე
ორიენტირებას,
ღამით
და
ცუდი
ამინდისა
და
ცუდი
ხედვადობის
პირობებში აზიმუტით მოძრაობას,
მთებში
პარტიზანული
მოქმედებების
ტაქტიკას,
ასევე
- სხვადასხვა
სისტემის
ცეცხლსასროლი
და
ცივი
იარაღის
ხმარებას.
აგვისტოს
პირველი
ნახევრის
განმავლობაში
სპეციალური
ინსტრუქტორი
ჯგუფს
პარაშუტით
ხტომაში
ამზადებდა.
აგვისტოს ბოლოსათვის, როდესაც ვერმახტის ნაწილები უშუალოდ მიუახლოვდნენ კავკასიონის მთავარ
ქედს,
"თამარ-I"-ის საქმეში
ჩართვის
დროც
მოვიდა
და
ჯგუფი
ჯერ
სიმფეროპოლში,
შემდეგ
კი
ქალაქ
საკის
აეროდრომზე
გადაიყვანეს.
ჯგუფის
გადასროლის
უშუალო
გადაწყვეტილება
ქალაქ
სტალინოში
(დღევანდელი
დონეცკი) "აბვერკომანდო-201"-ის უფროსმა
მაიორმა
არნოლდტმა
მიიღო.
ჰერმანი
სამართლიანად
თვლიდა,
რომ
ჯგუფის დავალებაზე გადასროლა
უშუალოდ
ჩრდილოკავკასიის
აეროდრომებზე
დისლოცირებული
ლიუფტვაფეს
თვითმფრინავებით
იყო
მიზანშეწონილი,
რადგან
ამ
ეკიპაჟებმა
თეატრის
თავისებურებები
იცოდნენ,
რასაც
ყირიმში
ბაზირებული
ლიუფტვაფეს
ეკიპაჟები
მოკლებულნი
იყვნენ: ჰერმანი
შიშობდა,
ჯგუფის
გადასროლისას
"ყირიმელ"
მფრინავებს
მარშრუტზე
რაიმე
შეცდომა
არ
დაეშვათ,
თუმცა,
მაიორ
არნოლდტის
ზეწოლით,
იძულებული
გახდა,
ყირიმიდან
გადასროლას
დათანხმებოდა.
1942 წლის აგვისტოში ვერმახტის 49-ე სამთო-მსროლელი
კორპუსის
ნაწილებმა
და
ქვეგანაყოფებმა
კავკასიონის
უღელტეხილებისთვის
ბრძოლები
გააჩაღეს.
მათ
მარუხის,
ქლუხორისა
და
სანჭაროს
უღელტეხილების
საბჭოთა
დამცველები
უკუაგდეს
და
კავკასიონის
სამხეთ
ქედებისკენ
დაიწყეს
წინსვლა:
გზა
საქართველოსკენ
თითქმის
ხსნილი
იყო.
სწორედ ამ პერიოდისათვის წითელი არმიის რიგებში ამიერკავკასიის ტერიტორიიდან გაწვეულთა
დეზერტირობამ
იმატა.
როგორც
შინსახკომის
დოკუმენტებიდან
ირკვევა,
საქართველოს
ტერიტორიაზე
მობილიზაციის
გამოცხადების
დღიდან
1942 წლის
აგვისტოს
ბოლომდე
საქართველოს
სსრ
მოქალაქეთა
რიცხვიდან
491 კაცი
იყო
დეზერტირი,
მათ
შორის
იარაღით
- 53 კაცი.
ამათგან
270 დააკავეს,
რომელთაგან
119 დახვრიტეს.
საქართველოს სსრ შინსახკომისა და უშიშროების
სახკომატის
მონაცემებით
1942 წლის
განმავლობაში
ასეთი
სურათი
იხატება:
"ლიკვიდირებულია:
ა) ბანდიტური ჯგუფები - 83 ერთეული.
ბ) მათში მონაწილეები - 285 კაცი.
გ) მარტოხელა ბანდიტები - 72 კაცი.
დაკავებულია:
ა) დეზერტირები წითელი არმიიდან - 4 686 კაცი.
ბ) მობილიზაციისაგან თავარიდებულები - 1 000 კაცი.
სულ - 5 686 კაცი"
1943 წელს სურათი შემდეგია:
"ლიკვიდირებულია:
ა) ბანდიტური ჯგუფები - 118 ერთეული.
ბ) მათში მონაწილეები - 584 კაცი.
გ) მარტოხელა ბანდიტები - 88 კაცი.
დ) შეიარაღებული არალეგალები - 123 კაცი.
ე) ბანდიტთა ხელშემწყობები - 159 კაცი.
სულ - 954 კაცი.
დაკავებულია:
ა) დეზერტირები წითელი არმიიდან - 6 694 კაცი.
ბ) მობილიზაციისაგან თავარიდებულები - 6 264 კაცი.
სულ - 12 958 კაცი"
როგორც ვხედავთ, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ფხიზელმა ბოლშევიკურმა ორგანოებმა არსებული
წყობილებით
და
ომით
უკმაყოფილო
თითქმის
20 ათასი
საქართველოს
მოქალაქე
"გამოავლინეს",
რომელთაგან
1 311 "ლიკვიდირებული იქნა" (ლიკვიდირებულთა შორის, დიდი ალბათობით,
დეზერტირთა
და
"ბანდიტთა"
ოჯახის
წევრები
და
ახლობლებიც
ბლომად
იქნებოდნენ,
რომელთაც
გაქცეულებმა
და
მიმალვაში
მყოფებმა
დახმარებისთვის
მიმართეს).
სავარაუდოდ,
"უკმაყოფილოთა"
რიცხვი
უფრო
მეტი
იყო,
რომლებიც
საბჭოთა
დამსჯელმა
ორგანოებმა
"ვერ
გამოავლინეს". დავუშვათ - იმაზე ორჯერ მეტი,
რამდენიც
"გამოავლინეს":
კიდევ
40-60 ათასი.
ამგვარად,
ვღებულობთ
"უკმაყოფილოთა"
70-80-ათასიან
"არმიას",
რაც
საქართველოსთვის,
რასაკვირველია,
საკმაოდ
ბევრია,
თუმცა
ვერაფრით
შეედრება
საქართველოდან
წითელ
არმიაში
წასულ
და
იქ
მებრძოლ, აგრეთვე მთლიანად მობილიზებულ 700 ათას
"პოლიტიკურად
შეგნებულ"
მოქალაქეს,
რომლებიც
არსებული
წესწყობილების
მიმართ
ლოიალურად
იყვნენ
განწყობილი
და
სიცოცხლესაც
კი
სწირავდნენ
მისთვის.
ასეა თუ ისე, წითელი არმიის რიგებიდან საქართველოს მცხოვრებთა მზარდი დეზერტირობა ვერმახტსა და აბვერში ხელსაყრელ სიგნალად მიიღეს და "თამარ-I"-დან საქართველოს
ტერიტორიაზე
პირველი
ჯგუფის
გადასროლა
გადაწყვიტეს.
ჯერ კიდევ 1942 წლის გაზაფხულზე მიხეილ კედია "თამარ-I"-ის ცალკეულ
ქართველებთან
შეხვედრისას
ხაზგასმით
აღნიშნავდა,
რომ
საქართველოს
ტერიტორიაზე
გადასროლისთანავე
მოხალისეებს,
ადგილობრივ
მოსახლეობაზე
დაყრდნობით,
ქვეყნის
დროებითი
ეროვნული
მთავრობის
შექმნა
უნდა
ეცადათ.
ამის
საქმის
კურსში
ყოფილი
ქართველი
სამხედრო
ტყვეებიც
იყვნენ,
რომლებიც
იმ
დროისათვის
დივერსიული
ჯგუფის
შემადგენლობაში
შედიოდნენ.
საქართველოს
ტერიტორიაზე
ვერმახტის
შეჭრისა
და
წინსვლის
პირველივე
საათებში
ამ
მთავრობას
საქართველოს
დამოუკიდებლობის
აღდგენა
უნდა
გამოეცხადებინა,
რითაც
როგორც
ვერმახტის
ყველა
დონის
სარდლობას,
ასევე
რაიხის
მთელ
ხელმძღვანელობასაც
მომხდარი
ფაქტის
წინაშე
დააყენებდნენ.
1942 წლის სექტემბრის დასაწყისისათვის "თამარ-I"
ოთხ
ნაწილად
გაყვეს
- თითოში
7 კაცი
ირიცხებოდა.
ყოველ
ჯგუფს
გერმანელი
უნტერ-ოფიცერი
მეთაურობდა,
რომლებიც
აბვერის
სპეცრაზმ
"ბრანდენბურგ-800"-იდან სპეციალურად
შეარჩიეს.
ასევე
გერმანელები
იყვნენ
ჯგუფების
ყველა
რადისტი
და
ამფეთქებელიც
(ყოველ
ჯგუფში
თით-თითო რადისტი
და
ამფეთქებელი
ითვლებოდა):
რადისტებს
კავშირის
უზრუნველყოფა
როგორც
ერთმანეთთან,
ასევე
სიმფეროპოლში
ჯგუფის
შტაბთანაც
ევალებოდათ,
ამფეთქებლები
კი
სტრატეგიულად
და
ოპერატიულად
მნიშვნელოვან
ობიექტებს
(რკინიგზებს,
გზატკეცილებს,
ხიდებს,
გვირაბებს,
სერპანტინებს,
ელექტრო-,
სატელეფონო
და
რადიოგადაცემის
ხაზებს,
ტრანსფორმატორების
ჯიხურებს
და
ა.შ.) გაანადგურებდნენ.
ჯგუფების
ქართული
პერსონალი
ორი
სახისა
იყო:
ორი-სამი
- ემიგრანტი
და
ორი-სამი
- ყოფილი
ტყვე.
ამათ
ძირითადად
პროპაგანდისტული
მუშაობა
ევალებოდათ:
ადგილობრივი
მოსახლეობისათვის
უნდა
განემარტათ,
რომ
საბჭოების
განდევნის
შემდეგ
კოლმეურნეობები
დაიშლებოდა,
გლეხებს
კი
მიწა
და
კერძო
საკუთრების
უფლება
დაუბრუნდებოდათ.
ემიგრანტებს
ასევე
ევალებოდათ
ადგილობრივ
ანტიბოლშევიკურ
იატაკქვეშეთთან
დაკავშირებაც,
რაც,
გერმანელთა
აზრით,
საკმაოდ
სოლიდურად
იყო
წარმოდგენილი
საქართველოს
ტერიტორიაზე.
ყოველი ჯგუფი საფუძვლიანად მომზადდა. თითოეული მებრძოლი შემდეგნაირად იყო ეკიპირებული:
1. გერმანული ნიმუშის ავტომატი და 500 საბრძოლო ვაზნა მისთვის.
2. "პარაბელუმის" სისტემის პისტოლეტი
4 დამატებითი
მჭიდით.
3. 7 ხელყუმბარა.
4. 2 კგ ასაფეთქებელი მასალა.
5. ხანჯალი.
6. სასიგნალო ელექტროფარანი.
7. ჩვეულებრივი ელექტროფარანი.
8. კომპასი, გადასხდომისა და შემდგომი სამოქმედო რაიონების რუქები.
9. პორტატული ხერხი ტელეგრაფის ბოძების გადასაჭრელად.
10. წითელარმიული სამხედრო ფორმის ერთი სრული კომპლექტი.
11. ყალბი საბჭოთა საბუთები.
12. 200 ცალი გერმანული პროპაგანდისტული ფურცელი.
13. 10 დღის სამყოფი სურსათი.
14. 5 000 საბჭოთა რუბლი.
გარდა ინდივიდუალური აღჭურვილობისა, ყოველ ჯგუფს
ჰქონდა
ერთი
გერმანული
ტყვიამფრქვევი,
სამი
შაშხანა,
უხმაურო
სროლის
მოწყობილობები
მათთვის,
ბინოკლები
და
ოპტიკური
მილები,
თითო
რადიოგადამცემი
და
ფოტოაპარატი.
სარდლობამ ყოველ ჯგუფს შემდეგი ამოცანები დაუსახა:
დაამყარონ კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ პირებთან,
შექმნან
მათგან
მეამბოხეთა
ორგანიზაციები,
რათა
საქართველოში
ვერმახტის
შემოსვლასთან
ერთად
ყოველმხრივი
დამხარება
აღმოუჩინონ
გერმანელებს.
ამ
ამოცანის
შესრულებისას
მთავარი
ყურადღება
უნდა
მიექცეს
წითელი
არმიიდან
დეზერტირებულ
იმ
ქართველებს,
რომლებმაც
იარაღით
ხელში
დატოვეს
საკუთარი
სამხედრო
ნაწილები: ამ
ხალხისაგან
პარტიზანული
მოძრაობის
ორგანიზება
და
შეიარაღებული
აჯანყება
საბჭოთა
ოკუპანტთა
ზურგში
ადგილობრივ
მოსახლეობასთან
ერთად.
ამ
ადამიანთა
იდენტიფიცირებისათვის
დივერსიულ
ჯგუფებს
სპეცბატალიონ
"ბერგმანის"
ემბლემის
(კავკასიური
ფარ-ხანჯალი)
მსგავსი,
განსაკუთრებულად
დანომრილი
ემბლემები
ჰქონდათ
თან,
რომლებიც
აჯანყებისა
და
ანტიბოლშევიკური
მოძრაობის
მონაწილეებისათვის
უნდა
დაერიგებინათ
და
სწორედ
ამ
დანომრილი
ემბლემებით
უნდა
მომხდარიყო
ასეთი
ადამიანების
იდენტიფიკაცია.
ბატალიონ "ბერგმანის" ემბლემა
საქართველოდან წითელი არმიის ნაწილების უკანდახევის შემთხვევაში დივერსიულ სპეცჯგუფებს საბჭოთა მხარის მიერ დანაღმული სამხედრო და სამრეწველო ობიექტების აფეთქების თავიდან აცილება და შესაბამისი გერმანული სამსახურების მოსვლამდე ამ ობიექტების
აჯანყებული
პარტიზანული
თუ
ადგილობრივი
მოსახლეობიდან
მოკრებილი
ჯგუფების
ძალებით
დაცვის
უზრუნველყოფა
ევალებოდათ.
1942 წლის შემოდგომიდან საქართველოს ტერიტორიაზე გერმანულმა თვითმფრინავებმა პროპაგანდისტული და სააგიტაციო
ფურცლების
ჩამოყრა
დაიწყეს,
რომლებშიც
ადგილობრივ
მოსახლეობასა
და
ეთნიკურად
ამიერკავკასიელ
წითელარმიელებს
მოუწოდებდნენ, წინააღმდეგობა
არ
გაეწიათ
და
იარაღი
კომისრებისკენ
შეებრუნებინათ; აცხადებდნენ,
რომ
მოდიოდნენ,
როგორც
განმანთავისუფლებლები:
"ქართველებო!
უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გერმანიის არმიის
რიგებში
საბჭოთა
რუსეთის
წინააღმდეგ
თქვენი
ძმები
- ქართველი
მოხალისეები
იბრძვიან.
მალე ისინი ქართული ეროვნული დროშების ქვეშ, ძლევამოსილ გერმანულ ჯარებთან ერთად ჩამოვლენ სამშობლოში!
ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას არა კავკასიის ხალხების წინააღმდეგ, არამედ საბჭოთა რუსეთის მონობისაგან თქვენი განთავისუფლებისათვის.
ჩვენ თქვენთვის მოგვაქვს:
კოლმეურნებობებში ძალით შერეკილი გლეხობის მონობის დასრულება.
გლეხთა თავისუფალი ცხოვრება - საკუთარ თავსუფალ მიწაზე!
თავისუფალი მუშის უფლება - საკუთარი შრომით მოპოვებულის სრულად ბატონ-პატრონობაზე.
თავისუფალი კერძო ვაჭრობა და წარმოება.
თქვენი ადათ-წესების დაცვა.
რწმენის თავისუფლება.
დანგრეული ეკლესიების აღდგენა.
ქართული ეროვნული სკოლა.
ეროვნული კულტურის აყვავება.
ფართო თვითმმართველობა."
..............................................
"ქართველებო!
ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას თქვენს განმანთავისუფლებლებს.
არ ესროლოთ თქვენს ძმებს.
შეეგებეთ ღირსეულად, პატივისცემით, როგორც გეკადრებათ
- ქართულად.
ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა დამსახურებები შესაბამისად დაფასდება.
გერმანული სარდლობა"
1942 წლის 4 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, საკის აეროდრომიდან "თამარ-I"-ის პირველი
ჯგუფი
სრული
შემადგენლობით
გაფრინდა
საქართველოსკენ.
სამსაათიანი
ფრენის
შემდეგ
გერმანულ
ფორმაში
გამოწყობილი
მედესანტეები
წყალტუბოს
რაიონში
დაეშვნენ.
პირველად
თვითმფრინავიდან
ლილუაშვილი
გადახტა,
შემდეგ
- "თამარ-I"-ის მეთაური
ფელდფებელი
ჰერმანი,
რადისტი
გრიუნაისი,
ხარისჭირაშვილი,
კერესელიძე
და
ეფრეიტორი
ფოიერაბენდი.
ჰერმანის
ვარაუდით
ჯგუფს
საქართველოს
ტერიტორიაზე
ერთიდან
სამ
კვირამდე
მოუწევდა
მოქმედება
- გერმანული სარდლობის
აზრით
სწორედ
ეს
დრო
დასჭირდებოდათ ვერმახტის
ნაწილებს
საქართველოს
მთლიანად
დასაკავებლად.
5 სექტემბერს, ასევე საღამოს 7 საათზე, საკიდან საქართველოსკენ "თამარ-I"-ის კიდევ
ერთი
ჯგუფი
გაფრინდა,
რომელიც
ამჯერად
ჭიათურის
რაიონში
დაეშვა.
თვითმფრინავები ზუსტად ისე მოქმედებდნენ, როგორ ჰერმანს ეშინოდა. პირველი ჯგუფის
გადასხმისას
Ju-52-მა
ჯერ
ოთხი
მებრძოლი
გადასხა,
შემდეგ
კი
წრე
დაარტყა,
წინანდელ
კურზე
დადგა
და
დანარჩენებიც
გადახტნენ:
გერმანული
სატრანსპორტო
თვითმფრინავი,
რომელმაც
4 კმ
სიმაღლიდან
2 წყებად გადასხა პარაშუტისტები,
საბჭოთა
ჰაერსაწინააღმდეგო
დაცვას
შეუმჩნეველი
არ
დარჩენია
და
დივერსანტების
საძებნელად
დაუყოვნებლივ
დაიძრა
ადგილობრივი
გამანადგურებელი
ბატალიონი.
8 სექტემბერს გამანადგურებელი ბატალიონის მებრძოლებმა
წყალტუბოს
რაიონის
სოფელ
ცხუნკურის
მახლობლად
იპოვეს
და
ურთიერთსროლაში
მოკლეს
დივერსიული
ჯგუფის
მეთაური
ჰერმანი.
9 სექტემბერს
იგივე
ბედი
ეწია
რადისტ
გრიუნაისს.
მეთაურისა და კავშირის გარეშე დარჩენილი ჯგუფი პრაქტიკულად დაიშალა და ისინი ცალ-ცალკე შეეცადნენ მდევრისაგან თავის დაღწევას, თუმცა - უშედეგოდ: 15 სექტემბერს პირველი
ჯგუფის
უკანასკნელი
წევრი
- ამფეთქებელი
ფოიერაბენდი
დააკავეს.
მან
შინსახკომის
დაკითხვაზე
აჩვენა,
რომ
ჯგუფის
კრახის
მიზეზი
ერთმანეთს
შორის
კონტაქტის
და,
შემდეგ,
მეთაურისა
და
კავშირის
დაკარგვა
იყო.
ადგილობრივმა
ხელისუფლებამ
კი
გამოაცხადა,
რომ
გერმანელთა
მიერ
გადმოსხმული
35 პარაშუტისტიდან
32 ადგილზევე
იქნა
განადგურებული
და
მომავალში
იგივე
ელოდა
ყველა
სხვასაც.
"თამარ-I"-ის პირველი ჯგუფიდან მხოლოდ სამმა დივერსანტმა - ლილუაშილმა, ხარისჭირაშვილმა
და
კერესელიძემ მოახერხეს
მიმალვა:
ერთხანს
ისინი
წყალტუბოსთან,
მთებში
იმალებოდნენ
და
ადგილობრივი
მოსახლეობისაგან
იღებდნენ
საკვებსა
და
თავშესაფარს;
არაა
გამორიცხული,
რომ
- მოკვლის
მუქარით.
ყოველ
შემთხვევაში,
არცერთი
ადგილობრივი
მცხოვრები
დივერსანტებს
არ
შეერთებია.
15 სექტემბერს
ლილუაშვილი
საკუთარი
ნებით
გამოცხადდა
წყალტუბოს
რაიონის
სოფელ
მელაურის
საბჭოში,
სადაც
ის
დაუყოვნებლივ
დააპატიმრეს.
18 სექტემბერს
ხარისჭირაშვილი
და
კერესელიძე,
რომლებიც
მიტოვებულ
ფარდულში
იმალებოდნენ,
შინსახკომის
სპეცჯგუფმა
იპოვა: ფარდულს
ალყა
შემოარტყეს,
ატეხილ
ურთიერთსროლაში
ხარისჭირაშვილი
მოკლეს,
ფეხში
დაჭრილი
კერესელიძე
კი
ცოცხლად
აიყვანეს.
ტყიბულის რაიონში გადასხმული დივერსანტების ჯგუფი საბჭოთა
შინსახკომის
ნაწილებმა
ვერ
იპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად
მთელი
რაიონი
გაჩხრიკეს
თავის
ტყეებიან-მთებიან-მინდვრებიანად.
თუმცა დევნისაგან
წარმატებით
თავდაღწეული
დივერსანტებიც
ძალიან
დაზარალდნენ:
მათ
ვერ
იპოვეს
სატვირთო
პარაშუტი,
რომელშიც
რადიოსადგური
და
შეიარაღების
უმეტესი
ნაწილი
იყო.
ამ ჯგუფის გადასხმიდან 1 კვირაში შინსახკომის თანამშრომლებმა ჯგუფის ამფეთქებელი
ეფრეიტორი
ციპფი
დაიჭირეს:
ის
თვითმფრინავიდან
სულ
ბოლოს
გადახტა,
მთებისკენ
უსწრაფესად
დაძრულ
საკუთარ
თანამებრძოლებს
ვეღარ
დაეწია,
უცნობ
ადგილმდებარეობაზე
გზა
აებნა
და
ადგილობრივი
გამანადგურებელი
ბატალიონის
მებრძოლებს
გადააწყდა.
18 ოქტომბერს
სოფელ
ჭალოვანში
დივერსანტი
ბურძგლა
დაიჭირეს,
დივერსანტმა
ქოჩაკიძემ
კი
ქუთაისში
მოახერხა
შეღწევა,
სადაც
საკუთარი
ძმის,
კონსტანტინეს
ოჯახში
იმალებოდა:
21 დეკემბერს
ისიც
დაიჭირეს
- ქოჩაკიძეს
თან
რადიოსადგური,
"პარაბელუმი"
და
დიდი
ოდენობით
საბჭოთა
ფული
ჰქონდა.
6 სექტემბერს "თამარ-I"-ის კიდევ
ერთი
ჯგუფი
გადმოსხდა
ტყიბულის
რაიონში: მისი
მეთაური
უნტერ-ოფიცერი
ბუხჰოლცი
იყო.
14 სექტემბერს
ამ
ჯგუფის
მებრძოლები
- რადისტი
ჰუბერი
და
ყოფილი
ტყვე
ახვლედიანი
ტყიბულის
ადგილობრივი
გამანადგურებელი
ბატალიონის
მებრძოლებმა
დააპატიმრეს.
რამდენიმე
დღეში
დააკავეს
ასევე
ამ
ჯგუფის
რადისტი-ამფეთქებელი
პენკოვსკი.
რაც
შეეხება
ჯგუფის
დანარჩენ
წევრებს,
ისინი,
უბრალოდ,
დაიფანტნენ.
მაგალითად
დივერსანტმა
ივანიძემ
თავიდანვე
თურქეთში
გადაწყვიტა
გადასვლა,
რისთვისაც
ის
ახალციხის
რაიონის სოფელ
მუსხში (მოსხში)
მცხოვრებ
თავის
ძმასთან
გაემართა.
როგორც
ცნობებიდან
ირკვევა,
ახალციხის
რაიონში
მისვლის
მომენტისათვის
ივანიძე
მძიმედ
იყო
ავად: ან
გადახტომის
დროს
დაზარალდა,
ანდა
მოგვიანებით
გახდა
ავად.
ყოველ
შემთხვევაში
19 ოქტომბერს
მან
ძლივს
გადაცურა
მტკვარი
სოფელ
რუსთავთან და მუსხს მიაღწია,
თუმცა
სოფელში
ღრმად
შესვლას
მოერიდა და სოფლის
განაპირას
მდგარ
ბიძაშვილის
- ოქრომელიძის
სახლს
მიადგა.
შინსახკომის
ანგარიშსწორების
შიშით ბიძაშვილმა მამიდაშვილი სახლში
არ
შეუშვა,
თუმცა
ივანიძემ ეს რამდენჯერმე
სთხოვა.
ამის
შემდეგ
ივანიძე
იძულებული
გახდა,
სოფლის
სიღრმეში
შესულიყო
და
ალალი
ძმის
ფარდულში
დამალულიყო; დივერსანტი
შეუმჩნეველი
არ
დარჩენილა
და
ის
იმავე
დღეს
დააკავეს.
ტყიბულისა და ჭიათურის რაიონებში გადასხმული ჯგუფების გადარჩენილი წევრები ცაგერის რაიონის მთებში შეიკრიბნენ და დაკისრებული ამოცანების შესრულებას შეუდგნენ: 20 სექტემბერს ამბროლაურის
რაიონში,
თქმორის
ტყესთან
ორი
გერმანელი
და
ორი
ქართველი
დივერსანტი
ადგილობრივი
მოსახლეობის
აგიტაციას
ეწეოდა
და
პროკლამაციებს
ავრცელებდა; 27 სექტემბრისათვის
ჯგუფმა
ამბროლაურის
რაიონი
დატოვა.
ამის
შემდეგ
ამ
ჯგუფის
კვალი
სამუდამოდ
იკარგება
- როგორც
ჩანს,
მათ
გერმანელთა
განლაგებაში
გაღწევა
მოახერხეს.
"თამარ-I"-ის კიდევ ერთ ჯგუფს სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის მთიანეთში (როგორც ჩანს - კოდორის მიდამოებში) უნდა ემოქმედა. ამავე ჯგუფს დაეკისრა ქალაქ ოჩამჩირესთან არსებული სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი
სარკინიგზო
ხიდის
აფეთქებაც:
ეს
ხიდი
საბჭოთა
ნოვოროსიისკის
დაჯგუფების
მთავარი
არტერია
იყო.
გერმანული
ნაწილების
აფხაზეთის
ზღვისპირეთისკენ
გარღვევისთანავე
ამავე
ჯგუფს
უნდა
გაენთავისუფლებინა
ტყვარჩელის
ქვანახშირის
მაღაროებში
მომუშავე
გერმანელი
სამხედრო
ტყვეები
და
მათთან
ერთად
უნდა
აეჯანყებინა
ადგილობრივი
მოსახლეობა.
ჯგუფის გადასხმის ადგილად გალის რაიონის მთიანი მიდამოები შეირჩა, სადაც რამდენიმე, შედარებით სწორი ადგილი იყო პარაშუტისტთა დასაშვებად. დაშვების
შემდეგ
დივერსანტთა
ნაწილი
ენგურს
აღმა
უნდა
აჰყოლოდა,
რათა
მესტიის
რაიონში
მოქმედ
აჯანყებულებს
დაკავშირებოდა
და
შემდგომში
კავკასიონის
მთავარი
ქედის
უღელტეხილებისკენ
მიმავალ
გზებზე
დივერსიები
ეწარმოებინა.
"მესტიის
რაიონის
აჯანყებულების"
შესახებ
ცნობები
სრული
დეზინფორმაცია
იყო,
რომლის
ორგანიზატორიც
შინსახკომი
გახლდათ.
მნიშვნელოვანი დავალებებით დახუნძლული ეს ჯგუფი საკის აეროდრომიდან 1942 წლის 6 სექტემბერს,
ასევე
საღამოს
7 საათზე
აფრინდა.
სოხუმის
თავზე
თვითმფრინავი
საბჭოთა
საზენიტო
ბატარეების
ცეცხლქვეშ
მოხვდა.
სამსაათიანი
ფრენის
შემდეგ
პარაშუტისტები
დანიშნულ
რაიონში
გადახტნენ
შემდეგ
თანმიმდევრობით:
ჯგუფის
მეთაური
ეგერი,
მიროტაძე,
რადისტი
კომიანკი,
მაღლაკელიძე,
ამფეთქებელი
ციმერმანი,
კანკავა
და
თუხარელი.
გადასხდომის ადგილი ცუდად იყო შერჩეული. როგორც აღვნიშნეთ, გალისა და წალენჯიხის რაიონების მთებში რამდენიმე სწორი მინდორი იყო, რომელიც პარაშუტისტთა დასაშვებად გამოდგებოდა,
თუმცა
იქვე
მიედინება
სწრაფი
მდინარე
ენგური,
რომელიც
გალის
რაიონს
წალენჯიხისა
და
ზუგდიდის
რაიონებისგან
ყოფს.
ბაზის
ადგილად
შერჩეული
ოხაჭყუე (ოხაჭყო)
ზედ
ენგურის
პირას,
გალის
რაიონში
მდებარეობს
და
აქ
გადასხმული
პარაშუტისტებიდან
თითქმის
ყველა
ქართველი
ენგურის
მარჯვენა
ნაპირზე,
წალენჯიხის
რაიონის
სოფლების
ჯვარისა
და
ხუდონის
მიდამოებში
დაეშვა,
ხოლო
გალის
რაიონის
ოხაჭყუესა
და
სოფელ
ჭალის
რაიონში
ეგერი,
ციმერმანი,
კომიაკი
და
მიროტაძე
დაეშვნენ.
ჯგუფის გაყოფას დამღუპველი შედეგები მოჰყვა: დივერსანტების შესახებ უკვე მეორე
დღეს
იცოდა
შინსახკომმა,
რომელმაც
დაუყოვნებლივ
დააყენა
ფეხზე
ადგილობრივი
გამანადგურებელი
ბატალიონი.
10 სექტემბერს,
დილის
10 საათზე
წალენჯიხის
რაიონის
სოფელ
ჯვარზენში
ალყაში
მოაქციეს
და
ურთიერთსროლაში
მოკლეს
თუხარელი.
18 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში გამანადგურებელი ბატალიონის წევრებმა
დააკავეს
ციმერმანი.
ჯვარის რაიონში დაშვებული მაღლაკელიძე რამდენიმე დღის განმავლობაში უნაყოფოდ ეძებდა
თავისი
ჯგუფის
წევრებს.
გერმანელთა
სწრაფი
შემოსვლის
იმედით
მან
თავისი
სურსათი
15 დღეზე
გაანაწილა
და
დაშვების
ადგილის
მიდამოებში
რჩებოდა.
19 სექტემბერს,
მას
შემდეგ,
რაც
საკვები
გამოელია,
მაღლაკელიძემ
ზუგდიდში,
თავის
ნათესავებთან
მისვლა
გადაწყვიტა,
თუმცა
21 სექტემბერს,
განადგურებელი
ბატალიონისა
და
შინსახკომის
ჯგუფის
ერთობლივი
მოქმედებით,
ჯვართან
დააკავეს.
უფრო დიდხანს იმალებოდა ჯვარის მიდამოებში კანკავა, რომელიც მხოლოდ 28 ოქტომბერს დააკავა გამანადგურებელი ბატალიონის პატრულმა
სოფელ
სერგიეთში,
ნათესავებთან
გაღწევის
მცდელობისას.
22 ოქტომბერს სოფელ ბედიასთან დააკავეს რადისტი კომიაკი, რომელსაც გამართული რადიოსადგური ჰქონდა თან.
შინსახკომის 1943 წლის 10 ივნისის ცნობით საქართველოს ტერიტორიაზე 14 დივერსანტისგან შემდგარი
ჯგუფი
იქნა
განადგურებული,
რომელთა
სახელებიც
უცნობია.
ასე დამთავრდა "თამარ-I"-ის ოპერაცია
- სრული
კრახით:
არცერთ
ჯგუფს
არავითარი
დივერსია
არ
მოუწყვია,
არცერთი
ადგილობრივი
ან
დეზერტირი
არ
გადაუბირებია,
არ
დაკავშირებია
არავითარ
იატაკქვეშა
ან
აჯანყებულ
ჯგუფს.
მათ
წინააღმდეგ
არ
მოქმედებდა
წითელი
არმიის
არცერთი
მებრძოლი
- მხოლოდ
ადგილობრივი
მცხოვრებლებისაგან
დაკომპლექტებული
გამანადგურებელი
ბატალიონები
და
მხოლოდ
იშვიათ
შემთხვევებში
- შინსახკომის
ცალკეული
თანამშრომლები
ან
მცირე
ჯგუფები.
დაკავებულ დივერსანტთაგან მაღლაკელიძე, ბურძგლა,
ჰუბერი,
ციპფი,
პენკოვსკი
და
კომიაკი
დახვრიტეს.
კერესელიძეს
25 წელი
მიესაჯა,
კანკავასა
და
ქოჩაკიძეს
- 20-20.
ლილუაშვილს
და
ახვლედიანს,
ასევე
დივერსანტთა
ხელშემწყობებს
გიორხელიძეს,
ყურაშვილს
და
მუშკუდიანს
- 10-10 წელი,
მთელი
პირადი
ქონების
კონფისკაცია
და
უფლებების
ჩამორთმევა
კიდევ
5-5 წლით.
ასევე
10 წელი
მიუსაჯეს
მუშკუდიანის
მეუღლეს
- კირთაძეს
და
ყურაშვილის
ვაჟიშვილს,
რომლებსაც
უფლებებიც
კიდევ
3-3 წლით
ჩამოართვეს.
10 წელი
მიუსაჯეს
მუშკუდიანის
მდგმურს
ვინმე
ყურაშვილსაც,
რომელიც
არშეტყობინებაში
დაადანაშაულეს.
ობერლეიტენანტი გივი გაბლიანი
"თამარ-I"-ის ვენაში ყოფნის დროისათვის აბვერის ხელმძღვანელობამ "თამარ-II"-ის შექმნა
დაიწყო.
როგორც
"თამარ-I"-ში, აქაც
ქართულ
პერსონალს
ძირითადად
ემიგრანტები
- პოლონეთსა
და
საფრანგეთში
გადახვეწილი
ქართველები
შეადგენდნენ.
"თამარ-II"-ის შექმნა
პრაქტიკულად
სსრკ-სთან ომის დაწყების
პარალელურად
დაიწყო
და
ამ
საქმეში
გერმანელებს
ისევ
მიხეილ
კედია
ეხმარებოდა.
ამ
ჯგუფს
ობერლეიტენანტი
კრამერი
მეთაურობდა.
ფორმირების ადგილად ვენა იქცა. დაახლოებით 130-კაციანმა ქართულმა
პირადმა
შემადგენლობამ
სწორედ
იქ
მიიღო
ვერმახტის
უნიფორმა.
მათ
გარდა
ქვეგანაყოფში
შედიოდა
დაახლოებით
30 გერმანელიც,
ძირითადად
- ხელმძღვანელ
ან
მაღალკვალიფიციურ
თანამდებობებზე
და
ყველანი
"ბრანდებურგ-800"-დან იყვნენ
გადმოყვანილნი.
სექტემბრისათვის "თამარ-II" ბუქარესტში გადაისროლეს,
ქალაქგარეთ ყაზარმებში
მოათავსეს
და
ინტენსიურ
წვრთნას
შეუდგნენ.
როგორც
"თამარ-I"-ის შემთხვევაში,
აქაც
ქართველებს
ელზასელი
გერმანელების
სახელ-გვარები
ჰქონდათ,
რომელთა
პირველი
ასოები
მათი
ქართული
სახელ-გვარების
პირველ
ასოებს
ემთხვეოდა
და
ქართულად
ლაპარაკი
ეკრძალებოდათ
- ურთიერთობდნენ
ფრანგულად
ან
გერმანულად.
ბუქარესტიდან "თამარ-II" კარპატებში, ქალაქ
ფოქშანისთან,
სოფელ
ოდობეშტში
გადაიყვანეს
და
ამ
მთაგორიან
ადგილმდებარეობაზე
გაგრძელდა მათი მომზადება.
განსაკუთრებული
ყურადღება
ექცეოდა
ფიზიკურ
კონდიციას:
ფოქშანიდან
კარპატების
მთების
გადავლით
ქალაქ
ბრაშოვამდე
ჩატარებული
სასწავლო
სწრაფი
მარშის
შედეგად
რამდენიმე
ათეულმა
ქართველმა
ემიგრანტმა
ფიზიკურ
დატვირთვებს
ვეღარ
გაუძლო
და
ან
სახლებში
გაუშვეს,
ანდა მათივე
თხოვნის
საფუძველზე
ჩარიცხეს
SS-ის
სხვადასხვა
მეორეხარისხოვან
სამეურნეო
და
სათადარიგო
სამსახურების დაბალ თანამდებობებზე.
აღსანიშნავია, რომ "თამარ-II"-ის შემადგენლობაში
რიგითად
ჩაეწერა
დამოუკიდებელი
საქართველოს
არმიის
ყოფილი
პოლკოვნიკი სოლომონ (სოლიკო)
ზალდასტანიშვილი,
რომელიც
ამ
დროისათვის
60 წლის
იყო.
სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი
1941 წლის შემოდგომაზე სწორედ სოლიკი ზალდასტანიშვილმა მიაწოდა გერმანელებს აზრი, ქართველი დივერსანტების ნაწილი
ზღვით
გადაესხათ
საქართველოში,
რისთვისაც
გერმანული
წყალქვეშა
ნავების
გამოყენებას
სთავაზობდა.
ქართველი
ემიგრანტების
რეალური
მიზანი
ამ
შემთხვევაში
არა
მხოლოდ
ანტიბოლშევიკურ
იატაკქვეშეთთან,
არამედ
ქართველ
საბჭოთა
პარტიულ
ფუნქციონერებთან
კავშირის
დამყარებაც
იყო: ისინი
სწორედ
საქართველოს
პირველ
პირებზე
აპირებდნენ
გასვლას,
რათა
მათთვის
საქართველოში
ვერმახტის
შემოსვლასთან
ერთად
საქართველოს
დამოუკიდებლობის
გამოცხადება
შეეთავაზებინათ
პირადი
და
ოჯახის
წევრების
ხელშეუხებლობის
სანაცვლოდ,
რითაც
გერმანიის
სამხედრო
და
პოლიტიკური
ხელმძღვანელობის
ფაქტის
წინაშე
დაყენებას
გეგმავდნენ.
ამ დროისათვის გერმანელები შავ ზღვაზე წყალქვეშა ნავების გაგზავნას არც კი გეგმავდნენ (პირველი გერმანული წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში 1942 წლის ნოემბერში შევიდა), ამიტომ ზალდასტანიშვილის წინადადებას წაუყრუეს,
თავად
მოხუცს
კი
უფრო
საჭირო
საქმე
- საბჭოთა
სამხედრო
ტყვეთა
ბანაკებში
პოტენციური
დივერსანტების
მოძებნა-გადაბირება
დაავალეს. ტყვეთა ბანაკებში
მოგზაურობისას
ჯანმრთელობაშერყეული
სოლიკო
ზალდასტანიშვილი
პარტახტიანი
ტიფით
დაავადდა
და
1941/1942 წლების
ზამთარში
გარდაიცვალა.
1941 წლის დეკემბერში "თამარ-II"-ის დაახლოებით
20 ქართველი
წევრი
ყირიმში,
სიმფეროპოლში
გაგზავნეს
ქალაქის
მიდამოებში
დისლოცირებული
სპეცდანიშნულების
პოლკ
"ბრანდენბურგ-800"-ის 2-ე ბატალიონის
6-ე
ასეულში
ჩასარიცხად.
აბვერის ხელმძღვანელობა ქართველი მოხალისეების გადასხმას სევასტოპოლის
საბჭოთა
დამცველთა
ზურგშიც გეგმავდა,
რომელთა
რიგებშიც
1941-1942 წლებში
მრავალი
ქართველი
წითელარმიელი
იბრძოდა,
მაგრამ
1941-1942 წლების
მიჯნაზე
საბჭოთა
მხარემ
ქერჩის
სადესანტო
ოპერაცია
განახორციელა,
1942 წლის
დასაწყისიდან
კი
ქერჩისა
და
საერთოდ
ყირიმის
ტერიტორიაზე
არაერთი
ოპერაცია
დაგეგმა
და
ჩაატარა, რის გამოც "ბრანდენბურგის"
ქართველი
სპეცრაზმელების
სევასტოპოლში
გადასხმა
გაურკვეველი
დროით
გადაიდო
და
ამ
სპეცპოლკის
მთელი
6-ე
ასეული
ქერჩში
გადმოსხმული
წითელი
არმიის
ნაწილების
წინააღმდეგ
ბრძოლებში
იყო
ჩართული.
ევპატორიაში სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად
გერმანელებმა
საბჭოთა
დესანტის
განადგურება
შეძლეს.
აქ
დაიღუპა
"თამარ-II"-ის ერთ-ერთი მებრძოლი
- გიორგი
ჭაჭიაშვილი.
ამის
შემდეგ
6-ე
ასეული
ევპატორიასთან
იცავდა
ზღვის
სანაპიროს.
მარტისა და აპრილის განმავლობაში სპეცრაზმელები სიმფეროპოლში იყვნენ,
მალე
კი
6-ე
ასეული
ქერჩის
ფრონტზე,
სოფელ
სუბაშთან
გადაისროლეს.
ივნისში
ამ
ქვეგანაყოფს
ქერჩისა
და
ტამანის
ნახევარკუნძულის
რაიონებში
წითელი
არმიის
მომარაგების
გზების
გადაჭრა
დაავალეს.
აგვისტოს
დასაწყისში
6-ე
ასეულის
ქართველები
ფეოდოსიის
სამხედრო
ტყვეთა
ბანაკებში
ქართველ
სამხედრო
ტყვე
წითელარმიელების
გადაბირებით
იყვნენ
დაკავებულნი,
რის
შემდეგაც
მთელი
ასეული,
120 გადაბირებულ
ქართველთან
ერთად,
ვენაში
გადაისროლეს
დასასვენებლად
და
შესავსებად,
იქიდან
კი
ყველა,
ვინც
სპენაწილში
სამსახურის
სურვილი
გამოთქვა,
გერმანიაში,
ბრანდენბურგის
მიდამოებში
გადაიყვანეს.
მომდევნო
2 თვის
განმავლობაში
გამოცდილ
გერმანელ
ინსტრუქტორთა
მეთვალყურეობით
"თამარ-II"
კვლავ
ინტენსიურ
მომზადებასა
და
წვრთნებს
გადიოდა.
1942 წლის შემოდგომაზე "თამარ-II"-ის მთელი
პირადი
შემადგენლობა,
ინსტრუქტორებთან
ერთად,
კავკასიის
ფრონტზე,
მოზდოკის
რაიონში
გადაისროლეს,
სადაც
ქართველები
"ბრანდენბურგ-800"-ის 2-ე ბატალიონის 4-ე
ასეულში
ჩარიცხეს,
რომელიც
სადაზვერვო-დივერსიული
ოპერაციებით
იყო
დაკავებული.
1942 წლის აგვისტოში ამ ასეულის ერთ-ერთმა ქვეგანაყოფმა, რომელიც წითელარმიელთა
ფორმაში
იყო
გადაცმული,
მნიშვნელოვანი
ხიდი
ააფეთქა
მინერალნიე
ვოდის
რაიონში,
რითაც
წითელი
არმიის
ნაწილების
ორგანიზებულ
უკანდახევას
ხელი
შეუშალა.
მეორე
ჯგუფმა
პიატიგორსკის
რაიონში
ხიდი
იგდო
ხელთ
და
გერმანული
ტანკების
მოსვლამდე
შეინარჩუნა.
მესამე
ჯგუფმა
მაიკოპში
შეაღწია,
საცობი
შექმნა
და
უკანდახეულ
წითელარმიულ
ნაწილებში
მნიშვნელოვანი
დეზორგანიზაცია
შეიტანა.
ხსენებულ ოპერაციებში, სხვა სპეცრაზმელებთან ერთად, ქართველებმაც
მნიშვნელოვანი
წვლილი
შეიტანეს.
მაგალითად,
პიატიგორსკის
დიხის
დაკავებისა
და
სენარჩუნების
ოპერაციაში
საბრძოლო
დამსახურებისათვის
დივერსანტმა
გიორგი
ნადარაიამ
II ხარისხის
რკინის
ჯვარი
მიიღო.
მანვე
მიიღო
I ხარისხის
რკინის
ჯვარი
სიკვდილის
შემდეგ
საბჭოთა
ბატალიონის
სადაზვერვო
პუნქტის
დაკავებისას
გამოჩენილი
განსაკუთრებული
მამაცობისა
და
საზრიანობისათვის.
***
1942 წლის გაზაფხულზე "თამარ-II"-ის მთელი
პირადი
შემადგენლობა
სპეცდანიშნულების
ბატალიონ
"ბერგმანის"
შემადგენლობაში
შეიყვანეს,
რითაც
ამ
ქვეგანაყოფის
ინდივიდუალური
მოქმედების
ისტორია
დასრულდა.
...........................................................
სტატია გიორგი თუხარელზე: http://www.kvirispalitra.ge/history/12757-giorgi-thukhareli-qparashutisttha-saqmeq.html